სილამაზე

სილამაზის 8 საიდუმლო მერლინ მონროს ვიზაჟისტისგან

სილამაზის 8 საიდუმლო მერლინ მონროს ვიზაჟისტისგან

მერლინ მონრო წლების წინ ბევრი ქალის მიბაძვის ობიექტი იყო. უნაკლო ვიზუალის შექმნაში კი მას მაკიაჟის ხელოვნების ცნობილი სპეციალისტი ალან უაიტი სნაიდერი ეხმარებოდა.

სავსე ტუჩები, აპრეხილი და გრძელი წამწამები, პრიალა და გლუვი კანი, უზადო მაკიაჟი - დიახ ეს უაიტის დამსახურება იყო. მონროს გარდა ის სხვა ცნობილ ადამიანებსაც უკეთებდა მაიაჟს - კეტრინ ჰეპბერნის, დორის დეის და რაკელ უელშის სილამაზეზე სწორედ ის ზრუნავს. ეს ქალები მას საკუთარ გარეგნობას ანდობდნენ.

უაიტმა სილამაზის რეცეპტების წიგნიც გამოსცა, საიდანაც 8 რეცეპტს გიზიარებთ:

1. გამოიყენეთ ვაზელინი „პრაიმერისა“ და „ჰაილაითერის“ ფუნქციით - როგორც აღმოჩნდა, მონრო ფუძედ ყოველთვის ვაზელინს იყენებდა. მონროს უყვარდა ეს პროდუქტი, ვინაიდან კანს ატენიანებდა, ეს კი ახალგაზრდობას უნარჩუნებდა. უაიტი წიგნში წერს, რომ ვაზელინის საშუალებით კანი ხდება საოცრად რბილი და გლუვი. ვიზაჟისტი ასევე „ჰაილათერად“ იყენებდა ჟელეს და მცირე რაოდენობით უსვამდა მას ლოყის ძვლებზე.

სილამაზის 8 საიდუმლო მერლინ მონროს ვიზაჟისტისგან

2. ტუჩის კონტურისთვის გამოიყენეთ ხუთი სხვადასხვა ფერის ტუჩსაცხი - გარე კუთხეებში უნდა წაისვათ უფრო მუქი წითელი, ყველაზე ღია ფერის ტუჩსაცხი ტუჩის შუაში, ქვედა ტუჩზე უნდა წაისვათ ჯერ ჰაილაითერი. მიჰყევით ნაბიჯ-ნაბიჯ. ასე ტუჩი უფრო სქელი გამოჩნდება.

სილამაზის 8 საიდუმლო მერლინ მონროს ვიზაჟისტისგან

3. ქუთუთოებზე წაისვით რამდენიმე წვეთი ზეთი - შეიძლება ეს იყოს ვაზელინი, ან ქოქოსის ზეთი. მონროს სჯეროდა, რომ ამონათებული ქუთუთოები ძალიან სექსუალური იყო. ამ ეფექტის მისაღწევად კი, მისი ვიზაჟისტი ქოქოსის ზეთს იყენებდა.

სილამაზის 8 საიდუმლო მერლინ მონროს ვიზაჟისტისგან

4. გამოიყენეთ გრეტა გარბოს ხერხი თვალის ჩრდილისთვის - მონრო ამას მუნჯი კინოს ვარსკვლავის, გრეტა გარბოს თვალებს ეძახდა. თვალის თეთრი ჩრდილი უნდა წაისვათ წარბის ძვლის გასწვრივ და თვალის მიმართულებით ჩრდილი თანდათან გაამუქოთ.

სილამაზის 8 საიდუმლო მერლინ მონროს ვიზაჟისტისგან

5. შავი, ყავისფერი, თეთრი და წითელი თვალის ფანქრის კომბინაცია - თანამედროვე ქალები ძირითადად თვალის ყავისფერ, ან შავ ფანქარს იყენებენ, მაგრამ სნაიდერი მონროს მაკიაჟისთვის იყენებდა თვალის ფანქრების კომბინაციას. ის ჯერ თეთრი ლაინერით შემოსაზღვრავდა იმ ნაწილს თვალისას, რომელიც უნდა შეეღება, დანარჩენი ფერის ფანქრების წყალობით კი, ულამაზეს ჩრდილებს ქმნიდა.

სილამაზის 8 საიდუმლო მერლინ მონროს ვიზაჟისტისგან

6. ვიზაჟისტი ფერუმარილს ცხვირის კონტურისთვის იყენებდა - ვისაც ცოტათი მაინც ესმის მაკიაჟის ხელოვნება, მან იცის, რომ დღეს ფერუმარილის გარეშე წარმოუდგენელია კონტურული მაკიაჟი, თუმცა მერლინ მონროს ვიჟაზისტი პირველი იყო, რომელმაც ის ამ დანიშნულებით გამოიყენა. მისი საშუალებით ქმნიდა ილუზიას, რომ ცხვირი ძალიან პატარა იყო.

სილამაზის 8 საიდუმლო მერლინ მონროს ვიზაჟისტისგან

7. მოიჭერით წამწამები, რომელიც უკვე გაფუჭებულია - მონროს სურდა რომ მისი წამწამები უფრო გრძელი დამოცულობითი ყოფილიყო და თან ბუნებრივი ვიზუალი ჰქონოდა. ამისთვის ვიზაჟისტმა გაფუჭებული წამწამები მოაჭრა და თვალის ბოლოებში გრძელი წამწამები დაამაგრა.

სილამაზის 8 საიდუმლო მერლინ მონროს ვიზაჟისტისგან

8. წაისვით ჩრდილი წარბის ბოლოში - თუ გსურთ მონროს მსგავსი ვიზუალი გქონდეთ, წარბის ბოლო უნდა შეღებოთ. მონროს სჯეროდა, რომ ამ ხერხით მისი შუბლი უფრო პატარა ჩანდა.

სილამაზის 8 საიდუმლო მერლინ მონროს ვიზაჟისტისგან



<a href="http://www.harpersbazaar.com">http://www.harpersbazaar.com</a>