რა ხდება მაშინ, როცა გიჟური სასიყვარულო ურთიერთობა სრულდება და ახალ „კარგ ბიჭს“ ხვდებით
- 28.04.2017
სამწუხაროდ, ზოგჯერ გიჟური სასიყვარულო ურთიერთობა განშორებით სრულდება. თქვენ დამოკიდებული ხართ პარტნიორზე და ეს ურთიერთობა ნარკოტიკივით არის. შესაბამისად, მისი დასრულება საშინლად მოქმედებს თქვენს ემოციებზე.
მაგრამ ერთ დღესაც ხვდებით ვიღაც სხვას, სასიამოვნო მამაკაცს და აღმოაჩენთ, რა ნეგატიურად მოქმედებდა თქვენზე წარსული ურთიერთობა.
აი, რა ხდება როცა ვიღაც სხვას ხვდებით:
1. პირველ რიგში, გაქვთ საშინელების მოლოდინი - წარსული ურთიერთობის შემდეგ აღარავის ენდობით, საკუთარ თავსაც კი. თვლით, რომ თქვენი ყველა ურთიერთიობა წარუმატებელი იქნება. გარკვეული დროის განმავლობაში მიგაჩნიათ, რომ კარგი ბიჭები არ არსებობენ.
2. ყველაფერზე გადაჭარბებით ბევრს ფიქრობთ - ფიქრობთ, რომ ყველას გარკვეული მოტივები აქვს თქვენტან დასაახლოებლად. აღარ გჯერათ ადამიანის წესიერების და არ ენდობით მათ სიტყვებს და მართლაც კარგ ადამიანებს ეჭვის თვალით უყურებთ იმ ერთის გამო, რომელმაც იმედი გაგიცრუათ. აუცილებლად აუხსენით „ახალ ბიჭს“რატომ ფიქრობთ ასე, რამ მიგიყვანათ ამ დასკვნამდე.
3. ფიქრობთ, რომ ის იმდენად კარგია, შეუძლებელია ნამდვილი იყოს - თქვენ ელოდებით რომ ერთ დღეს ისიც იმედს გაგიცრუებთ, მაგრამ ყოველ დღე „ის“ უბრალოდ ადასტურებს, რომ ისევ ისეთი ადამიანია, როგორიც პირველ დღეს იყო. არ აჩენს თქვენში ეჭვის მიზეზს, მაგრამ მწარე გამოცდილების გამო მაინც ვერ ენდობით.
4. ყველაფრის მიუხედავად, მას იშორებთ - გეშინიათ ახალის და კარგის, იმიტომ რომ გეშინიათ მისი დაკარგვის. აღარ გინდათ, გული გეტკინოთ და ამიტომ მას იშორებთ, თუმცა მალე მიხვდებით, რომ შეცდომა დაუშვით და რომ ის არ ჰგავდა თქვენს ძველ სიყვარულს.
5. ელოდებით ჩხუბს - ელოდებით რომ გეჩხუბებათ, მაგრამ ამის ნაცვლად იღებთ მხოლოდ განმარტებებს, ახსნასა და წყნარსაუბარს. აანალიზებთ, რომ ნორმალური ადამიანები უმნიშვნელო რამეზე არ გარბიან, რომ ჯერ საუბრობენ, ყველაფერს გაარკვევენ და შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას.
6. ძალიან ბევრჯერ უხდით ბოდიშს - ის გეკითხებათ რატომ უხდით ბოდიშებს. ის ხედავს ტკივილს თქვენს თვალებში, რომელიც ვიღაცამ დატოვა. ის ხედავს, რომ გული გატეხილი გაქვთ და ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ კარგად გახდეთ.
7. და ეუბნებით, რომ უკეთესად იქნება თქვენ გარეშე - ფიქრობთ და ეუბნებით კიდეც, რომ უკეთესად იქნება თქვენ გარეშე. სიმართლე კი ისაა, რომ მას შეუძლია თქვენი ცხოვრებაშეცვალოს და ფერადი გახადოს. რა თქმა უნდა, გეშინიათ რომ კვლავ შეიყვაროთ, გეშინიათ, რომ ვინმეს თქვენთან დაახლოების უფლება მისცეთ. ნუ დანებდებით! გახსოვდეთ, რომ ყველა ერთნაირი არ არის.
8. თანხმდებით მასთან ურთიერთობას - ბოლოს თანხმდებით მასთან ურთიერთობას, თავსაც კომფორტულად გრძნობთ, მაგრამ არ ცდილობთ მის შეყვარებას. ეს შეცდომაა, აუცილებლად უნდა სცადოთ და ყველაფერი გააკეთოთ ამისთვის.
9. ენდობით - დგება მომენტი, როცა მას ყველაფერს უყვებით, რა მოხდა რეალურად, მომენტი, როცა ის ყველაზე ახლობელი ადამიანი ხდება. აღმოაჩენეთ მასში თანაგრძნობას და ნახავთ, რომ კიდევ უფრო ახლობელი ხდება თქვენთვის.
10. და ბოლოს, თქვენ ისწავლით, რა არის ნამდვილი სიყვარული - გაიგებთ, რომ ურთიერთობისა და სიყვარულის სტანდარტები, რომლებიც დააწესეთ სინამდვილისგან ძალიან შორს არის. მიხვდებით, რომ სიყვარულმა არ უნდა დაგაზარალოთ, არ უნდა დაგამციროთ. სიყვარულმა არ უნდა გაგტეხოთ და დაგამსხვრიოთ.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="http://thoughtcatalog.com">http://thoughtcatalog.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია