1. გრძნობთ პირის სიმშრალეს
ტკბილი სითხეები გვაძლევენ დიდი პრობლემის მხოლოდ დროებით გადაწყვეტილებას. დასალევი წყალი აუცილებელია პირის ღრუსა და ყელის ლორწოვან გარსისთვის, რადგან ამ მონაკვეთზე დიდხანს ჩერდება და ატენიანებს.
2. მშრალი კანი გაქვთ
მშრალი კანი - ეს სრული გაუწყლობის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშანია, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს უფრო სერიოზულ პრობლემებთან. წყლის უკმარისობა ნიშნავს ოფლის უკმარისობას, რაც იწვევს ორგანიზმის უუნარობას გამოდევნოს ჭუჭყი და ზედმეტი ცხიმი.
3. ზედმეტ წყურვილს განიცდით
ეს ერთი და იგივე არ არის, რაც პირის სიმშრალე. ნებისმიერმა, ვინც ერთხელ მაინც იტანჯებოდა ნაბახუსევით, იცის, როგორია ეს - როცა გაღვიძებისთანავე წყურვილს ვერ იკლავ. ალკოჰოლის მიზეზით ხდება თქვენი სხეულის მთლიანი გაუწყლობა და ტვინი დაჟინებით გადასცემს სიგნალს - SOS.
4. გრძნობთ სიმშრალეს თვალებში
არასაკმარისი წყლის მიღების ნიშანია მშრალი, დასისხლიანებული თვალები. წყლის საჭირო რაოდენობის გარეშე თქვენი ცრემლსადინარები შრება. ამან შეიძლება ბევრი ზიანი მიაყენოს თვალებს, განსაკუთრებით თუ მუდმივად ატარებთ კონტაქტურ ლინზებს.
5. განიცდით სახსრების ტკივილს
ჩვენი სახსრები და ხრტილოვანი დისკების 80 % შედგება წყლისგან. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ ჩვენი ძვლები არ ეხახუნებოდეს ერთმანეთს ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, სახსრებს კი გააჩნდეს უნარი გაუძლონ მკვეთრი მოძრაობების შედეგებს - სირბილს, ხტუნვასა და უხერხულ ვარდნებს.
6. თქვენი კუნთოვანი მასა მცირდება
კუნთები ასევე ძირითადად შედგება წყლისგან. წყლის დალევა ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და შემდეგ საჭიროა არა მხოლოდ კომფორტული შეგრძნების შესანარჩუნებლად, არამედ იმისთვისაც, რომ შევამციროთ ფიზიკურ ვარჯიშებთან დაკავშირებული ანთებისა და ტკივილის ალბათობა.
7. ავადმყოფობა უფრო ხანგრძლივია
წყალი ეხმარება მუდმივად გამოიტანოს ტოქსინები ორგანიზმიდან. თქვენი ორგანოები მუშაობენ როგორც ერთიანი მექანიზმი, რათა გაფილტრონ უსარგებლო პროდუქტები, მაგრამ წყლის გარეშე მექანიზმი ვერ იმუშავებს როგორც საჭიროა. საბოლოოდ ორგანოები იწყებენ წყლის „ქაჩვას“, მაგალითად, სისხლიდან, რაც იწვევს ახალ პრობლემებს.
8. გრძნობთ დაღლილობასა და ძილიანობას
როცა სხეული „სესხულობს“ წყალს სისხლისგან, გაუწყლობა იწვევს ჟანგბადის უკმარისობას. ჟანგბადის უკმარისობა კი პირდაპირ იწვევს დაღლილობასა და ძილიანობას. ეს ნიშნავს, რომ დღითი დღე თქვენ უფრო სწრაფად დაიღლებით - და გრძელვადიან პერსპექტივაში ყავა არ გიშველით.
9. გრძნობთ შიმშილს
გაუწყლობის დროს ორგანიზმმა შეიძლება დაიწყოს შიმშილის სიგნალების გაგზავნა. მაგრამ საკვების მიღება აიძულებს თქვენს სხეულს იმუშაოს, ამ დროს წყალი კი წმენდს მას და ამარაგებს ორგანოებს „საწვავით“, რომელიც აუცილებელია დანარჩენი სხვა პროცესებისთვის.
10. გაგაჩნიათ კუჭ-ნაწლავის პრობლემები
ზემოთ უკვე ვახსენეთ, როგორი მნიშვნელოვანია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დატენიანება. ეს ეხება მთლიან კუჭ-ნაწლავის სისტემასაც. საჭირო დატენიანების გარეშე ლორწოს რაოდენობა და სიმკვრივე კუჭში მცირდება, რაც საშუალებას აძლევს კუჭის მჟავას მიაყენოს ზიანი თქვენ შინაგან ორგანოებს. ეს აუცილებლად იწვევს გულძმარვას და დიარეას.
11. ჩნდება ნაადრევი დაბერების ნიშნები
თუმცა ნაადრევი დაბერების ნიშნები უფრო აშკარაა გარეგნულად, ის ზიანი, რომელსაც გაუწყლობა აყენებს შინაგან ორგანოებს, საბოლოოდ კიდევ დიდი ხნის მანძილზე იგრძნობა. იმისათვის რომ შევამციროთ ამასთან დაკავშირებული რისკები, საჭიროა დავიცვათ წყლის მიღების რეჟიმი მთელი ცხოვრების მანძილზე.
12. თქვენ წაიკითხეთ სტატია ამ პუნქტამდე
თუ სტატია ბოლომდე წაიკითხეთ, შეიძლება გაიფიქრეთ: „ალბათ საკმარისს წყალს არ ვსვამ“. გაგიელვათ ასეთმა აზრმა? მაშინ დაიწყეთ ჭიქა წყლით ახლავე! ჯობია დალიოთ საჭიროზე მეტი, ვიდრე ნაკლები.
თემები: ჯანსაღი კვება, თავის მოვლა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რჩევები, წყალი, სტრესი
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია