ზაფხული უკვე მოახლოვდა, გაზაფხულის მზემ კი შინაგანად გაგვათბო და გაგვანათა. წელიწადის ამ დროსთან ერთად, გარდა შინაგანი განწყობისა, ცვლილებები გარეგნულადაც გვჭირდება და ამისთვის, საუკეთესო საშუალებაა, აქსესუარებისა და სამკაულების ახალ ტენდენციებს გადავხედოთ.
საბედნიეროდ, 2017 წლისთვის არსებული ტენდენციები, აქსესუარებისა და სამკაულების თვალსაზრისით იმდენად დახვეწილი და ამავდროულად, პრაქტიკულია, რომ ნებისმიერ ქალბატონს, მათი ტარება ყოველდღიურადაც შეეძლება.
TREND. გთავაზობთ იმ აუცილებელი აქსესუარების ჩამონათვალს, რომლებიც 2017 წლის გაზაფზული-ზაფხულის ყველაზე სექსუალურ, ცხელ ტრენდად ითვლება და რომლების მეშვეობითაც აუცილებლად უნდა გაამრავალფეროვნოთ თქვენი ყოველდღიური სტილი:
1. "ჩოკერები" კვლავ ტრენდულია
"ჩოკერები" უკვე რამდენიმე სეზონია ტრენდულობას არ თმობს! თუ ახალგაზრდა ხართ და მოგწონთ 90-იანების როკერული სტილი, ნუ შეგეშინდებათ, თამამად ატარეთ ისინი. გაგახარათ ამ სიახლემ?
2. განსხვავებული საყურეები
სამკაულის ტარების ეს ახალი ტრენდი საუკეთესო საშუალებაა აჩვენო მოდის სამყაროს, რომ შენც მისი ნაწილი ხარ. მარტივია, შეიძინეთ განსხვავებული საყურეების დიდი შეფუთვა და გაიკეთეთ სხვადასხვა მათგანი სხვადასხვა ყურზე.
3. მსხვილი კულონები
არაფერს არ შეუძლია თქვენი ხმის ძლიერება და სიმტკიცე ისე გააგონოს სამყაროს, როგორც დიდ და შესამჩნევ სამკაულს. წელს ძალიან ტრენდულია დიდი კულონები. გილოცავთ! საშუალება გაქვთ მათი ტარებით გამოხატოთ საკუთარი ძლიერი ქალური მხარეები!
ვინ მართავს მსოფლიოს?
4. ზედა ხელის სამაჯური
ზედა ხელის სამაჯური არის 2017 წლის "აცილებლად სატარებელი" აქსესუარების სიაში. თქვენს საყვარელ საგაზაფხულო თუ ზაფხულის კაბას შეუხამეთ თვალშისაცემი სამაჯური და იყავით ნებისმიერი სიტუაციის ცენტრალური ფიგურა.
5. რამდენიმე მსხვილი სამაჯური ერთად
მინიმალისტურმა სტილმა თავისი დრო მოილია და დიდი და ბევრი აქსესუარების ტარების დრო დადგა. ნუ გაიკეთებ პატარა, თითქმის შეუმჩნეველ სამაჯურს, შეაჩერე არჩევანი დიდზე. მეტიც, გაიკეთე რამდენიმე ერთად.
6. მასიური საყურეები
ნუ შეგეშლებათ! ჩვენ არ ვატარებთ დიდ საყურეებს, ჩვენ ვატარებთ მასიურს! ისეთს, რომლებიც არავის დარჩება შეუმჩნეველი. გააკეთე არჩევანი ფერადსა და თვალისმომჭრელზე.
7. დიდი ჯვრები
მიუხედავად იმისა, ჯვარს რელიგიური დანიშნულებით ატარებ თუ არა, ისინი მოდის სამყაროში ძალიან ხმაურიანად დაბრუნდნენ! დიდი ჯვრები ყველაზე ცხელ ტრენდად ითვლება 2017 წლის ზაფხულისთვის.
