1. ცელულიტის საწინააღმდეგოდ

გადაურიეთ ერთმანეთში დაფქული ყავა ან მშრალი ყავის ნალექი და იგივე რაოდენობის მარილი, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი. დაიდეთ სკრაბი ცხელ წყალში წინასწარ დარბილებულ კანზე და ნელი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ქვემოდან ზევით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 1-2-ჯერ.

2. თმის ცვენის საწინააღმდეგოდ

გადაურიეთ ერთმანეთში 2 ს.კ. წვრილად ან საშუალოდ დაფქული ყავა და 100 მლ თბილი ზეითუნის ზეთი. დაიტანეთ ნიღაბი ნოტიო თმის მთელ სიგრძეზე, შეიხვიეთ პოლიეთილენით, 30 წუთში დაიბანეთ შამპუნით. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 1-2-ჯერ. მკურნალობის კურსი - 12 გამოყენება. ღია ფერის თმაზე გამოყენებისას შესაძლებელია ფერის შეცვლა.

3. თვალის ირგვლივ შეშუპების საწინააღმდეგოდ

გადაურიეთ ერთმანეთში ½ ჩ.კ. დაფქული ყავის მარცვლები ან ახალი ყავის ნალექი, ½ ჩ.კ. ქოქოსის ზეთი, მწიკვი პილპილი და რამდენიმე წვეთი წყალი. დაიტანეთ ნარევი ქვედა ქუთუთოს მიმდებარე არეში. როცა ნიღაბი შეშრება, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

4. მშრალი და დახეთქილი ტუჩების საწინააღმდეგოდ

გადაურიეთ ერთმანეთში ½ ჩ.კ. ყავის ნალექი და ½ ჩ.კ. თაფლი. მიღებული სკრაბი შეიზილეთ ტუჩებში 30 წამის განმავლობაში, რის შემდეგ მოიცილეთ სველი ბამბის ტამპონით.

5. სახეზე შავი წერტილების საწინააღმდეგოდ

გადაურიეთ ერთმანეთში 2 ს.კ. ყავის ნალექი ან წვრილად დაფქული ყავა და ხაჭო თანაშეფარდებით 1:1. დაიტანეთ ნარევი დაორთქლილ სახის კანზე, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ 2 წუთის განმავლობაში, დაიტოვეთ 10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ.

6. ცხიმიანი კანის საწინააღმდეგოდ

1 ს.კ. ახალი ყავის ნალექი და 1 ს.კ. იოგურტი აურიეთ ერთმანეთში. დაიტანეთ სახეზე და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ 1-2 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

7. უფერული სახის საწინააღმდეგოდ

აიღეთ 1 ს.კ. ყავის ნალექი, 1 ჩ.კ. არაჟანი, 1 ჩ.კ. თაფლი და 1 უმი კვერცხი. გადაურიეთ ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დაიტანეთ სახეზე 15 წუთით. ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ.