LIFE

15 წესი, რომელიც უნდა იცოდეთ, სანამ სამოგზაუროდ წახვალთ

15 წესი, რომელიც უნდა იცოდეთ, სანამ სამოგზაუროდ წახვალთ

1. ისწავლეთ რამდენიმე სასიამოვნო სიტყვა ადგილობროვების ენაზე - თუ მოგზაურობთ ისეთ ქვეყანაში, რომლის ენაც არ იცით, ისწავლეთ რამდენიმე სასიამოვნო სიტყვა ადგილობრივების ენაზე - დილა მშვიდობისა, საღამო მშვიდობისა, გამარჯობა, ნახვამდის, გეთაყვა, მადლობა და ა.შ. გირჩევთ აპლიკაციას Duolingo,რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სამეცადინოდ, სამოგზაუროდ წასვლამდე.

2. დიდი რაოდენობით ფულს ჯიბით ნუ ატარებთ - თან იქონიეთ მცირე რაოდენობის თანხა - 200-დან 300 დოლარამდე. აუცილებელი არ არის აეროპორტშივე გაცვალოთ ფული ადგილობრივ ვალუტაზე.

15 წესი, რომელიც უნდა იცოდეთ, სანამ სამოგზაუროდ წახვალთ

3. წინასწარ იცოდეთ საზღვარგარეთ რომელი ბანკომატით შეძლებთ სარგებლობას თქვენი ბარათიდან თანხის გამოსატანად.

4. შეიძინეთ ადგილობრივი ნომერი მობილური ტელეფონისთვის, სიმ ბარათი - თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას აეროპორტში. ნომერს გამოიყენებთ ადგილობრივებთან საურთიერთოდ. თუ ჯგუფთან ერთად მიდიხართ,ჯგუფის წევრებთან ერთად ასე უფრო მარტივად და იაფად შეძლებთ კომუნიკაციას.

5. ჩაიცვით შესაბამისად- რაიმე გაუთვალისწინებელი და უსიამოვნო შემთხვევის მსხვერპლი რომ არ გახდეთ, უნდა ჩაიცვათ ისე, როგორც ადგილობრივებს აცვიათ. მაგალითად, თუ აზიის ქვეყნებში მიდიხართ, მათთან ჩვენგან სრულიანდ განსხვავებული მოდაა და მოგიწევთ, ჩაცმის სტილით მათ დაემსგავსოთ.

15 წესი, რომელიც უნდა იცოდეთ, სანამ სამოგზაუროდ წახვალთ

6. შეინახეთ 50 დოლარი ფეხსაცმელში - თუ გაგქურდეს და საფულე მოგპარეს, ქუჩაში არ დარჩებით.

7. ნუ ატარებთ პასპორტს თან - შეგიძლიათ პასპორტის ასლი თან იქონიოთ, თუმცა პასპორტი სასტუმროში დატოვეთ. ამით დაზღვეული იქნებით მისი დაკარგვისგან.

8. წინასწარ გაარკვიეთ რა ღირს ტაქსით მგზავრობა აეროპორტიდან დანიშნულების ადგილამდე - ამით დაზღვეული იქნებით არაკეთილსინდისიერი მძღოლებისგან, რომლებიც ცდილობენ ტურისტებს უფრო მეტი თანხა გამოართვან. სანამ ტაქსიში ჩაჯდებით წინასწარ შეუთანხმდით ფასზე. 

15 წესი, რომელიც უნდა იცოდეთ, სანამ სამოგზაუროდ წახვალთ

9. ჩაჯექით ოფიციალურ ტაქსიში - ნუ ენდობით ნებისმიერს ვინც მანქანას გაგიჩერებთ და დანიშნულების ადგილზე მიყვანას შემოგთავაზებთ.

10. სცადეთ, დატოვოთ ტურისტული ზონა - არ იყიდოთ სამოსი იქ, სადაც ტურისტები ყიდულობენ, არ ჭამოთ იქ, სადაც ტურისტები მიირთმევენ. ტურისტები, როგორც წესი, იხდიან ბევრ ფულს და იღებენ საშინელ ხარისხს. 

11. ისეირნეთ თავდაჯერებულად და მოიქეცით ისე, თითქოს იცით სად მიდიხართ - გამოიყენეთ რუკა. ის დაგეხმარებათ მარტივად მიაგნოთ რესტორანს, მაღაზიას, სატუმროს თავად, სხვების დახმარების გარეშე. 

15 წესი, რომელიც უნდა იცოდეთ, სანამ სამოგზაუროდ წახვალთ

12. თავი აარიდეთ დემონსტრაციებსა და აქციებს.

13. მოერიდეთ პოლიტიკაზე საუბარს - მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკა თქვენი საქმე არ არის. უბრალოდ, ისიამოვნეთ მოგზაურობით.

14. თუ თავს დაუცველად და არაკომფორტულად გრძნობთ, იარეთ ისეთ სივრცეში, სადაც ბევრი ხალხია.

15 წესი, რომელიც უნდა იცოდეთ, სანამ სამოგზაუროდ წახვალთ

15. სანამ წახვალთ, წინასწარ გაეცანით, რომელია ამ ქვეყნაში საუკეთესო ადგილი დასათვალიერებლად. 



<a href="http://www.huffingtonpost.com">http://www.huffingtonpost.com</a>