8. ფოჩები
შეუძლებელია, არ ვიყოთ ბედნიერები იმით, რომ 2017 წლის ზაფხულისთვის, ფოჩებიანი აქსესუარები საბოლოოდ ტრენდულია. ისინი დახვეწილია, მარტივია და ამშვენებს ნებისმიერი სტილს.
9. ბეჭდები
2017 წლის ზაფხული ყველა იმ ქალისთვისაა სასიხარულო, რომლებსაც ბეჭდები ძალიან უყვართ. რატომ? გარდა იმისა, რომ ბეჭდები ყოველთვის ტრენდული და მოდურია, წელს ისინი მეტად ტრენდულია, რაც უფრო ბევრია.
10. ერთი საყურე
ალბათ ყველას გვქონია, თუნდაც ერთხელ მაინც, ისეთი გიჟური საღამო, როცა დილით ერთი საყურით გაგვიღვიძია. გიჟური საღამოების მოდურობის რა გითხრათ, თუმცა, ერთი ცალი საყურე კი ნამდვილად ტრენდული და მოდურია 2017 წლისთვის.
11. ზოლიანი წინდები
იგრძენი თავი სკოლის მოსწავლედ და წელს თამამად ჩაიცვით ზოლიანი წინდები. ყურადღების ცენტში ნამდვილად აღმოჩნდებით. ზოლიანი წინდები წელს ძალიან ტრენდულია, როგორც სპორტულ, ასევე ქუსლიან ფეხსაცმელზე.
12. გასანასკვი ქამრები
მოიშორეთ ჩვეულებრივი, ტრადიციული ქამრები გარდერობებიდან და შეიძინეთ ქამრები, რომელბსაც კაბებსა და მაისურებზე გაინასკვავთ. ეს 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი და გამორჩეული ტრენდია.
13. გულსაბნევები
კვლავ ფიქრობთ, რომ გულსაბნევები, ე.წ. ბროშკები მხოლოდ მოხუცების მიერ სატარებელი აქსესუარებია? 2017 წლის მოდის ტენდენციები სულ სხვა ამბებს გვიყვება. წელს ძალიან ტრენდული იქნება სხვადასხვა ფერისა და ზომის გულსაბნევები.
14. სამაჯურები ორივე ხელზე
წელს სამაჯურებით ერთი ხელის ნაცვლად, ორივე ხელის დატვირთვაა რეკომენდირებული. შეიძინეთ ორი ერთნაირი სამაჯური, ბუნებრივია დიდი ზომის და მოირგეთ ორივე ხელზე.
15. ხელთათმანები
შესაბამის წვეულებებზე, არაფერი ისე არ ქმნის ელეგანტურობის აღქმას, როგორც კაბასთან ხელთათმანის ტარება. აარჩიეთ ფერადი ხელთათმანები და იყავით მოდურები თქვენთვის მნიშვნელოვან წვეულებებზე.
16. ფერადი წინდები ან კოლგოტები ღია ქუსლიან ფეხსაცმელზე
არა, სამყარო ჯერ ჭკუიდან არ შეშლილა და არც რაიმეს დასასრულს მოასწავებს. იგი ახალ და თამამ ტენდენციებს გვთავაზობს. მიჰყევით მას ფეხდაფეხ.
17. წვრილი შარფები
ფიქრობთ, რომ ზამთარი დასრულდა და შარფების ტარების დროც მასთან ერთად? ცდებით! 2017 წლისთვის ზაფხულშიც ძალიან ტრენდული და მოდურია თხელი, წვრილი შარფები კაბებსა თუ მაისურებზე.
18. ქამარ-კორსეტი
ეს 2017 წლის ახალი ტრენდი შესანიშნავად უსვამს ქალის ულამაზეს ფიგურას ხაზს და რაც მთავარია, წელს მათ აქტიურად გამოყენებას ძალიან ცნობილი მოდის გურუები რეკომენდირებენ.
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, მოდა, ტრენდი, ქალები, ჩაცმულობა, 2017 წლის ტენდენციები, 2017 წლის ტრენდი, ზაფხულის ტრენდი
allwomenstalk.com
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია