8 რჩევა – როგორ უნდა მოიქცეთ საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ
- 29.04.2017
მეცნიერების მტკიცებით დაშორების შემდეგ ყველაზე რთული პირველი ათი დღეა, შემდეგ კი იწყევა მეორე ეტაპი, როდესაც სამყაროს უნდა დაუბრუნდეთ. თუ როგორი დაბრუნდებით უკან ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. მთავარია გაითვალისწინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები.
1. გაწყვიტეთ მასთან ყველანაირი კონტაქტი. წაშალეთ ყვლა ფოტ და წერილი, რომელიც თქვენთვის მოუწერა.
2. ახალი კავშირისგან თავი შეიკავეთ. დაშორებისთანავე სხვა მამაკაცთან ახალი რომანის დაწყებას უმჯობესია სპორტის რომელიმე სახეობით დაკავდეთ, მაგალითად, ტანვარჯიშით ან მიმართოთ იოგას.
3. არავითარი ალკოჰოლი. სპირტიან სასმელებს სიკეთე არავისთვის მოაქვს; პრობლემის ერთი ადგილიდან მეორეზე უშედეგო გადაადგილების გარდა არაფერს მოგცემთ. რაც შეიძლება მეტი წყალი დალიეთ და შხაპის ქვეშ დიდხანს გაჩერდით.
4. არ გალანძღოთ. უფლება გაქვთ, ცოტა იწუწუნოთ, მაგრამ ისიც მსუბუქად და მხოლოდ ახლო მეგობრებთან. მასზე ცუდი არაფერი თქვათ, მხოლოდ ცუდი იფიქრეთ.
5. თქვენთვის საყვარელი საქმიანობით დაკავდით, რისთვისაც აქამდე ვერ მოიცალეთ. მიდით კურსებზე და შეისწავლეთ ახალი საქმე.
6. ტირილი დაშვებულია, თუ გსურთ, მთელი დღე იტირეთ. თან ცრემლებს სამკურნალო ძალა აქვს _ სიცოცხლის ხანგრძლივობას უზრუნველყოფს, კუჭის წყლულის გაჩენის რისკს ამცირებს და ტოქსინები გამოჰყავს.
7. ყოველ დილას და დაძინების წინ საკუთარ თავს გაუმეორეთ: „მე ვიმსახურებ დიდ სიყვარულსა და ბედნიერებას“. მალე მეგობრებთან ერთად მის „დასაფლავებას“ იზეიმებთ.
8. თქვენი სახით შექმენით ისეთი ადამიანი, რომელიც ყველასთვის მისაბაძი გახდება. ეცადეთ სამსახურში კარიერულად გაიზარდოთ, ეს თვითრწმენას კიდევ უფრო შეგმატებთ.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები, დაშორება
<a href="cosmo.ru">cosmo.ru</a>