LIFE

როგორ უნდა მოიქცე, თუკი რთული პერიოდი დაგიდგა

როგორ უნდა მოიქცე, თუკი რთული პერიოდი დაგიდგა

არსებობს მომენტები, როცა საქმის კეთება აღარ შეგიძლია – ამის არც მოტივაცია გაქვს და არც მოტივაციის გაჩენის სურვილი. შენ უარს ამბობ ყველანაირ ქმედებაზე. შესაძლოა, სტატიების კითხვა დაიწყო შენი ცხოვრების ამ რთული პერიოდიდან გამოსავლის ძიებაში, ან მეგობრებს თუ ახლობლებს ჰკითხო რჩევა.

შენ რობოტი არ ხარ. არ შეგიძლია ილაპარაკო დიდ მოტივაციაზე მაშინ, როცა მოტივაცია საერთოდ არ გაგაჩნია. ხანდახან ცხოვრების ხალისიც გეკარგება, არ შეგიძლია ყველაფრის გაკონტროლება, არც ის შეგიძლია, დილის 8 საათზე ადგე და სამსახურისთვის მოემზადო, იფიქრო საქმესა და ახალ იდეებზე.
ცხოვრების ეს პერიოდი ყოველთვის დიდ გაკვეთილად რჩება.

როგორ უნდა მოიქცე, თუკი რთული პერიოდი დაგიდგა

ხანდახან ვერ იქმნება ახალი რომანი, იმიტომ რომ არ არსებობს შთაგონების წყარო და მთავარი გმირი. ზოგჯერ სიყვარულიც მთავრდება, იმიტომ რომ ყველანაირი სიახლე ამოწურულია. რჩები მარტო საკუთარ თავთან – სევდიანი და უნუგეშო.

დამეთანხმები, ყველას გამოუცდია ცხოვრების მსგავსი პერიოდის სირთულე. ბევრისთვის არსებობს გასაგები მიზეზი, თუ რატომ შეიძლება იგრძნო თავი მარტოსულად ან სასოწარკვეთილად, მაგრამ შეეცადე, ცხოვრების ეს სტილი არასოდეს არ მიიღო, არ მისცე თავს უფლება, გადაჰყვე ამ ემოციებს.

ცხოვრების ცუდ პერიოდს აუცილებლად მოჰყვება საუკეთესო წუთები, გამოჩნდება სინათლე და ცხოვრების ახალი ხალისი დაიბადება.

როგორ უნდა მოიქცე, თუკი რთული პერიოდი დაგიდგა

შეეცადე, შეცვალო არსებული რეალობა. ამისთვის ყველა შესაძლებლობა გამოიყენე, ყოველი ახალი დღე იმედად მიგაჩნდეს. ნუ მოუსმენ ხალხს და მათ რჩევებს, ნურც ახალი მოტივაციის გაჩენას დააძალებ საკუთარ თავს - ის ისედაც მოვა, თავისით. ბარიერებს დააკვირდი და მათი გადალახვა გიხაროდეს, რადგან სირთულის დაძლევა უფრო გაგაძლიერებს.

თუ თავს მარტოსულად გრძნობ და მოტივაციის გარეშე დარჩი, ნუ მოუსმენ სხვებს, მხოლოდ საკუთარ თავს უსმინე და ცოტა ხანი აკეთე ის, რაც შენ გსიამოვნებს. მოტივაცია და სურვილი მალევე დაგიბრუნდება, როცა დაისვენებ და განსჯის უნარი დაგიბრუნდება. ერთ მშვენიერ დილას გაიღვიძებ და მიხვდები, რომ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

როგორ უნდა მოიქცე, თუკი რთული პერიოდი დაგიდგა