ნანატრი სეზონის — ზაფხულის მოსვლა აღნიშვნას ნამდვილად იმსახურებს. გადავწყვიტეთ, რამდენიმე გემრიელი კოქტეილის რეცეპტი გაგიზიაროთ, რომლებიც ყველაზე არასტანდარტული ჯინით — Hendrick’s-ით მზადდება.
ჯინ Hendrick’s-ის იშვიათ საგემოვნო თვისებებს მსოფლიოში ყველაზე შემოქმედებითი ფორმულა განაპირობებს: მზადდება ვარდის და კიტრის ესენციების ბაზაზე, 11 სახის იშვიათ ინგრედიენტს შეიცავს და მისი გამოხდა 2 განსხვავებული მეთოდით მიმდინარეობს: ნაწილს ორთქლზე ხარშვის ტექნოლოგიით ხდიან, ნაწილს — დუღილის ტექნოლოგიით. რაც მთავარია, Hendrick’s-ის ჩამოსხმა აბსოლუტურად ხელნაკეთ პროცესს წარმოადგენს.
მაშ ასე: ისარგებლე სეზონით და მოამზადე კოქტეილები კენკრის და ვარდის გამოყენებით.
ვარდის და ჯანჯაფილის შამპუნი (Rose & Ginger Shampoo)
ინგრედიენტები: ჯინი — Hendrick’s-ი, ალუბლის ლიქიორი — Heering-ი, ვარდის წყალი (რომელიც საკვებ პროდუქტებში გამოიყენება), ლაიმის ახლადგამოწურული წვენი. შეურიე ინგრედიენტები გემოვნებით და შეავსე ტონიკ ginger ale-ით.
კიტრის და მარგალიტის კონდიციონერი (Cucumber & Pearl Conditioner)
ინგრედიენტები: ჯინი — Hendrick’s-ი, კიტრის ჰიდროზოლი, „მარგალიტის მტვერი“ (საკვების დეკორი, იგივე pearl dust), ვანილის სიროფი. შეურიე ინგრედიენტები გემოვნებით და შეავსე ცქრიალა ღვინით.
Hendrick’s & Tonic-ი
ჯინ-ტონიკი ზოგიერთისთვის ბანალურად ჟღერს, თუმცა მას სულ სხვა გემო აქვს, როდესაც ჯინი Hendrick’s-ია, კოქტეილის ჭიქაში კი კიტრის ნაჭრებიცაა მოთავსებული.
კოქტეილი ქალების მოსახიბლად (A Cocktail for Wooing Ladies)
ინგრედიენტები: 25 მლ Hendrick’s-ი, 4-6 ჟოლო, 25 მლ ლიჩის წვენი (Lychee Juice), 15 მლ ჟოლოს ან ვარდის ესენცია, ცქრიალა ღვინო.
თემები: Hendrick's, ჯინი, Hendrick's Gin, Hendrick's-ის კოქტეილები, საზაფხულო კოქტეილები, ზაფხული, გამაგრილებელი სასმელები, გამაგრილებელი კოქტეილები