H & M Hennes & Mauritz AB (H&M) თბილისის პირველი მაღაზიის კარს „გალერია თბილისში“, 2017 წლის შემოდგომაზე გახსნის. სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული პირველი ქართული H&M მომხმარებლებს შესთავაზებს ტრენდულ სამოსსა და ხარისხს საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის.
„ძალიან გვიხარია, რომ როგორც იქნა, საქართველოში პირველ მაღაზიას ვხსნით! ჩვენთვის დიდი პატივია, თბილისელ მოდის მოყვარულებსა და ჩვენს მომავალ მომხმარებლებს ახალი სტილის პოვნისა და რაციონალური შოპინგის საშუალება მივცეთ და მოდაში საკუთარი განაცხადის გაკეთებაში დავეხმაროთ“, – აღნიშნავს კლაუდია ოსვალდი, H&M-ის რეგიონალური მენეჯერი ავსტრიაში, სლოვენიაში, ხორვატიაში, სერბეთსა და საქართველოში.
პირველ თბილისურ მაღაზიაში უახლესი, ხელმისაწვდომი ტრენდებისა და ყველა სეზონის ფავორიტი Basics-ის ფართო არჩევანი და საუკეთესო ფასები იქნება. H&M-ში ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და თეთრეულის სრული ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი.
ქალების კოლექცია შემოდგომას განსაკუთრებული მრავალფეროვნებით შეეგებება. მნიშვნელობა არ აქვს, გლამურს ეძებთ თუ კომფორტს, 80-იანები გხიბლავთ თუ 90-იანები, ქალური სტილი გიზიდავთ თუ ტომბოის შარმი – ეს სეზონი ყველანაირი გემოვნების მოთხოვნებს და აკმაყოფილებს.
მამაკაცები კი პერსონალურ სტილს მოირგებენ – კოლექცია მიმზიდველ და პრაქტიკულ ტანისამოსს გააერთიანებს და თანამედროვე მამაკაცებისათვის სრულყოფილ გარდერობს შექმნის.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია