ჯანმრთელობა

დილით თბილი წყლის დალევა ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებს? - რას ამბობენ ექიმები

დილით თბილი წყლის დალევა ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებს? - რას ამბობენ ექიმები

ბევრი ადამიანი დილას ერთი ჭიქა თბილი წყლით იწყებს. მიიჩნევა, რომ ეს ჩვევა საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და ყაბზობისგან გვიცავს. მაგრამ აქვს თუ არა თბილ წყალს განსაკუთრებული ეფექტი, თუ მთავარია, უბრალოდ საკმარისი წყალი დავლიოთ?

ამ საკითხზე კვების სპეციალისტმა და ტრადიციული ჩინური მედიცინის მკვლევარმა ზოი სინ იი გონგმა და გასტროენტეროლოგმა ლიზა განჯუმ ისაუბრეს

რატომ სვამენ დილით თბილ წყალს?

ტრადიციული ჩინური მედიცინის მიხედვით, ცივი სასმელები საჭმლის მონელებას აფერხებს, თბილი წყალი კი ამ პროცესს ხელს უწყობს. ჩინეთში მისი დილით მიღება ყოველდღიური კულტურის ნაწილია და არა განსაკუთრებული ჯანმრთელობის ტრენდი.

ეხმარება თუ არა თბილი წყალი ნაწლავებს?

სპეციალისტების პასუხი ასეთია: არ არსებობს საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ დილით თბილი წყალი ნაწლავების მუშაობას ცივ ან ოთახის ტემპერატურის წყალზე უკეთ აუმჯობესებს.

წყლის სარგებელი კი ნამდვილად დადასტურებულია - ის განავალს არბილებს, ხოლო საკმარისი სითხის მიღება ყაბზობის პრევენციასა და მართვას ეხმარება.

სითბომ შესაძლოა კუნთების მოდუნებასაც შეუწყოს ხელი. გასტროენტეროლოგ ლიზა განჯუს თქმით, დილით წყლის დალევა ძილის შემდეგ საჭმლის მომნელებელი სისტემის გააქტიურებასა და ორგანიზმის დატენიანებას უწყობს ხელს.

როგორ დავლიოთ წყალი?

სპეციალისტების რეკომენდაციით, წყალი ძალიან ცხელი არ უნდა იყოს - უმჯობესია, სასიამოვნოდ თბილი იყოს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ლიმონი ან ხილი დაუმატოთ. მნიშვნელოვანია, სითხე მხოლოდ დილით არ მიიღოთ და დღის განმავლობაში ორგანიზმი სათანადოდ დაატენიანოთ.

მაშ, რა არის მთავარი?

თბილი წყალი ყაბზობის სამკურნალო საშუალება არ არის და მისი განსაკუთრებული უპირატესობა მეცნიერულად დადასტურებული არ არის. ნაწლავების მუშაობისთვის მთავარია საკმარისი სითხის მიღება და არა ის, წყალს თბილს დალევთ, ცივს თუ ოთახის ტემპერატურისას.