სილამაზე

თმის ცვენის 10 წარმოუდგენელი მიზეზი

თმის ცვენის 10 წარმოუდგენელი მიზეზი

თმის ცვენა ყველა ასაკის და სოციალური ფენის წარმომადგენელი ქალის პრობლემაა — უბრალო ადამიანების მსგავსად, ამით ბევრი ვარსკვლავიც იტანჯება: ყველას გვახსოვს პაპარაცების მიერ გადაღებული ნაომი ქემპბელის ფოტო, სადაც ვარსკვლავს პირდაპირი მნიშვნელობით სკალპი უჩანდა. InStyle-თან საუბრისას სკანდალური განცხადება გააკეთა კირა ნაითლიმაც: „ყოველ ახალი ფილმში გადაღებისას თმის შეღებვა სხვადასხვა ფერად მიწევდა. თითქმის ყველანაირი ფერის თმა მქონია, რასაც კი ოდესმე წარმოვიდგენდი. ამან ძირები საშინლად დამიზიანა და ცვენა დამეწყო. 5 წლის განმავლობაში პარიკებით დავდიოდი!“ თუმცა, ნაითლი ქალიშვილმა გადაარჩინა — როდესაც ედიზე ორსულად იყო, შენიშნა, რომ თმის ამოსვლა დაეწყო და ნელ-ნელა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.

თმის ცვენის 10 წარმოუდგენელი მიზეზი

თმის ცვენა შესაძლოა სტრესით, ჰორმონალური დისბალანსით, ხშირი შეღებვით, მრავალფეროვანი ვარცხნილობებით, დეპრესიით და დიეტებით იყოს გამოწვეული. სავარაუდოდ, არ არსებობს ქალი, რომელსაც აბაზანის ფილტრიდან თმების ბღუჯა არ ამოუღია ან გაცვენილი თმა საშხაპის კედლებზე არ შეუნიშნავს. თანაც, ეს პრობლემა მხოლოდ გარკვეული ასაკის შემდეგ არ იჩენს თავს — 20 წლის ასაკის ბევრ ქალსაც აწუხებს, რომლებსაც ავტოიმუნური დაავადება ან ცვენისადმი გენეტიკური მიდრეკილება აქვთ.

თუმცა, ამ სერიოზული მიზეზების გარდა, თმის ცვენას ყოველდღიური რუტინული მოქმედებებიც იწვევს, რომელთა შესახებ, სავარაუდოდ, არც კი გსმენია! მართალია ასეთი გზით გამოწვეული ცვენა საგანგაშო არ არის, როგორც ზემოთ ნახსენები დაავადებების ან გენეტიკური განწყობის შემთხვევაში, თუმცა აუცილებლად საყურადღებოა. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის პროფესორი ჯერი შაპირო და კლინიკა Philip Kingsley-ს ტრიქოლოგი — ელიზაბეთ ქიუნან ფილიპსი თმის ცვენის გამომწვევ გასაოცარ ფაქტებს გვაცნობენ:

თმის ცვენის 10 წარმოუდგენელი მიზეზი

10. ჰორმონალური კონტრაცეპტივები — მათ გარკვეულ სახეობებს შენი ორგანიზმი სწორედ თმის ცვენით პასუხობს. ასეთ დროს, როგორც წესი, ცვენა დროებითია, თუმცა თუ გენეტიკური მიდრეკილება გაქვს, შეიძლება გაცვენილი თმა აღარასოდეს ამოგივიდეს.

თმის ცვენის 10 წარმოუდგენელი მიზეზი

9. ექსტრემალური დიეტა — ფილიპსის ზოგ პაციენტს, რომლებიც დეტოქსიკაციის პროცედურას მიმართავდნენ ან წონის სწრაფად დასაკლებად მხოლოდ ხილის წვენებით იკვებებოდნენ, დიეტიდან 2-3 თვეში თმის ცვენა დაეწყოთ. ეს მოვლენა დიეტას დაუყოვნებლივ არ მოჰყოლია, თუმცა ფილიპსი განმარტავს, რომ ის ორგანიზმისათვის კალორიების შეზღუდვამ და შედეგად მკვებავი ელემენტებისგან გამოფიტვამ გამოიწვია: „როდესაც ორგანიზმი საჭირო ელემენტებისგან დაიცალა,

სისტემა იძულებული გახდა, ენერგიის მარაგი სწორედ თმისთვის მოეკლო: ამ შემთხვევაში, ყველაზე უმნიშვნელო ქსოვილად სხეულმა თმა და ფრჩხილები ჩათვალა.“

თუმცა, პროფესორები აქვე აღნიშნავენ, რომ ორგანიზმის გამოფიტვით გამოწვეული თმის ცვენა დროებითია და ფოლიკულებს არ აზიანებს.

