სტილი

ამერიკული სილამაზისა და მოდის 13 მაგალითი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, რომლებმაც მთელ მსოფლიოზე მოახდინეს გავლენა

მოდა, სილამაზე და მისი სტანდარტები გამუდმებით იცვლება. ის, რაც ადრე ტრენდად ითვლებოდა, დღეს სრულიად განსხვავებულმა სტილმა ჩაანაცვლა, თუმცა ყველა ეპოქის მოდა აუცილებლად ტოვებს კვალს და თანამედროვე ტენდენციებს განსაზღვრავს.

როგორი იყო მოდისა და სილამაზის სტანდარტები ამერიკაში მეოცე საუკუნის დასაწყისში და როგორ იცვლებოდა ის წლების განმავლობაში - გთავაზობთ 13 მაგალითს და ქალებს, რომელთა სტილმაც უდიდესი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ამერიკული სილამაზისა და სტილის განსაზღვრაზე, არამედ მსოფლიო მასშტაბით ქალების მოდის ჩამოყალიბებასა და ევოლუციაზე.

1. 1920-იანი წლები, დრამატული და გამომწვევი ქალი - ამ პერიოდის ვარსკვლავები, ჟოზეფინ ბეიკერი, ლუის ბრუკსი და კლარა ბოუ ატარებდნენ მოკლე თმას, სტილურ და თეატრალურ მაკიაჟს იმისთვის, რომ ხაზი გაესვათ საკუთარი განსაკუთრებული სტილისთვის. გრძელი თმა და მინიმალური მაკიაჟი უარყოფილი იყო.

ამერიკული სილამაზისა და მოდის 13 მაგალითი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, რომლებმაც მთელ მსოფლიოზე მოახდინეს გავლენა

2. 1940-იანი წლები, ე.წ. ჰოლივუდური ტალღების ეპოქა - მოდური იყო ოდნავ დატალღული თმა. პირველად ასე მაშინდელმა ვარსკვლავმა ვერონიკა ლეიქმა გაიკეთა და მალევე იქცა ტრენდად. ასევე თმა გვერდზე უნდა ყოფილიყო გადაწეული ისე, რომ ერთი თვალი დაეფარა.

ამერიკული სილამაზისა და მოდის 13 მაგალითი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, რომლებმაც მთელ მსოფლიოზე მოახდინეს გავლენა

3. 1950-იანი წლები, ეს ოდრი ჰეპბერნის ეპოქაა - მართალია, ოდრი ჰეპბერნი ბელგიელი იყო, მაგრამ როდესაც საქმე ამერიკულ სილამაზეს ეხება, ალბათ არც ერთ ვარსკვლავს არ მოუხდენია ისეთი გავლენა სილამაზის სტანდარტებზე, როგორიც ოდრიმ. ვარდისფერი ტუჩები და შავი ლაინერი, ბავშვური უცოდველი მზერა და ნატიფი ნაკვთები, სქელი წარბები, დახვეწილი და სექსუალური - სწორედ ასეთი იყო ოდრი და მას არა მარტო თავისი ეპოქის ქალები ბაძავდნენ, არამედ დღესაც ბევრი მიმბაძველი ჰყავს.

ამერიკული სილამაზისა და მოდის 13 მაგალითი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, რომლებმაც მთელ მსოფლიოზე მოახდინეს გავლენა

4. ისევ 1950-იანი წლები - რა თქმა უნდა, ოდრისთან ერთად, ეს მერლინ მონროს ეპოქაცაა - ამერიკელი ქალი მონრომ სექსუალურ და გლამურულ ქალად აქცია. თავისი ქერა თქმით, ის ოდრი ჰეპბერნის კონტარსტს ქმნიდა.

ამერიკული სილამაზისა და მოდის 13 მაგალითი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, რომლებმაც მთელ მსოფლიოზე მოახდინეს გავლენა

5. 1960-იანი წლები და ჯეკი კენედი - ამ ეპოქის მოდის ამინდს აშშ-ს პირველი ლედი ქმნიდა. მას ჰქონდა სტილის შეუდარებელი შეგრძნება. მინიმალისტური მაკიაჟი, მომხივლელი ტუჩები და ბოლოში დახვეული თმა 60-იანი წლების ტრენდი იყო.

ამერიკული სილამაზისა და მოდის 13 მაგალითი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, რომლებმაც მთელ მსოფლიოზე მოახდინეს გავლენა

6. 1970-იანი წლები, ბუნებრივი ქალი - ამ პერიოდის ამერიკაში უპირატესობას ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებდნენ. მოდაში იყო გრძელი და ბუნებრივი თმა, რაც ქალის ძალას უსვამდა ხაზს.

ამერიკული სილამაზისა და მოდის 13 მაგალითი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, რომლებმაც მთელ მსოფლიოზე მოახდინეს გავლენა

7. ისევ 1970-იანი წლები და Farrah Fawcett-ის ვარცხნილობა, რომელიც ამერიკაში ნამდვილ ტრენდად იქცა. თმას ბუმბულის ეფექტი ჰქონდა და საოცარი სიმსუბუქის შეგრძნებას ტოვებდა. რა თქმა უნდა, ასეთი ვარცხნილობა საოცრად სექსუალური იყო.

ამერიკული სილამაზისა და მოდის 13 მაგალითი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, რომლებმაც მთელ მსოფლიოზე მოახდინეს გავლენა

8. 1980-იანი წლები - უიტნი ჰიუსტონის გრძელი კულულები ამ ეპოქის ნამდვილი ჰიტი გახდა და ქალები ცდილობდნენ, რომ მისი მსგავსი თმა ჰქნოდათ.

ამერიკული სილამაზისა და მოდის 13 მაგალითი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, რომლებმაც მთელ მსოფლიოზე მოახდინეს გავლენა

9. 1980-იანი წლები - ამ პერიოდის ამერიკელ ქალებზე ასევე უდიდესი გავლენა ჰქონდა სერიალ „დინასტიას“ და განსაკუთრებით მის ვარსკვლავს, ჯოან კოლინსს. ის, მისი ჩაცმის სტილი, ქალების ინსპირაციის წყარო ხდებოდა.

ამერიკული სილამაზისა და მოდის 13 მაგალითი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, რომლებმაც მთელ მსოფლიოზე მოახდინეს გავლენა

10. 1990-იანი წლები - ეს ქუჩის სტილის ეპოქაა, ჰიპ-ჰოპისა და რეპის ხანა მუსიკაში, რომელმაც სტილზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

ამერიკული სილამაზისა და მოდის 13 მაგალითი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, რომლებმაც მთელ მსოფლიოზე მოახდინეს გავლენა

11. 1990-იანი წლები - ალბათ გახსოვთ ვარცხნილობა, რომელიც ფოტოზე ჯენიფერ ანისტონს აქვს. ის მთელ მსოფლიოში 90-იანი წლების ტრენდი იყო.

ამერიკული სილამაზისა და მოდის 13 მაგალითი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, რომლებმაც მთელ მსოფლიოზე მოახდინეს გავლენა

12. 2000-იანი წლები - ამ პერიოდში მოდაში სწორი და გრძელი თმა იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თმის ამ სტილის დამკვიდრება ავრილ ლავინს უკავშირდება. გოგონები მას ბაძავდნენ.

ამერიკული სილამაზისა და მოდის 13 მაგალითი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, რომლებმაც მთელ მსოფლიოზე მოახდინეს გავლენა

13. თანამედროვე ეპოქა - ამ პერიოდს ინდივიდუალიზმის ეტაპს უწოდებენ. რეალურად თანამედროვე სამყაროში არ არსებობს ისეთი სტილი, რომელსაც ყველა „აიტაცებს“ ისე, როგორც ადრე ხდებოდა.

ზოგი ქალი უარს ამბობს არასასურველი თმის მოშორებაზე და ბუნებრიობას ანიჭებს უპირატესობას და თვლის, რომ ეს მოდურიცაა, ზოგიერთის ინსპირაციის წყარო კიმ კარდაშიანია და ცდილობს, მის მსგავსად მკვეთრი კონტურული მაკიაჟი გაიკეთოს, ან დაემსგავსოს ალეშა ქისს და შეიჭრას თმის მხოლოდ ნახევარი.

შეუძლიათ შეიღებონ თმა ნებისმიერ ფერზე. ჩვენ თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ.

ამერიკული სილამაზისა და მოდის 13 მაგალითი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, რომლებმაც მთელ მსოფლიოზე მოახდინეს გავლენა

<a href="https://fashionista.com">https://fashionista.com</a>