LIFE

ადამიანები საქმეს უფრო დიდი ენთუზიაზმით აკეთებენ, თუ უფროსი ქალია - ახალი კვლევის შედეგი

ადამიანები საქმეს უფრო დიდი ენთუზიაზმით აკეთებენ, თუ უფროსი ქალია - ახალი კვლევის შედეგი

სოციალური კვლევების ორგანიზაციის, გელაპის ახალი კვლევის მიხედვით, ქალ მენეჯერებს მამაკაცებთან შედარებით უპირატესობა აქვთ. განსაკუთრებით კი თანამშრომლების მოტივაციის ამაღლების კუთხით.

კვლევის მიხედვით, თანამშრომლების 33% უპირატესობას ანიჭებენ ქალ ხელმძღვანელებს, ხოლო 25% აცხადებს, რომ ურჩევნიათ საქმე მამაკაცის ხელმძღვანელობით გააკეთონ.

ასევე, ქალი მენეჯერები, როგორც წესი, არიან უფრო ენთუზიაზმით სავსენი, როცა საქმე სამსახურს ეხება, ვიდრე მამაკაცები.

ადამიანები საქმეს უფრო დიდი ენთუზიაზმით აკეთებენ, თუ უფროსი ქალია - ახალი კვლევის შედეგი

41% ქალების ბოლომდე დაკავებულია და მთლიანად ჩართულია სამსახურის საქმეში, ხოლო ასე მამაკაცების მხოლოდ 35% იქცევა.

ამასთანავე კვლევის თანახმად, ქალები მამაკაცებზე გაცილებით უფრო ენთუზიასტები არიან და არ აქვს მნიშვნელობა ჰყავთ თუ არა მათ შვილები.

ადამიანები საქმეს უფრო დიდი ენთუზიაზმით აკეთებენ, თუ უფროსი ქალია - ახალი კვლევის შედეგი

როგორც კვლევაშია აღნიშნული, თანამშრომლები უფრო მეტად არიან ჩართულნი სამსახურის საქმეში (35%) თუ მათი უფროსი ქალია, ხოლო 25%-ია ჩართული თუ მათი უფროსი მამაკაცია.

ქალი მენეჯერები მამაკაცებთან შედარებით უფრო მეტად არიან მიმართულნი თანამშრომლების წახალისებაზე და მუშაობის პროცესში არიან უფრო კონსტრუქციულები. სწორედ ამიტომ, ადამიანთა უმეტესობას სურს, რომ მათი უფროსი ქალი იყოს.

ადამიანები საქმეს უფრო დიდი ენთუზიაზმით აკეთებენ, თუ უფროსი ქალია - ახალი კვლევის შედეგი



<a href="http://time.com">http://time.com</a>