რატომ აქვს საცვლებს წინა მხარეს „ჯიბე“? - დეტალები, რომელთა დანიშნულების შესახებაც, შესაძლოა, არ იცოდით
- 08.07.2017
ყოველ დღე უამრავ საგანს, ნივთს ვიყენებთ, თუმცა ალბათ არასოდეს გვიკითხავს საკუთარი თავისთვის, თუ რატომ აქვს ამა თუ იმ საგანს რაიმე კონკრეტული დეტალი.
გთავაზობთ სხვადასხვა ნივთების დეტალებს, რომელთა დანიშნულებისა და წარმომავლობის შესახებ, შესაძლოა წარმოდგენაც კი არ გაქვთ
1. ქუდზე ე,წ, პომ-პომი - ის ახლა მოდად აღიქმება, მაგრამ ისტორიულად ყველაფერი სხვაგვარად იყო. მე-18 საუკუნეში ფრანგი მეზღვაურები იფარებდნენ „პომ-პომიან“ ქუდებს იმისთვის, რომ დაბალჭერიან გემზე თავის მირტყმის დროს თავი არ დაეზიანებინათ.
2. ნაკეცები შარვალზე - მე-19 საუკუნეში, ევროპაში ქახნები როდესაც მჭიდროდ პრესავდნენ სამოსს და ასე გზავნიდნენ სხვადასხვა ქვეყნებში, შარვლებს ნაკეცები უჩნდებოდა. მალე ეს მოდად იქცა.
3. პატარა „ჯიბე“ თეთრეულზე - ქალისა და მამაკაცის ზოგიერთ თეთრეულს აქვს პატარა „ჯიბე“, რომელიც დამზადებულია სპეციალური რბილი ქსოვილისგან. სინამდვილეში არანაირი ჯიბე არ არსებობს. ეს არის ერთგვარი სარჩული, რომელსაც სასქესო ორგანოს ჰიგიენისა და ბაქტერიებისგან დაცვის დანიშნულება აქვს. კერვის დროს ორივე ნაკერის შიგნით მოქცევა შეუძლებელია, ამიტომაც ერთს ღიად ტოვებენ.
4. პატარა ხვრელი კამერასთან „აიფონზე“ - ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ეს სინამდვილეში დამხმარე მიკროფონია. ეს არის იმისთვის, რომ ჩანაწერის ხმა იყოს უფრო სუფთა.
5. ციფრი პომიდვრის პასტის შეფუთვაზე - ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენი ინგრედიენტია გამოყენებული მის მოსამზადებლად.
6. კოდი კოსმეტიკური საშუალებების „ტუბზე“ - ნებისმიერ კოსმეტიკურ საშუალებას აწერია კოდი - მაგ: 6M, 12M. ეს მიუთითებს თუ რამდენი თვე აქვს ამა თუ იმ საშუალებას ვარგისიანობის ვადა.
7. ჩამრთველი მანქანის სარკესთან - ეს იცავს მძღოლს ღამე უკან მომავალი მანქანის ფარების შუქის თვალისმომჭრელობისგან. თითის ერთი მოძრაობით შეგიძლიათ ჩართოთ ის. ეს ხრიკი განსაკუთრებით სასარგებლოა ახალბედა მძღოლებისთვის.
თემები: თავდაჯერებულობა, რჩევები, სასარგებლო
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>