თმის ცვენის 10 წარმოუდგენელი მიზეზი

8. თავის იშვიათად დაბანა — ნუ დაგეზარება ბანაობა! ზოგიერთ ქალს ჰგონია, რომ თმის ხშირი დაბანა ცვენას იწვევს, პროფესორ შაპიროს განცხადებით, დღეში ერთხელ ბანაობა პრობლემა სულაც არაა; ფილიპსი კი აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანი საკუთარი თმის ტექსტურის და ტიპის მიხედვით უნდა მოქმედებდეს და ამასთანავე, ცვენა სკალპის რომელიმე სახის ანთებამ — ქავილმა, აქერცვლამ ან გაღიზიანებამაც შეიძლება გამოიწვიოს. ფილიპსი ასევე გვაფრთხილებს, აუცილებლად დავიბანოთ თავი ვარჯიშის შემდეგ: „თუ გაოფლიანება გიწევთ, სკალპი აუცილებლად უნდა გაიწმინდოს“ — აცხადებს ის.

7. რეგულარულად მჭიდრო ვარცხნილობების ტარება — თმის ცვენის უდიდესი პრობლემის წინაშე, სწორედ სპეციალური ვარცხნილობების გამო ბალერინები დგანან. ფოლიკულებს საგრძნობლად აზიანებს ვარცხნილობები: მჭიდრო „ცხენის კუდი“, „ხახვი“ და აფრიკული ნაწნავები. მოკლედ, გააკონტროლე, რომ ვარცხნილობა რეგულარულად არ გიჭერდეს.

თმის ცვენის 10 წარმოუდგენელი მიზეზი

6. ხანგრძლივი სტრესი — არ იგულისხმება სამსახურში მძიმე კვირა ან უბრალოდ ნეგატიური დღე. თმის ცვენა უფრო გრძელვადიანი სტრესული პირობების შედეგად ვლინდება: მაგალითად — განშორების, ტრავმის, კარიერული მოძრაობების დროს. კორტიზოლი გავლენას ახდენს თმის ძირების დასუსტებასა და ცვენაზე; თანაც, ფილიპსის განამრტებით, ძლიერი სტრესის პირობებში სრულფასოვნად არ ვიკვებებით, ორგანიზმისთვის საჭირო ელემენტების დეფიციტი კი რაც თავის მხრივ თმის ცვენას იწვევს.

თმის ცვენის 10 წარმოუდგენელი მიზეზი

5. ძლიერი მენსტრუალური სისხლდენები — უშუალოდ მენსტრუაცია თმის ცვენას არ იწვევს, თუმცა ორგანიზმი დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვით რკინის მარაგებისგან იცლება, რაც თმის ძირების შესუსტებას განაპირობებს. გახსოვდეს: ორგანიზმში რკინის ბალანსი ყველა ასაკის ქალისთვის მნიშვნელოვანია.

თმის ცვენის 10 წარმოუდგენელი მიზეზი

4. ექიმის მიერ გამოწერილი ზოგიერთი პრეპარატის რეგულარულად მიღება — ფილიპსი აღნიშნავს, რომ მის პაციენტებს კუჭის მჟავიანობის მარეგულირებელი წამლების მოხმარების შედეგად თმის ცვენა დაეწყოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კუჭის ყველა წამალი თმის ცვენას გამოიწვევს. თანაც, სხვადასხვა ადამიანის ორგანიზმი ამა თუ იმ პრეპარატის მიმართ ინდივიდუალურია. ამიტომ, თუ თმის ცვენა რეგულარულ ხასიათს იღებს და წამლების გარდა ამ მოვლენას სხვა ფაქტორებს ვერ დააბრალებ, ექიმს მიმართე და სთხოვე, დანიშნულება შეგიცვალოს.

3. თმის გამაშრობელი და გასასწორებელი მოწყობილობების ხშირი მოხმარება — იგულისხმება თმის დასახვევი ან გასასწორებელი უთო და ფენი. შენს თმას გარკვეული სიმხურვალის ატანა შეუძლია, თუმცა ქრონიკული გამოშრობა მას საბოლოოდ მტვრევადს ხდის. თუ ამ მოწყობილობებს რეგულარულად იყენებ, აუცილებლად მოიმარაგე თმის მატენიანებელი საშუალებებიც.

თმის ცვენის 10 წარმოუდგენელი მიზეზი

2. სველ თმაზე ცხელი უთოს დადება — როდესაც თმის დახვევას ან გასწორებას სველ მდოგმარეობაში ცდილობ, ღერები სხვადასხვა ადგილებში ჰაერით ივსება და „ბუშტების ეფექტი“ წარმოიქმნება — თმის ღერის ერთგვაროვანი ზედაპირი ამოიბურცება. საბოლოო ჯამში, თმა მტვრევადი ხდება და მასთან ერთად შეიძლება სკალპიც დაგიზიანდეს.

1. თმის ქიმიური პროცედურები — დასახვევი ან გასასწორებელი ქიმიური პროცედურები საბოლოოდ შენი თმის სტურქტურაასაც აზიანებს და ცვენასაც იწვევს. გაარკვიე, შენი სტილისტი პროდუქციას სწორად მოიხმარს თუ არა და ინსტრუქციაში გადაამოწმე, რა სიხშირითაა მისი მოხმარება ნებადართული.



წყარო: <a href="http://www.cosmopolitan.com/style-beauty/fashion/a61005/hair-loss-causes/">COSMOPOLITAN.COM</a>, <a href="http://www.cosmopolitan.co.uk/beauty-hair/celebrity-hair-makeup/news/a45427/keira-knightley-hair-loss/">COSMOPOLITAN.CO.UK</a>