კულინარია

რულეტი ჩაისთვის შესქელებული რძითა და ბანანით 20 წუთში

რულეტი ჩაისთვის შესქელებული რძითა და ბანანით 20 წუთში

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

კვერცხი - 3 ც.

შაქარი - 5 ს.კ.

მარილი - მწიკვი

რძის ფხვნილი - 5 ს.კ.

ფქვილი - 5 ს.კ.

სოდა - ½ ჩ.კ.

კრემისთვის:

მოხარშული შესქელებული რძე - 1 ქილა

ბანანი - 1-2 ც.

მომზადება:

ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ შაქარი, მარილი და ისევ ათქვიფეთ. დაამატეთ რძის ფხვნილი, ფქვილი და სოდა. ცომი გამოდის ბლინების ცომზე ცოტათი უფრო სქელი.

ცომი გადაიღეთ პერგამენტის ქაღალდით მოფენილ ღუმელის ფორმაზე, გაუსწორეთ გვერდები.

გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 5-7 წუთის განმავლობაში.

ცხელ ბისკვიტს წაუსვით თხლად მოხარშული შესქელებული რძე, დალაგეთ გაფცქცვნილი მთლიანი ბანანი და სწრაფად გადაახვიეთრულეტს ზემოდან შეიძლება მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი, ქოქოსის ფანტელი ან შაქრის პუდრი.

გემრიელად მიირთვით!



<a href="http://coocook.me">http://coocook.me</a>