LIFE

10 რამ, რასაც თავი უნდა დაანებოთ, თუ გსურთ რომ მილიონერი გახდეთ

10 რამ, რასაც თავი უნდა დაანებოთ, თუ გსურთ რომ მილიონერი გახდეთ

მილიონერი სტივ სიბოლდი ამბობს, რომ პოტენციურად ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს მილიონერი, ყველა ჩვენგანში არის რაღაც, რასაც შეუძლია მილიონერად გვაქციოს.

სიბოლდის თქმით, წარმატება ცხოვრებაში უბრალოდ არ გამოჩნდება. თუ გსურთ, რომ გახდეთ მილიონერი, შანსები არის, თუმცა ამისთვის ცხოვრების წესი უნდა შეიცვალოთ და მსხვერპლი გაიღოთ.

სტივ სიბოლდი გვთავაზობს ჩამონათვალს - 10 რამ, რასაც თავი უნდა დაანებოთ, თუ მილიონერობა გსურთ:

10 რამ, რასაც თავი უნდა დაანებოთ, თუ გსურთ რომ მილიონერი გახდეთ

1. ნუ იქნებით მცირედით კმაყოფილი - მასების მთავარი საზრუნავია, იშოვონ გადარჩენისთვის საკმარისი ფული. ადამიანები არ არიან ამბიციურები, ისინი მცირედით კმაყოფილდებიან. ნუ შეგეშინდებათ ამბიციური მიზნების. რეალურად, საშუალო ადამიანს აქვს ყველაფერი რაც სჭირდება უფრო მეტი ფულის გამოსამუშავებლად, თუმცა ისინი არ ფიქრობენ ისე, როგორც მდიდრები.

2. აქცენტს აკეთებთ ფულის დაზოგვაზე - ერთი შეხედვით, ეს კარგია, მაგრამ თუ ფოკუსირებას მხოლოდ ფულის დაზოგვაზე ახდენთ, მილიონერი ვერ გახდებით. მდიდარი ადამიანი არ ფლანგავს ფულს და ამავდროულად, ის ორიენტირებულია, უფრო მეტი ფულის შოვნაზე.

3. ხელფასი - ადამიანთა უმეტესობა ხელფასით ცხოვრობს. ამიტომ ისინი ვერ მდიდრდებიან. მდიდარი ხდება ის ადამიანი, რომელიც თვითდასაქმებას მიმართავს, საკუთარ საქმეს წამოიწყებს.

4. მოქნილი ვადები - ფული უბრალოდ არ გამოჩნდება. თუ გსურთ რომ იყოთ მდიდარი, უნდა გქონდეთ მკაფიო მიზანი, კონკრეტული გეგმა და ვადები. თუ ვადებს „გაწელავთ“, თქვენი გამდიდრება დაიგვიანებს.

5. გართობა - მდიდარი ადამიანი არის განათლებული, ჭკვიანი. მას არ აქვს დრო გართობისთვის. მანიცის ცოდნის ძალა. მდიდარი ადამიანის სახლში თვალშისაცემია მისი მდიდარი ბიბლიოთეკა. ის ყოველთვის ზრუნავს თვითგანვითარებაზე და მას შემდეგაც კი, რაც უმაღლეს განათლებას მიიღებს, არ წყვეტს განათლების მიღებას.

მდიდრები კითხულობენ წიგნებს იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ უფრო წარმატებულები, საშუალო კლასის ადამიანები კი კითხულობენ გასართობ ჟურნალებს, ყვითელ პრესას და რომანებს.

6. მომწამვლელი ურთიერთობები - უარი უნდა თქვათ ისეთ ურთიერთობებზე რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს თქვენზე. წარმატებულ ადამიანებს ურთიერთობა აქვთ წარმატებულ ადამიანებთან. „ჩვენ ვხდებით ისეთები, როგორ ადამიანებთანაც გვაქვს ურთიერთობა. ამიტომაცაა, რომ გამარჯვებულები იზიდავენ გამარჯვებულებს“, - წერს სიბოლდი.

7. ნოსტალგია - სიბოლდი ამბობს, რომ საშუალო ადამიანს, როგორც წესი, ენატრება წარსული. მდიდარი ადამიანი კი, დაკავებულია მომავალზე ფიქრითა და ოცნებით და არის ოპტიმისტი, ფიქრობს იმაზე, თუ რა იქნება მომავალში.

ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ საუკეთესო დღეები წარსულში დატოვეს, ვერასოდეს გახდებიან მდიდრები თავიანთი პესიმიზმის, უბედურების განცდისა და დეპრესიის გამო.

მილიონერები ადამიანები გახდნენ იმიტომ, რომ სურდათ ხორცი შეესხათ თავიანთი მიზნებისა და ოცნებებისთვის და უცნობ მომავალში კონკრეტული იდეებით შეიჭრნენ.

8. კომფორტულად ყოფნა - საშუალო ადამიანს სურს კომფორტულად ყოფნა მოცემულ მომენტში. მდიდარი კი ზრუნავს იმაზე, რომ კომფორტი მომავალში მოიწყოს.

მსოფლიო კლასის მოაზროვნეები გვასწავლიან, რომ გახდე ადრეულ ასაკში მილიონერი არ არის მარტივი და ეს შეიძლება პირველ ეტაპზე პირადი კომფორტისთვის დამანგრეველი იყოს. თუმცა პოტენციურმა მილიონერებმა იციან, რომ კომფორტულად იცხოვრებენ მომავალში.

9. შიში - საუკეთესო შედეგს ადამიანი იღებს მაშინ, როცა დაძლევს შიშს. თქვენში არანაირი შიში არ უნდა არსებობდეს. თუ არ გეშინიათ,ყველაფერს მარტივად მიაღწევთ. მხოლოდ ასე შეძლებთ წარმოუდგენელი და გიჟური ოცნებების ახდენას. პირველ რიგში, არ უნდა შეგეშინდეთ კომფორტის ზონის დატოვების. ასე მოიქცნენ ადამიანები, რომლებიც დღეს მდიდრები არიან.

10. მცირე მოლოდინები - საშუალო კლასის ფინანსური მოლოდინები დაბალია. მდიდარ ადამიანს კი, დიდი მოლოდინი აქვს და ის მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთვის.

„ვერ გახდები მდიდარი თუ მცირეს მოლოდინი გაქვს. ძველი სიბრძნე ამბობს, რომ შენ იღებ იმას, რისი მოლოდინიც გაქვს და გახსოვდეთ - ჩემპიონები არ ელოდებიან როდის მოხდება რაიმე, ისინი თავად მოქმედებენ და თავად ქმნიან მომავალს“, - წერს სიბოლდი.



<a href="http://www.cnbc.com">http://www.cnbc.com</a>