სილამაზე

პირველი ქართული შიმერ ზეთი ეიფორია • Euphoria -სგან

პირველი ქართული შიმერ ზეთი ეიფორია • Euphoria -სგან

ეიფორია • Euphoria პირველი ქართული ბრენდია, რომელმაც ქართულ ბაზარზე მომხმარებლებისთვის ბიოლოგიურად სუფთა, ნატურალური, მცენარეულ ცხიმებზე დამზადებული თავის მოვლის საშუალებები და კოსმეტიკა შექმნა. ბრენდის გამოჩენის დღიდან, პოპულარობას არ კარგავს სააბაზანოს ბომბები და საპნები, რომლებიც ქართული ორგანული ნაწარმია და ძალიან ბევრი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. 

პირველი ქართული შიმერ ზეთი ეიფორია • Euphoria -სგან

TREND.-მა ეიფორია • Euphoria-ს შექმნის იდეასა და მიზეზებზე უკვე გესაუბრათ. ამჯერად კი მის უახლეს პროდუქციაზე გვსურს გიამბოთ.

სპეციალურად ზაფხულისთვის ეიფორია • Euphoria სახისა და ტანის მოვლის ნატურალურ საშუალებას, კერძოდ კი შიმერ ზეთს გვთავაზობს. სატესტო ვერსიის შექმნისათანავე ზეთით მომხმარებლების დაინტერესება მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, დღეიდან ნებისმიერ მსურველს ენერგიული არომატების მქონე, ზაფხულისთვის ძალიან საჭირო და ჯანსაღი თავის მოვლის საშუალება უკვე თამამად შეუძლია შეიძინოს.

პირველი ქართული შიმერ ზეთი ეიფორია • Euphoria -სგან

ეიფორიას შიმერ ზეთის გამოყენება მომხმარებლებს როგორც ტანის, ასევე სახის მოვლისთვისაც შეუძლიათ. ზეთის შემადგენლობაში ზეითუნისა და ნუშის ზეთები, ოქროსფერი, ნატურალური მინერალი მიკა და პარფიუმის ზეთები შედის. ამჟამად, ზეთის არომატებს შორის, იასამანი და ჟოლო გვხვდება, თუმცა, ძალიან მალე ზაფხულის ამ ორ სურნელს ვანილიც დაემატება. 

ზეთის გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდირებულია რუჯის მიღების შემდგომ, კანის გამოშრობის თავიდან აცილების მიზნით. ასევე, იგი შესანიშნავად ატენიანებს და არბილებს მას. 

განსაკუთრებით საინტერესოა ეიფორიას საზაფხულო პროდუქტი მათთვის, ვინც ხავერდოვან და ოქროსფერ რუჯს ანიჭებს უპირატესობას. შიმერ ზეთის გამოყენების შემდგეგ კანი მსუბუქ ოქროსფერ ბზინვარებას იძენს და ინარჩუნებს კიდეც მას დიდი ხნის განმავლობაში. 

როგორც პირველი ქართული ხელნაკეთი ორგანული კოსმეტიკური ბრენდის, ეიფორია • Euphoria-ს შემქმნელები TREND.-თან საუბარში აღნიშნავენ, ზეთის შექმნის იდეა ზაფხულის დადგომასთან ერთად გაჩნდა. ამბობენ იმასაც, რომ ზეთის შექმნა მსგავსი ქართული პროდუქტის არ არსებობამაც განაპირობა. 

პირველი ქართული შიმერ ზეთი ეიფორია • Euphoria -სგან

იმის გამო, რომ ეიფორიას მიერ შემოთავაზებული შიმერ ზეთების უცხოური ანალოგების შეძენა ქართველ მომხმარებლებს სხვადასხვა კოსმეტიკურ მაღაზიათა ქსელში აქამდეც შეეძლოთ, ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ეიფორია • Euphoria-ზე?

ამის საპასუხოდ ბრენდის შემქმნელები სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ: გარდა იმისა, რომ ქართულია და 100%-ით ნატურალური, უცხოური ბრენდების შიმერ ზეთებთან შედარებით, რომლებიც საკმაოდ ძვირადღირებულია, ეიფორია თავის მომხმარებლებს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასს სთავაზობს. 

"მომავალში ვფიქრობთ, ზეთის გაცილებით მრავალფეროვანი ვერსიების შექმნასაც. გვსურს სხვადასხვა ზეთების, მათი გაცილებით ძვირფასი და ორგანული ვერსიების გამოყენება მის დასამზადებლად და ამ გზით ჩვენი მომხმარებლის განებივრება" - ამბობს ბრენდის ერთ-ერთი შემქმნელი ანა სულაბერიძე, იგივე Anne Vitale. 

პირველი ქართული ხელნაკეთი ორგანული კოსმეტიკური ბრენდის, ეიფორია • Euphoria, გარდა არსებული პროდუქტის გამრავალფეროვნებისა, სამომავლოდ სხვადასხვა ახალი, ორგანული პროდუქციის შექმნასაც გეგმავს. 

მანამდე კი მათ, ვისაც ზაფხულის რუჯის ბზინვარებასთან, კანის სიჯანსაღის შენარჩუნებასთან ერთად, პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაც გსურთ, ეიფორია • Euphoria გელოდებათ გუდვილში, ქავთარაძის #1-ში. 

ავტორი: ქეთა კანდელაკი