სისხლის ჯგუფები ის თემაა, რომელიც მუდამ ძალიან ბევრ კითხვას ბადებს და რომელიც მუდმივად კვლევის საგანია. რეზუს უარყოფითი სისხლის ჯგუფზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ამ ჯგუფს არ აქვს რეზუსის ფაქტორი, ანუ ანტიგენები, რომლებიც სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე არსებულ ცილის მოლეკულებს წარმოადგენენ. ამ ჯგუფის სისხლში არ არის ანტისხეულები, რომლებიც ასევე სისხლის პლაზმაში შემავალი ცილებია.
- არსებობს მოსაზრება, რომ რეზუს უარყოფითი სისხლის ჯგუფი "სხვა ადამიანებს" აქვთ, რომ იგი დედამიწაზე გარესამყაროდან მოხვდა.
- ყველაზე უცნაური მოსაზრებები, რაც რეზუს უარყოფითი სისხლის მქონე ადამიანების შესახებ მოგვისმენია, ის არის, რომ ისინი დაცემული ანგელოზები იყვნენ ან კოსმოსის სიბნელიდან მოსული უცხოპლანეტელები. ფაქტი ერთია, ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები, მართლაც უნიკალურები არიან.
მათი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ ადამიანებს აქვთ საშუალება გახნდნენ ნებისმიერი ადამიანის დონორი. მიუხედავად იმისა, რომელი ჯგუფის სისხლის მქონეა ადამიანი, რომელსაც სისხლი სჭირდება. რეზუს უარყოფითი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები მსოფლიო მოსახლეობის 15% პროცენტს შეადგენენ და მათი უმრავლესობა ჩრდილოეთ ევროპაში გვხვდება.
სიმართლე კი ის არის, რომ ადამიანის სისხლის ნებისმიერ ჯგუფს სხვადასხვა ანტისხეულები და ანტიგენები გააჩნია. მაგალითად:
სისხლის ჯგუფები ABO სისტემით დგინდება.
- A ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანს სისხლის წითელ უჯრედზე/ერითროციტზე A ანტიგენი აქვს, პლაზმაში კი ანტი-B ანტისხეულები
- B ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანს აქვს B ანტიგენი, ანტი- A ანტისხეულებთან ერთად
- O ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანს ანტიგენები საერთოდ არ გააჩნია, თუმცა პლაზმაში ანტი- A და ანტი- B ანტისხეულები აღინიშნება
- AB ჯგუფის სისხლის მქონეადამიანს ორივე (A და B) ანტიგენი აქვს, თუმცა ანტისხეულები არა.
მეცნიერები ამ ეტაპზე დაკავებულები არიან იმის გამოკვლევით, თუ საიდან მოდის ადამიანთა ის შტო, რომელთაც რეზუს უარყოფითი სისხლის ჯგუფი აქვთ. მათი ვარაუდით, 350 000 წლის წინ, კონკრეტულ ტომებსა და ადამიანთა ჯგუფებში ხდებოდა სისხლის ჯგუფების სხვადასხვაგვარად ფორმირება.
ამჟამად დადგენილია, რომ ევროპელების უმრავლესობა წარმოადგენს იმ ადამიანებს, რომლებიც, სამყაროში რეზუს უარყოფითი სისხლის ჯგუფის მქონე 15%-ანი ჯამური რაოდენობიდან, ყველაზე მეტნი არიან. 3% გვხვდება აფრიკელებსა და ამერიკელებში. მხოლოდ 1% აზიაში.
სისხლის ეს ჯგუფი კიდევ უფრო მისტიკური გვეჩვენება მაშინ, როცა ამ ჯგუფის მქონე ორსულ ქალებზე მიმდინარეობს დაკვირვება. მათ ძალიან ბევრი სირთულეს გადალახვა უწევთ ორსულობის პერიოდში და თითქმის არ გვხვდება შემთხვევა, რომ რეზუს უარყოფითის მქონე დედას რეზუს დადებითის მქონე ჩვილი უჩნდებოდეს. გარდა ამისა, მათთვის, საკმაოდ რთულია ნაყოფის შენარჩუნებაც.
უცნაურია, რატომ ებრძვის ქალის სხეული მის განსაკუთრებულ შესაძლებლობას შვას ახალი სიცოცხლე?
ამ დაკვირვებების შედეგად, შედარებით ახალი ვარაუდი გაჩნდა, რომლის მიხედვით, უარყოფითი სისხლის ჯგუფი დაკავშირებულია უცხოპლანეტელებთან. ამის არგუმენტად ისიც მოჰყავთ, რომ ყველა ადამანი, ვინც, სავარაუდოდ, უცხოპლანეტელების მიერ იყო გატაცებული და გაუჩინარებული, რეზუს უარყოფითი სისხლის ჯგუფის მატარებელი იყო.
როგორ ფიქრობთ, შეიძლება სისხლი იყოს ევოლუციონერი ადამიანების დაკარგული და საიდუმლოებით მოცული გასაღები?
თემები: ქალი, ცხოვრება, სისხლის ჯგუფი, უცხოპლანეტელი, რეზუს უარყოფითი, კოსმოსი
<a href="dailyoccupation.com">dailyoccupation.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია