არ წამოეგოთ პროვოკაციას - 18 რამ, რაც მამაკაცმა არ უნდა მოითხოვოს თქვენგან
- 07.07.2017
1. მოითმინოთ მისი აგრესიული აფეთქებები
ურთიერთობები - ეს სერიოზული სამუშაოა, და ისინი სიამოვნებას უნდა გგვრიდნენ. არ უნდა აპატიო აფეთქება იმის გამო, რომ მას რთული დღე ჰქონდა სამსახურში.
2. ხმა მისცე მის საყვარელ პარტიას
არა აქვს მნიშვნელობა, რომელიმე მოძრაობაში შევიდა თუ თავად დარეგისტრირდა კანდიდატად, - ხმა მიეცი გულის კარნახით და საკუთარი პოლიტიკური შეხედულებისამებრ.
3. დაამდაბლო საკუთარი დამსახურება
თუ ის ამბობს, რომ მას არავინ აფასებს, თავად კი კარგად გრძნობს თავს, მხარი დაუჭირე, მაგრამ არა საკუთარი ზიანის ხარჯზე. იყო საკუთარი თავის უარესი ვერსია - შესანიშნავი ვარიანტია მისი ბრწყინვალებისთვის შენს ფონზე, მაგრამ ესაა ცხოვრება?
4. შეწყვიტო ტირილი
არავინ არ უნდა აგიკრძალოს გრძნობების გამომჟღავნება. არა აქვს მნიშვნელობა, რომ ეს მას აღიზიანებს, მთავარია შენ რას გრძნობ.
5. ისაუბრო ყოფილებზე
პირადი ცხოვრების განხილვა უნდა მოხდეს მხოლოდ შენი თანხმობით. შენ არ უნდა მოუყვე წარსულის წვრილმანები მხოლოდ იმიტომ, რომ მას ასე მოუნდა.
6. იცრუო მის გამო
თუ მან ჩაიდინა რაღაც საშინელება და გთხოვს შეიფარო, შენ კი არ ხარ მზად განაცხადო პოლიციაში - უკეთესია უარი უთხრა ამაზე, ვიდრე გახდე ცრუ მოწმე და თავი საფრთხის ქვეშ დააყენო.
7. აკრიფო მისი წინდები
მამაკაცების უმეტესობა თვლის, რომ ქალებმა უნდა აკრიფონ მათი ჭუჭყიანი ტანსაცმელი და გარეცხონ. შეახსენე, რომ ის პატარა ბიჭი არა არის, შენ კი - მისი დედა არა ხარ.
8. იგნორირება გაუკეთო მისი ახლობლების დაცინვას
შენ არ უნდა აიტანო მისი მშობლების სიძულვილი ან უმცროსი დის შურიანობა. ამიტომ ან შენი მხარე დაიჭიროს (თუ ნამდვილად მართალი ხარ), ან...
9. მისცე მას შენი ტელეფონი
თუ არ გენდობა, რომელ სერიოზულ ურთიერთობებზეა საუბარი?
10. წამოხვიდე სამსახურიდან
თუ მუშაობდი მანამდე, სანამ ერთმანეთს გაიცნობდით , მაშინ ეს მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. თუ მოგვიანებით იშოვე სამსახური, შეგიძლია ჰკითხო მას რჩევა, და არა ბრმად შეასრულო მისი მითითებები.
11. გააკეთო ის, რისიც გეშინია
მას „ეშმაკის ბორბალი“ უყვარს, შენ კი ის ცუდად გხდის? რა თქმა უნდა, მას შეუძლია შემოგთავაზოს ერთად დაჯდეთ, მაგრამ არ უნდა დაგაძალოს, როცა შენ არ გინდა.
12. ეჩხუბო მეგობარს
მეგობრები - ცალკე კატეგორიაა, განსაკუთრებით თუ ისინი იყვნენ შენთან თქვენს გაცნობამდე. ყველა გადაწყვეტილება შენი მეგობრების შესახებ უნდა მიიღო მხოლოდ შენ.
13. მხარი დაუჭირო მის დამოკიდებულებას
თამბაქოს, ალკოჰოლურ ან რომელიმე სხვა დამოკიდებულებებზე. თუ არ ეხმარები მას მათთან გამკლავებაში, მაშინ უფრო ართულებ სიტუაციას.
14. დაკავდე ანალური სექსით
ან სხვა ნებისმიერი ისეთი პოზით, რომელიც ეწინააღმდეგება შენს პრინციპებს ან უბრალოდ არ გსიამოვნებს. შენ თავად ხარ შენი სხეულის პატრონი.
15. არჩევანი გააკეთო მასა და საკუთარი დედის შორის
თუ მათ იჩხუბეს, აირჩიე ის პოზიცია, რომელსაც თვლი რომ სწორია.
16. შეარიგო ოჯახის წევრები
არ არის ლამაზი გადაიტანო პასუხისმგებლობა სხვებზე.
17. გახდე ვიღაც სხვა
ფრაზები იმის შესახებ, რომ კარგი იქნებოდა დაემსგავსო მის მიერ მოწონებულ ობიექტს, ან ისევე მოიქცე, არ ეთავსება კარგ ურთიერთობებს. ამის შესახებ შეიძლება ახსენო საუბრის დროს გაკვრით, და არა გახადო ეს დღის მოვლენად.
18. დარჩე დამოკიდებულ ურთიერთობებში
კავშირი ტირანთან, ადამიანთან, რომელსაც არ უყვარხარ და გაიძულებს გააკეთო რაღაც შენთვის უსიამოვნო, ანადგურებს შენს პიროვნებას და გართმევს წლებს, რომლებიც შეგეძლო გაგეტარებინა უფრო სასარგებლოდ. წადი, თუ გრძნობ, რომ ურთიერთობებმა თავისი დრო წაიღო.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია