სილამაზის გენიალური და მარტივი ხრიკები ქალებისთვის - იმისთვის, რომ ყოველ დღე სრულყოფილად გამოიყურებოდეთ
- 28.05.2017
ყველა ქალმა იცის, რა რთულია ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებოდეს და რამდენი დრო და ენერგია სჭირდება თავის მოვლას.
საბედნიეროდ, არსებობს მარტივი ხერხები, რომლებსაც შეუძლია ნებისმიერი ქალის ცხოვრება გაამარტივოს.
გთავაზობთ საუკეთესო მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც ისე გამოიყურებით, თითქოს საკუთარ გარეგნობაზე მილიონები დახარჯეთ.
1. წამწამების ტუში - წამწამების ტუში შეგიძლიათ გამოიყენოთ შეუღებავი თმის ძირების დასაფარად.
2. ბუნებრივი კულულები - ამისთვის არ არის საჭირო ბევრი წვალება. მისი გაკეთება თმის საშრობი ფენით შეგიძლიათ. გააკეთეთ ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. თმა უნდა იყოს ნოტიო და აცადეთ სანამ არ გაშრება, შემდეგ კი გაიშალეთ. თქვენ თმას ბუნებრივი ეფექტი ექნება.
3. ფანქარი გამოგადგებათ თმის დასახვევად - შემოახვიეთ თმის მცირე ნაწილი ფანქარს, ხოლო შემდეგ თმის გასასწორებელი უთო ჩამოატარეთ მასზე.
4. ფქვილი ცხიმიანი თმის წინააღმდეგ - ბევრი ქალი წუხს იმის გამო, რომ თმა სწრაფად უცხიმიანდება და ცოტამ თუ იცის რა მარტივია ამ პრობლემის გადაჭრა. თუ თმაზე წაისვმათ ჩვეულებრივ ხორბლის ფქვილს, თქვენი თმა აღარ გაცხიმიანდება.
5. კბილის ჯაგრისით შეგიძლიათ გაზარდოთ თმის მოცულობა - შეხედეთ ფოტოებს, ცვლილება აშკარაა.
6. ლავანდის ზეთის საშულებით წამწამები უფრო ხშირი და გრძელი გამოჩნდება - ლავანდის ორი წვეთი ზეთი დაამატეთ წამწამების ტუშს. ეს ხელს შეუწყობს წამწამების გამიჯვნას და ასევე ის უფრო გრძელი გამოჩნდება. ლავანდის ზეთი აჩქარებს თმის ზრდას და თქვენ სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ნახავთ, რომ თქვენი წამწამების სიგრძე რეალურადაც გაიზარდა.
7. მაკიაჟის ფუნჯს შეგიძლიათ ფორმა შეუცვალოთ თმის სამაგრების გამოყენებით - პროფესიონალური მაკიაჟის გაკეთება გსურთ, მაგრამ არ გაქვთ ყველანიარი ფუნჯი? ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეგიძლიათ. შეხედეთ ფოტოებს:
8. ასპირინით მოიშორებთ წითელ ლაქებს - ასპირინი კანს ხდის გლუვს და გეხმარებათ წითელი ლაქების მოშორებაში. ორი აბი ასპირინი დაფშვენით, დაასველეთ მცირე რაოდენობით წყალში, წაისვით სახეზე და ხუთ წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
9. თმის სპრეი - თმის სპრეი ხელს შეუშლის ფეხის სრიალს ფეხსაცმელში და შეგეძლებათ ჩაიცვათ ის ფეხსაცმელი, რომელიც ძალიან მოგწონთ, მაგრამ დისკომფორტს გიქმნიდათ.
თემები: თავის მოვლა, მაკიაჟი, სილამაზე ყველა ასაკში, ქალები, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია