სტილი

H&M-ის მიერ შექმნილი საქორწინო კაბები, რომლებსაც ძალიან ხელმისაწვდომი ფასი აქვს

H&M-ის მიერ შექმნილი საქორწინო კაბები, რომლებსაც ძალიან ხელმისაწვდომი ფასი აქვს

Topshop-ის დებიუტის შემდეგ, საქორწილო კოლექციით მალევე გამოჩნდა H&M-იც. რაც ყველაზე მთავარია, ბრენდის მიერ შექმნილი საქორწილო კაბები ყველაზე მაღალი ხარისხის ქსოვილით იქმნება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. გარდა ამისა, მათი სტილი ძალიან თავისუფალი და ორიგინალურია. 

H&M-ის მიერ შექმნილი საქორწინო კაბები, რომლებსაც ძალიან ხელმისაწვდომი ფასი აქვს

როგორც გავაცნობიერეთ, ექსკლუზიური კოლექციის ნაწილი ანუ მისი პრემიუმ ხაზი, განსაკუთრებული რესურსით იქმნება და სავარაუდოა, რომ სულ მცირე მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, ნებისმიერი პატარძალი მოისურვებს მათ ტარებას. 

საქორწილო კაბების ხაზი ძირითადად წულისგან იქმნება. ეს ხაზი გამორჩეულია სისადავით და ზედმეტი დეტალებისგან თავისუფალია. სწორედ ეს გახლავთ ამ კაბების განსაკუთრებულობაც. აღმაფრთოვანებელია მათი ფასიც, ვინაიდან სხვა საქორწილო ბრენდების კაბებთან შედარებით, H&M-ის კაბები საკმაოდ ხელმისაწვდომია - £199.99 -მდე მერყეობს. 

საბედნიეროდ, მათთვის, ვინც ქორწილს არ აპირებს ან უკვე დაქორწინებულია, ბრენდის კოლექციაში საკმაოდ ბევრ ისეთ ტანსაცმელსაც წავაწყდებით, რომელთა შეძენაც, საკუთარი გარდერობისთვის, ეჭვგარეშეა, ყველას მოგვინდება. 

H&M-ის მიერ შექმნილი საქორწინო კაბები, რომლებსაც ძალიან ხელმისაწვდომი ფასი აქვს

ეს ვარდისფერი კაბა ჩვენი ზაფხულის ნებისმიერ დღეს გაალამაზებს და მეტიც, არატრადიციული საქორწილო ვიზუალის მოყვარულებს, შეუძლიათ ქორწილის დღესაც მოირგონ. 

H&M-ის მიერ შექმნილი საქორწინო კაბები, რომლებსაც ძალიან ხელმისაწვდომი ფასი აქვს

რაც შეეხება ამ ულამაზეს ყვითელ კაბას, იგი გაჯერებულია ისეთი სადა დეტალებით, რომ მისი მორგება ნებისმიერი საღამოსთვის მიზანშეწონილია. ასევე, შესანიშნავია, მეორე ქორწინებისთვის. 

H&M-ის მიერ შექმნილი საქორწინო კაბები, რომლებსაც ძალიან ხელმისაწვდომი ფასი აქვს

შეუძლებელია, კოლექციიდან არ გამოვარჩიოთ ყველა დროის ყველაზე ლამაზი პიჯაკი, რომელიც ნებისმიერი საქმიანი ქალბატონის გარდერობს გაალამაზებს. 

H&M-ის ეს უახლესი კოლექცია არის დემონსტრირება იმისა, თუ როგორ შეიძლება საუკეთესო სტილი იყოს დახვეწილი, ნაზი, თვალისმომჭრელი და ყურადღების ღირსი. ასევე, დასტურია იმისა, რომ ყველა ქალს შეუძლია მისთვის სასურველ დროს გამოიყურებოდეს განსაკუთრებულად. 

H&M-ის აღნიშნული კოლექცია გაყიდვაში 20 აპრილიდან ჩაეშვება. ბრენდის ქართველი თაყვანისმცემლებისთვის კი კარგი ამბავი ის გახლავთ, რომ სულ მალე H&M საქართველოშიც შემოვა და შეავსებს თქვენს დახვეწილ გარდერობს!



cosmopolitan.com