10 მოდელი, რომლებიც ამტკიცებენ რომ ქალისთვის სრულყოფილება საჭირო არ არის
- 06.07.2017
10. ეშლი სმიტი
ეშლი ძალიან ამაყობს თავისი კბილების ფორმით და თვლის რომ დიზაინერები სწორედ მისი ბუნებრიობის გამო აფასებენ. ის გადაღებულია ჟურნალ Vogue-თვის და ასევე სეზონზე Gap-ის სახეც იყო.
9. მაშა ტიელინა
ნინა რიჩი, ჯონ გალიანო და მრავალი სხვა მოდის სახლი "მსოფლიოს ყველაზე დიდი თვალების" მფლობელზე აკეთებენ არჩევანს. მაშას ხშირად უწოდებენ "სლავური ელფს". სწორედ ის არის რევოლუციონერი, მას შემდეგ სცენაზე არასტანდარტული გარეგნობის მოდელების გამოჩნდნენ.
8. საბინა კარლსონი
მისი თმა ნამდვილად ბუნებრივი სიმდიდრეა, რასაც ვერ ვიტყვით მის სახეზე და კბილებს შორის დაშორებაზე. თუმცა შვედი ლამაზმანი ამისგან ტრაგედიას არ ქმნის და ამბობს, რომ ის მსოფლიოში ინდივიდუალურობის ელჩია.
7. ანა ბრიმა
ის ბრიტანული სააგენტოს ერთ-ერთი პერსპექტიული მოდელია. გააჩნია ინდივიდუალური სტილი და ამბობს, რომ მის მსგავსად მამაკაცური სტილის მორგება არავის შეუძლია.
6. მირიან ნიჟო
მირიანი ალბინოსი მოდელია, რომელის ეგზოტიკურმა გარეგნობამ გულგრილი არ შეიძლება დაგტოვოთ. ის ასევე ნიჭიერი სტილისტი, ფოტოგრაფი და ბლოგერია. გოგონა სკოლაში გარეგნობის გამო დაკომპლექსებული იყო და დიდი დრო დასჭირდა ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად.
5. სიპრიანა კანი
სიპრიანა და მისი ტყუპი და განსაკუთრებული გარეგნობით არ გამოირჩევიან, მაგრამ სწორედ თმა გახდა მათი სავიზიტო ბარათი რის გამოც დიზაინერების ყურადღება ადვილად მიიქციეს.
4. ჰანი გაბი ოდიელე
ბელგიელი გოგონა ისეთ დიზაინერების სახლში მუშაობდა როგორებიც არიან დიორი, გუჩი, პრადა, ალექსანდრე ვანგი. ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ ინტერსექსუალია. ის განსაკუთრებული შუბლის ფორმით გამოირჩევა, რაც თავად ძალიან მოსწონს.
3. პალომა ელზესერი
პალომა პლუს ზომის მოდელია, რომელიც ვარსკვლავი Nike-ის სარეკლამო კამპანიის შემდეგ გახდა. მან პოპულარობა სოციალური ქსელების საშუალებით მოიპოვა.
2. ანა მილა
მოდელის უჩვეულო გარეგნობა აგენტმა მაშინ შენიშნა როდესაც ის სასურსათო მაღაზიაში დედასთან ერთად შევიდა. ის ხშირად მონაწილეობს Dolce & Gabbana-სა და Versace-ს შოუებში. მისი მთავარი გარეგნული დამახასიათებელი ბუნებრივად უჩვეულო წარბებია.
1. ფელის იოპი
დიდი ყურები და უცნაური წარბები გახდა მისი სავიზიტო ბარათი და დღეს ის უჩვეულო გარეგნობის მოდელების ათეულში ღირსეულ ადგილს იკავებს.
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია