LIFE

ცნობილი ადამიანები, რომლებიც თინეიჯერობის სიყვარულზე დაქორწინდნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც თინეიჯერობის სიყვარულზე დაქორწინდნენ

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების ჩამონათვალს, რომლებიც თავიანთ სიყვარულს სკოლის პერიოდში, თინეიჯერობის დროს შეხვდნენ და დაქორწინდნენ.

ზოგიერთი მათგანი დღემდე ქორწინებაშია, ზოგიც განქორწინდა, თუმცა საერთო შვილები ჰყავთ.

1. ემინემი და კიმ სკოტი - ისინი სკოლაში შეხვდნენ ერთმანეთს. ემინემი 15 წლის იყო, ხოლო კიმი 13-ის. კიმი და მისი ტყუპისცალი და ემინემთან და მის დედასთან ერთად ცხოვრობდნენ კიდეც თინეიჯერობის დროს.

ცნობილი ადამიანები, რომლებიც თინეიჯერობის სიყვარულზე დაქორწინდნენ

წყვილი ერთმანეთს ხვდებოდა. მათი გოგონა 1995 წელს დაიბადა. ემინემი და კიმი 1999 წელს დაქორწინდნენ, 2001 წელს განქორწინდნენ, ხოლო 2006 წელს კვლავ დაქორწინდნენ. სამწუხაროდ, მეორე დაქორწინებამაც არ გასტანა დიდხანს. წყვილი ქორწინებიდან 4 თვეში კვლავ განქორწინდა.

2. პაულა პატონი და რობინ თიკი - ისინი ერთმანეთს ლოს-ანჯელესის ერთ ერთ კლუბში შეხვდნენ. რობინი 14-ის, ხოლო პაულა 16 წლის იყო. ორი წლის შემდეგ წყვილმა სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო. 2005 წელს იქორწინეს, ხოლო 2014 განქორწინდნენ. ჰყავთ საერთო ვაჟი, ჯულიან ფუეგო თიკი, რომელიც 2010 წელს დაიბადა.

ცნობილი ადამიანები, რომლებიც თინეიჯერობის სიყვარულზე დაქორწინდნენ

3. ბონო და ალი სტიუარტი - ბონო თავის მომავალ ცოლს პირველად ირლანდიაში, დუბლინის ერთ-ერთ სკოლაში შეხვდა. წყვილმა 1982 წელს იქორწინა. ბონო 22-ის, ხოლო სტიუარტი 21 წლის იყო. მათ 4 შვილი ჰყავთ. 

ცნობილი ადამიანები, რომლებიც თინეიჯერობის სიყვარულზე დაქორწინდნენ

4. სნუპ დოგი და შანტე ტეილორი - სნუპ დოგი თავის მომავალ ცოლს კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში შეხვდა. წყვილი 1997 წელს დაქორწინდა, მაგრამ 2004 წელს ისინი განქორწინდნენ. 2008 წელს კვლავ დაქორწინდნენ. წყვილს 3 შვილი ჰყავს. 

ცნობილი ადამიანები, რომლებიც თინეიჯერობის სიყვარულზე დაქორწინდნენ

5. ბონ ჯოვი და დოროთა ჰარლი - ისინი ერთმანეთ სკოლაში შეხვდნენ. წყვილი საიდუმლოდ დაქორწინდა 1989 წელს და 4 შვილი ჰყავთ. 

ცნობილი ადამიანები, რომლებიც თინეიჯერობის სიყვარულზე დაქორწინდნენ

 6. მიშა კოლინსი და ვიქტორია ვანტოჩი - მიშა კოლინსი თავის მომავალ ცოლს მასაჩუსეთსის ერთ-ერთ სკოლაში შეხვდა. წყვილი 2001 წელს დაქორწინდა. მათ 2 შვილი ჰყავთ.

ცნობილი ადამიანები, რომლებიც თინეიჯერობის სიყვარულზე დაქორწინდნენ

7. ელიზაბეტ უორენი და ჯიმ უორენი - ელიზაბეტი სკოლისდროინდელ შეყვარებულზე ჯიმიზე დაქორწინდა 1968 წელს. წყვილი 1978 წელს განქორწინდა. 

ცნობილი ადამიანები, რომლებიც თინეიჯერობის სიყვარულზე დაქორწინდნენ

8. ჯეფ დენიელსი და კატრინ ტრეადო - ჯეფ დენიელსმა თავისი მომავალი ცოლი მიჩიგანის სკოლაში გაიცნო. წყვილს 2 შვილი ჰყავს. ისინი მაშინ დაქორწინდნენ, როცა ჯეფი 24 წლის იყო.

ცნობილი ადამიანები, რომლებიც თინეიჯერობის სიყვარულზე დაქორწინდნენ



<a href="http://www.ranker.com">http://www.ranker.com</a>