13 დილის ჩვევა, რომლებიც ენერგიული და ბედნიერი დღის დაწყებაში დაგეხმარებათ
- 16.11.2026
დილა ხშირად განსაზღვრავს, როგორი განწყობით გავაგრძელებთ დღეს. მაღვიძარას რამდენჯერმე გადადება, საწოლიდან ნაჩქარევად ადგომა და საუზმის გამოტოვება კი დილის სასიამოვნოდ დაწყებას ნამდვილად არ უწყობს ხელს. რამდენიმე მარტივი ჩვევით შეგიძლიათ დილა უფრო მშვიდი და სასიამოვნო გახადოთ.
1. გაიღვიძეთ ღიმილით
სანამ საწოლიდან ადგებით, გაიხსენეთ რამე სასიამოვნო - საყვარელი ადამიანი, მხიარული მოგონება ან მოვლენა, რომელიც კარგ განწყობას გიქმნით.
2. მიირთვით საყვარელი ყავა
ყავის მომზადება დილის სასიამოვნო რიტუალად აქციეთ. შეგიძლიათ გემო თაფლით ან ქოქოსის ზეთითაც გაამრავალფეროვნოთ.
3. შემოუშვით ოთახში სუფთა ჰაერი
გაღვიძებისთანავე გააღეთ ფანჯარა და რამდენიმე წუთით გაანიავეთ ოთახი. ამ დროს მსუბუქი ვარჯიშიც შეგიძლიათ - გაამოძრაოთ კისერი, მხრები და მაჯები.
4. გაღვიძებისთანავე ტელეფონს ნუ შეამოწმებთ
დღის პირველი წუთები შეტყობინებებისა და სოციალური ქსელების გარეშე გაატარეთ. ტელეფონის შემოწმება მოგვიანებითაც შეგიძლიათ.

5. საუზმესთან ერთად სმუზიც სცადეთ
ხილისა და სხვა ინგრედიენტებისგან მომზადებული სმუზი საუზმის გამრავალფეროვნების კარგი საშუალებაა. სცადეთ ნუშის რძის, კენკრის, ავოკადოს, ჩიასა და სელის თესლის კომბინაცია.
6. ყოველდღე ერთსა და იმავე დროს გაიღვიძეთ
რეგულარული რეჟიმი ძილის ხარისხის გაუმჯობესებასა და ენერგიის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, დასვენებისა და გაღვიძების დრო ყოველდღე დაახლოებით ერთნაირი იყოს.
7. ტერფების ვარჯიშიც სცადეთ
ტერფების მსუბუქი მასაჟი და რამდენიმე მარტივი მოძრაობა დილის ვარჯიშის კარგი დამატებაა. შეგიძლიათ პატარა ბურთი ტერფის ქვეშ გააგოროთ.
8. მოუსმინეთ მოტივაციურ აუდიოწიგნს ან პოდკასტს
ჩაცმის ან მაკიაჟის გაკეთების დროს მოუსმინეთ ადამიანს, რომლის აზრები და გამოცდილებაც შთაგაგონებთ. რამდენიმე წუთიც საკმარისია ახალი იდეების გასაჩენად.
9. ჩაიწერეთ, რისთვის ხართ მადლიერი
ყოველ დილით ჩამოწერეთ სამი რამ, რაც სიხარულს განიჭებთ ან რისთვისაც მადლიერი ხართ. ეს შეიძლება იყოს საყვარელი ადამიანი, პატარა წარმატება ან სასიამოვნო მოვლენა.
10. გაატარეთ დრო ბუნებრივ სინათლეზე
გაღვიძების შემდეგ 15-30 წუთით გარეთ გადით ან აივანზე დაჯექით. დღის სინათლე ორგანიზმს ძილ-ღვიძილის ბუნებრივი რიტმის შენარჩუნებაში ეხმარება.
11. დალიეთ წყალი ლიმონით
დილა ერთი ჭიქა წყლით დაიწყეთ. სურვილის შემთხვევაში, ნახევარი ლიმონის წვენიც დაუმატეთ - ასე სასმელს უფრო სასიამოვნო გემო ექნება.
12. სცადეთ ახალი ხილისა და ბოსტნეულის წვენები
რაციონის გასამრავალფეროვნებლად შეგიძლიათ კიტრის, ნიახურის, ვაშლისა და ლიმონის წვენი მოამზადოთ. თუმცა გახსოვდეთ, წვენი სრულფასოვან კვებას ვერ ჩაანაცვლებს.
13. საუზმეზე ცილებითა და ბოჭკოთი მდიდარი საკვები შეარჩიეთ
კვერცხი, შვრია, კენკრა და თხილეული კარგი არჩევანია დილის მენიუსთვის. ასეთი საუზმე დანაყრების შეგრძნებას უფრო დიდხანს შეგინარჩუნებთ.
ყველა ამ ჩვევის ერთდროულად დანერგვა აუცილებელი არ არის. შეარჩიეთ ის, რაც თქვენთვის მოსახერხებელია, და თანდათან აქციეთ ყოველდღიური რუტინის ნაწილად.
თემები: დილა
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია