რომელი პროფესიებია საუკეთესო კარიერის ასაწყობად - ზოდიაქოს მიხედვით
- 16.05.2017

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
ძირითადი თვისებები: ენთუზიაზმი, კრეატიულობა, ყურადღება. აქვს ლიდერის თვისებები და კარგად შეუძლია დაკისრებული დავალების შესრულება.
საუკეთესო კარიერა: მეწარმე, გაყიდვების სფერო, კინო/ტელევიზია, ბროკერი, სამხედრო, სამაშველო სამსახურის თანამშრომელი.

კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
ძირითადი თვისებები: მშრომელია, მომენტებში ზედმეტად ლოიალური, ჯიუტი. შეუძლიათ რთული საქმეების კარგად გაძღოლა.
საუკეთესო კარიერა: ინჟინერი, კომპიუტერული პროგრამისტი, ტექნიკოსი, ადმინისტრაციული ასისტენტი.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
ძირითადი თვისებები: სისწრაფე აზროვნებაში, ჭკვიანი, მარტივად ადაპტირებადი. არ შეუძლია დიდხანს ერთი და იგივე საქმის კეთება. ცვლილებები სჭირდება.
საუკეთესო კარიერა: მედია, რეკლამა, მარკეტინგი, ჟურნალისტი/მწერალი, დისტრიბუტორი.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
ძირითადი თვისებები: მზრუნველი, ინტუიციური, შემოქმედებითი. უყვართ საკუთარ თავზე ბევრი საქმის აღება.
საუკეთესო კარიერა: უძრავი ქონება, ინტერიერის დიზაინი, ფსიქოლოგი, მასწავლებელი, თერაპევტი.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
ძირითადი თვისებები: საკუთარ თავში დარწმუნებული, ამბიციური, შემოქმედებითი, გულუხვი და დომინანტი. კარიერული თვალსაზრისით ყოველთვის მაღალ საფეხურზე დგას.
საუკეთესო კარიერა: მეწარმე, გართობის სფერო, პოლიტიკა, საზოგადოებასთან ურთიერთობა.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
ძირითადი თვისებები: დეტალებზე ორიენტირებული, ანალიტიკური, შრომატევადი, მყარი ფსიქიკით.
საუკეთესო კარიერა: რედაქტორი, ბუღალტერი, ინჟინერი, გრაფიკული დიზაინერი, ფლორისტი.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
ძირითადი თვისებები: დიპლომატი, მხატვრული, ინტელექტუალური, მგრძნობიარეა. იმიტომ რომ ზედმეტად მგრძნობიარეა ვერ ეგუება უფროსთან ერთად მუშაობას.
საუკეთესო კარიერა: არქიტექტორი, დიზაინერი, იურისტი, მრჩეველი.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
ძირითადი თვისებები: დინამიური, შემოქმედებითი, ძლიერი ნებისყოფის.
საუკეთესო კარიერა: ფსიქოლოგი, დიზაინერი, ადვოკატი, ჰუმანიტარული ორგანიზაციების ან საქველმოქმედო ფონდების ხელმძღვანელი.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ძირითადი თვისებები: ფილოსოფიური, ოპტიმისტური, პირდაპირი. საუკეთესო თანამშრომელია და ყოველთვის სამართლიანი.
საუკეთესო კარიერა: მეწარმე, ავიაკომპანიის პილოტი, სპორტული ინდუსტრია, პოლიციელი, ბორტგამცილებელი.

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
ძირითადი თვისებები: ამბიციური და ავტორიტარული. უკონკურენტოა, ნებისმიერ საქმეს ბოლომდე მიყვება.
საუკეთესო კარიერა: ფინანსები, ბიზნესის განვითარება/მართვა, ექიმი, მწვრთნელი.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
ძირითადი თვისებები: ანალიტიკური, ჭკვიანი.
საუკეთესო კარიერა: პროგრამული დეველოპერი, ვეტერინარი, მეცნიერი, ინჟინერი.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
ძირითადი თვისებები: თანაგრძნობის უნარი, ინტუიციური, მოქნილი და ზედმეტად მგრძნობიარე, როგორც აინშტაინი.
საუკეთესო კარიერა: მხატვარი, დიზაინერი, ფსიქოლოგი, გართობის სფერო, საქველმოქმედო ფონდები, ძაღლის მომვლელი.

თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, პროფესია, ჰოროსკოპი, კარიერა
<a href="https://thinkmarketingmagazine.com">https://thinkmarketingmagazine.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია