1. ნუ გამოიყენებთ მზისგან დამცავ კრემს მხოლოდ ერთი დღით
ლამაზი და ჯანსაღი კანი ყველა ქალის ოცნებაა. მისი მოვლა კი ერთგვარი რუტინა. ზაფხულში აუცილებელია მზისგან დამცავი კრემის გამოყენება. მაგრამ ცნობილი კოსმეტოლოგი ლანკერი ამბობს, რომ კრემის მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, თუ მას ყოველდღიურად, მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში გამოიყენებთ.
2. აკნეს დროს
დაუშვებელია ამ დროს ისეთი კრემების გამოყენება, რომლებიც შეიცავს ბენზოლის პეროქსიდს, რადგან აძლიერებს ანთებას და ზრდის გამონაყარის საფრთხეს. ექიმი ჰაროლდ ლანკერი რეკომენდაციას იძლევა რომ გამოიყენოთ სილიცილის ან ლაქტინის მჟავის შემცველი კრემი და ასევე იდეალურია თიხის ნიღაბი.
3. არასოდეს დაივიწყოთ ყელი
ყელი ქალის სხეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ამხელს მესაკუთრეს ასაკს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მასზე ზრუნვა. კანი ყელზე ძალიან თხელია და ამიტომ ისეთივე ზრუნვა სჭირდება როგორც სახეს.
4. ყინული სახისთვის
დერმატოლოგი ავა შამბანი გირჩევთ, რომ ვისაც მშრალი კანი გაწუხებთ სახეზე ყოველდღიურად წაივათ ყინული, წრიულად რამდენიმე წამის განმავლობაში. ეს ხელს შეუწყობს სისხლის მომიქცევას და კანზე დადებითად მოქმედებს.
5. შეინახეთ თავის მოვლის საშუალებები სწორად
კოსმეტოლოგი დობრა ჯელიმანი გვაფრთხილებს რომ თავის მოვლის საშუალებების აბაზანაში შენახვა დაუშვებელია, რადგან თბილი და ტენიანი გარემო უარყოფითად მოქმედებს მათზე. ამისათვის სასურველია მაცივარი გამოიყენოთ.
6. კანი ყოველთვის გქონდეთ სუფთა
ექიმი ლანკერი გვირჩევს, რომ არასოდეს შეეხოთ სახეზე დაუბანელი ხელებით. გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად ჰიგიენა უნდა დაიცვათ, გაწმინდეთ თქვენი სმარტოფინც სპეციალური საშუალებით, რადგან იგი მალე იქცევა ბაქტერიების ბუდედ.
7. ერიდეთ სკრაბს, ღრუბელს და ჯაგრისს სახეზე
კრისტი ტედი ბევერლი ჰილზის ერთ-ერთ კლინიკაში დერმატოლოგად მუშაობს. ის რეკომენდაციას არ უწევს კოსმეტიკის ისეთ საშუალებებს როგორიცაა სკრაბი, ღრუბელი და ჯაგრისი, განსაკუთრებულად თუ აკნესკენ გაქვთ მიდრეკილება. სახე დაიბანეთ სპეციალური საპონით და გამონაყარს აპირინის ხსნარით ებრძოლეთ.
8. აუცილებელია სახის მასაჟი, თვალების გარშემო
დერმატოლოგი ოლე ჰენრრიკსენი რეკომენდაციას უწევს სადრენაჟო მასაჟს, თვალის გარშემო. სპეციალური პროცედურა ამცირებს ნაოჭებს და ხელს უწყობს თვალებზე ე.წ. „ჩანთების“ გაქრობას. ამის გაკეთება რთული არაა, სახლის პირობებშიც შეგიძლიათ.
9. გაუფრთხილდით ხელებს
ხელები ისეთივე მზრუნველობას საჭიროებს როგორც ყელს, რადგან აქაც კანი თხელია და დახვეწილი. აუცილებლად გამოიყენეთ რეცხვისას ხელთათმანები და ხშირად წაისვით ხელის კრემი.
10. გაიწმინდეთ სახის კანი
დერმატოლოგი დებრა ჯალიმან აღნიშნავს, რომ სახის გაწმენდის გარეშე არასოდეს უნდა დაიძინოთ. ხშირად ამ რჩევას უგულებელყოფთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გზით ბევრ დაავადებას და გამონაყარს აიცილებთ თავიდან.
11. დაიძინეთ ბიუსტჰალტერის გარეშე
ექიმები გაფრთხილებენ რომ ბიუსტჰალტერით ძილი დაუშვებელია. ხელს უშლის სისხლის ცირკულაციას და იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს. გარდა ამისა აღიზიანებს კანს და იწვევს მოუსვენრობას და დისკომფორტის განცდას.
თემები: კანის მოვლა, თავის მოვლა, სილამაზე ყველა ასაკში, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია