წარმატებული ზაფხულის შემდეგ Wizz Air ავიაციის სფეროს პარტნიორებთან ერთად ზრუნავს, რომ ზამთრის სადღესასწაულო სეზონზე მგზავრები დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ და დროულად მივიდნენ.
Wizz Air ისტორიაში ამ ზამთარს ყველაზე მეტ ფრენას შეასრულებს. ავიაკომპანია დატვირთული სეზონისთვის მზადაა. სადღესასწაულო პერიოდამდე ავიაკომპანია აეროპორტებთან, მიწისზედა მომსახურების ჯგუფებთან და საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურებთან ერთად ემზადება, რათა ზამთრის პირობებშიც რეისები მაქსიმალურად შეუფერხებლად შესრულდეს.
თოვლი, ქარბუქი და გაუარესებული მეტეოროლოგიური მდგომარეობა ზოგჯერ აეროპორტების მუშაობას ანელებს, გაფრენას კი მეტი დრო სჭირდება. Wizz Air და მისი პარტნიორები მზადებას ერთობლივად გეგმავენ, რათა მგზავრები, რაც შეიძლება, ნაკლებად შეფერხდნენ.
ზაფხული Wizz Air-ისთვის წარმატებული იყო: 2026 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით ავიაკომპანიამ,გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%-ით მეტი რეისი შეასრულა, გაუქმებული ფრენების რაოდენობა კი მნიშვნელოვნად შემცირდა.
„ოჯახთან და მეგობრებთან მიფრინავთ თუ წლის ბოლოს მზიან ქვეყანაში დასასვენებლად, კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს მოგზაურობა. ჩვენი გუნდები სადღესასწაულო პიკისთვის მზად არიან და პარტნიორებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რომ დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ და დროულად ჩაგიყვანოთ. ჩასხდომისას მცირე დეტალებსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ თქვენს დახმარებას ვაფასებთ“, - განაცხადა სალვატორე გაბრიელე იმპერიალემ, Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა.
სადღესასწაულო პერიოდში მგზავრებს მეტი ზამთრის ტანსაცმელი და საჩუქრებით სავსე ხელბარგი აქვთ, ამიტომ ბარგის ზედა თაროები სწრაფად ივსება. სამი მარტივი რჩევა ყველას დაეხმარება, სწრაფად დაიკავოს ადგილი და რეისი დროულად გავიდეს:

- ზედა თაროზე ჯერ ბორბლებიანი ჩანთა მოათავსეთ. თუ დიდი ზომის ხელბარგი გაქვთ, ჯერ ის შეინახეთ და პალტო მხოლოდ ამის შემდეგ დაადეთ ზემოდან. პალტო ჩაცმულიც შეგიძლიათ გქონდეთ. გთხოვთ, გასასვლელი თავისუფალი დატოვოთ და ბორტგამცილებლების მითითებები გაითვალისწინოთ.
- მომცრო ჩანთა წინა სავარძლის ქვეშ მოათავსეთ. ასე ზედა თაროებზე დიდი ხელბარგისა და ზამთრის სამოსისთვის მეტი ადგილი დარჩება.
- პირდაპირ თქვენი ადგილისკენ გაემართეთ. ჩასხდომის ბარათზე მითითებულ ადგილას სწრაფად დაჯდომა თქვენ უკან მდგომ მგზავრებს გადაადგილებას გაუადვილებს. თუ ადგილის პოვნა გაგიჭირდათ, ბორტგამცილებელს მიმართეთ.
პორტატული დამტენები (Power Bank) ხელთ გქონდეთ. პორტატული დამტენები სალონში უნდა იქონიოთ, რათა თვალი ადევნოთ: შეინახეთ თქვენთან ან წინა სავარძლის ქვეშ მოთავსებულ ჩანთაში. ჩასაბარებელ ბარგსა და ზედა თაროზე მათი დატოვება დაუშვებელია, ფრენისას კი მათი გამოყენება და დამუხტვაც აკრძალულია.
აეროპორტში წასვლამდე Wizz Air მგზავრებს ურჩევს, გადაამოწმონ რეისის სტატუსი და ყურადღება მიაქციონ ავიაკომპანიის შეტყობინებებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზამთრის უამინდობაა მოსალოდნელი.
Wizz Air მგზავრებს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის და ამ ზამთარს ბორტზე შეხვედრას მოუთმენლად ელის.