მერილინ მონროდან ტიმოთი შალამემდე - Variety-მ ყველა დროის 100 უდიდესი კინოვარსკვლავი დაასახელა
- 21.11.2026
რომელი მსახიობები იმსახურებენ ყველა დროის უდიდესი კინოვარსკვლავების ტიტულს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას გამოცემა Variety შეეცადა და კინოს ისტორიაში ყველაზე გამორჩეული 100 მსახიობი შეარჩია.
რეიტინგის სათავეში მერილინ მონრო მოხვდა, თუმცა სიაში არაერთი მოულოდნელი არჩევანიც არის – მასში ახალგაზრდა ვარსკვლავებთან ერთად კინოს ლეგენდები არიან წარმოდგენილი, ხოლო რამდენიმე ცნობილი მსახიობი რეიტინგის მიღმა დარჩა.
პირველი ადგილი მერილინ მონროს ერგო, რომლის სახე მსოფლიო პოპკულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. სიმბოლურია ისიც, რომ რეიტინგი მსახიობის დაბადებიდან 100 წლის აღნიშვნის წელს გამოქვეყნდა – მონრო 2026 წლის 1 ივნისს 100 წლის გახდებოდა.
Variety-ის ათეულში მსოფლიო კინოს ნამდვილი ლეგენდები მოხვდნენ. მონროს შემდეგ რეიტინგში ჰამფრი ბოგარტი, ჩარლი ჩაპლინი, ჯეკ ნიკოლსონი, კეტრინ ჰეპბერნი, სიდნი პუატიე, მარლონ ბრანდო, ტომ კრუზი, ტოშირო მიფუნე და ბარბრა სტრეიზანდი არიან.
საინტერესოა, რომ ამ ათეულიდან დღეს მხოლოდ სამი მსახიობია ცოცხალი – ჯეკ ნიკოლსონი, ტომ კრუზი და ბარბრა სტრეიზანდი.
რეიტინგის შედგენისას გამოცემამ ყურადღება გაამახვილა მსახიობების ვარსკვლავურ სტატუსზე, კულტურულ გავლენასა და იმაზე, შეძლეს თუ არა მათ სხვადასხვა თაობის მაყურებლის მეხსიერებაში დარჩენა. სწორედ ამიტომ აღმოჩნდნენ ერთ სიაში ჰოლივუდის ოქროს ხანის ვარსკვლავები და თანამედროვე კინოს პოპულარული სახეები.

თანამედროვე ვარსკვლავებიდან რეიტინგში ტიმოთი შალამე და ზენდაია მოხვდნენ
სიის 100 მონაწილიდან 47 დღეს ცოცხალია და კინოინდუსტრიაში კვლავ აქტიურია. რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა წევრები 30 წლის ტიმოთი შალამე და ზენდაია არიან. თუმცა Variety-მ მათი ადგილი განსხვავებულად შეაფასა: შალამე 86-ე პოზიციაზეა, ზენდაია კი - 98-ე ადგილზე.
რობერტ პატინსონი 83-ე ადგილს იკავებს, ლეონარდო დიკაპრიო – 38-ე, ბრედ პიტი კი 29-ე პოზიციაზეა.

რომელი ცნობილი მსახიობები დარჩნენ რეიტინგის მიღმა?
Variety-ის არჩევანს, სავარაუდოდ, ყველაზე მეტი კამათი იმ მსახიობების გამო მოჰყვება, რომლებიც ასეულში ვერ მოხვდნენ. მათ შორის არიან ჯონი დეპი, ჯიმ კერი, კიანუ რივზი, ჯეკი ჩანი და ქეით ბლანშეტი – მსახიობები, რომელთა კარიერაც საკულტო როლებსა და მრავალრიცხოვან გულშემატკივრებს უკავშირდება.
ამავე დროს, რეიტინგში ადგილი მოიძებნა მარქსების ძმების კომედიური დასისთვის და დივაინისთვის – ამერიკული ანდერგრაუნდკინოს 1970-იანი წლების ვარსკვლავისთვის, რომელიც 79-ე პოზიციაზეა.
გამოცემის შეფასებით, მთავარი კრიტერიუმი მხოლოდ წარმატებული კარიერა ან პოპულარული ფილმები არ ყოფილა. მნიშვნელოვანი იყო ისიც, შეძლო თუ არა მსახიობმა კულტურულ ფენომენად ქცევა და კინოს ისტორიაში საკუთარი კვალის დატოვება.

მიუხედავად ამისა, ჯონი დეპის არყოფნა განსაკუთრებით მოულოდნელად გამოიყურება – მისი ჯეკ ბეღურა „კარიბის ზღვის მეკობრეებიდან“ იმ ადამიანებისთვისაც კი ნაცნობი პერსონაჟია, რომლებსაც ფილმი შესაძლოა არასდროს უნახავთ.
ასეთი რეიტინგები ყოველთვის კამათის საგანია: თითოეულ თაობას საკუთარი საყვარელი მსახიობები და ფილმები ჰყავს. Variety-ის სია კი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად რთულია კინოს მთელი ისტორიის ასეულ სახელში მოხვედრა.
Variety-ის ვერსიით, ყველა დროის 100 უდიდესი კინოვარსკვლავი:
-
მერილინ მონრო
-
ჰამფრი ბოგარტი
-
ჩარლი ჩაპლინი

-
ჯეკ ნიკოლსონი
-
კეტრინ ჰეპბერნი
-
სიდნი პუატიე
-
მარლონ ბრანდო

-
ტომ კრუზი
-
ტოშირო მიფუნე
-
ბარბრა სტრეიზანდი
-
კლინტ ისტვუდი
-
კერი გრანტი
-
ჯულია რობერტსი

-
ჯეიმს დინი
-
კლარკ გეიბლი
-
ბეტ დევისი
-
ტომ ჰენქსი
-
ინგრიდ ბერგმანი

-
ჯონ უეინი
-
დენზელ ვაშინგტონი
-
რობერტ რედფორდი
-
გრეტა გარბო
-
შონ კონერი

-
ელიზაბეთ ტეილორი
-
ჰარისონ ფორდი
-
ოდრი ჰეპბერნი
-
მერილ სტრიპი

-
ჯეიმს სტიუარტი
-
ბრედ პიტი
-
გრეის კელი
-
პოლ ნიუმენი
-
ალ პაჩინო

-
ჯუდი გარლანდი
-
სპენსერ ტრეისი
-
ვივიენ ლი
-
ჯეიმს კეგნი
-
კატრინ დენევი
-
ლეონარდო დიკაპრიო
-
რუდოლფ ვალენტინო
-
ჯეინ ფონდა

-
ფრედ ასტერი და ჯინჯერ როჯერსი
-
დასტინ ჰოფმანი
-
მარლენ დიტრიხი
-
ჯული ენდრიუსი
-
სტივ მაკქუინი
-
რობინ უილიამსი

-
შირლი ტემპლი
-
უორენ ბიტი
-
მარჩელო მასტროიანი
-
დაიან კიტონი
-
კირკ დუგლასი
-
ჯოან კროუფორდი
-
ბრიუს ლი
-
რობერტ დე ნირო

-
მარქსების ძმები
-
ჯონ ტრავოლტა
-
ჯოდი ფოსტერი
-
ჯინ კელი
-
არნოლდ შვარცენეგერი
-
სოფი ლორენი

-
ელვის პრესლი
-
ორსონ უელსი
-
ფეი დანაუეი
-
რასელ ქროუ
-
მაიკლ კეინი
-
უილ სმიტი
-
რობერტ მიჩემი
-
დენიელ დეი-ლუისი
-
დოროთი დენდრიჯი
-
ჯეკ ლემონი
-
მეტ დეიმონი
-
ნიკოლ კიდმანი

-
ბარბარა სტენვიკი
-
რობერტ დაუნი უმცროსი
-
პემ გრიერი
-
ბერტ ლანკასტერი
-
რაიან გოსლინგი
-
გრეგორი პეკი

-
დივაინი
-
შონ პენი
-
ლივ ულმანი
-
მორგან ფრიმენი
-
რობერტ პატინსონი
-
ქეით უინსლეტი

-
ბერტ რეინოლდსი
-
ტიმოთი შალამე
-
ვუპი გოლდბერგი
-
ლილიან გიში
-
ნიკოლას კეიჯი
-
ლორენ ბეკოლი

-
კრისტენ სტიუარტი
-
შაჰრუხ ხანი
-
ხოაკინ ფენიქსი
-
ემა სტოუნი
-
ფილიპ სეიმურ ჰოფმანი
-
ედი მერფი
-
ალენ დელონი

-
ზენდაია
-
სილვესტერ სტალონე
-
ჰენრი ფონდა
თემები: მსახიობები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია