LIFE

ქალი, რომელსაც ნაკლებად მომხიბვლელი პარტნიორი ჰყავს, უფრო ბედნიერია - ახალი კვლევის შედეგი

ქალი, რომელსაც ნაკლებად მომხიბვლელი პარტნიორი ჰყავს, უფრო ბედნიერია - ახალი კვლევის შედეგი

თანამედროვე კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალი, როგორც წესი, არის უფრო ბედნიერი, როცა მისი საყვარელი მამაკაცი ნაკლებად მომხიბვლელია და ვიზუალურად ქალი მასზე ბევრად უფრო ლამაზია.

ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს 223 ახლადდაქორწინებული წყვილის ურთიერთობა(წყვილების ასაკი 20-დან 29 წლამდე იყო).

კვლევის მიზანი იყო გაეგოთ, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ვიზუალი წყვილების ბედნიერების ხარისხზე.

ქალი, რომელსაც ნაკლებად მომხიბვლელი პარტნიორი ჰყავს, უფრო ბედნიერია - ახალი კვლევის შედეგი

წყვილებს დაუსვეს კითხვები დიეტისა და წონაში დაკლების შესახებ. კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს, რომლებსაც მიმზიდველი ქმრები ჰყავდათ, სურდათ წონაში დაკლება იმისთვის, რომ უფრო მომხიბვლელები ყოფილიყვნენ და ამბობდნენ, რომ არ ტოვებდათ შიში, რომ შესაძლოა ვიზუალის გამო პარტნიორს დაშორებოდნენ.

„თავს ჭამის შემდეგ დამნაშავედ ვგრძნობ“, „შეშინებული ვარ წონაში მატების გამო“, - ამბობდნენ ისინი.

მეორე მხრივ ქალებს, რომლებსაც ნაკლებად მომხიბვლელი ქმრები ჰყავდათ, არ ანაღვლებდათ თავიანთი წონა და არ ცდილობდნენ დიეტის დაცვას. იყვნენ უფრო თვადაჯერებულები და შესაბამისად, უფრო ბედნიერები.

ქალი, რომელსაც ნაკლებად მომხიბვლელი პარტნიორი ჰყავს, უფრო ბედნიერია - ახალი კვლევის შედეგი

აღასანიშნავია, რომ მამაკაცის დიეტის მოტივაცია არ აღმოჩნდა დამოკიდებული მისი პარტნიორის მომხიბვლელობაზე.

„კვლევამ აჩვენა, რომ ვიზუალურად მომხიბველელ მამაკაცებს პარტნიორის ფსიქიკაზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ პარტნიორები არც ისე მომხიბვლელები არიან. ამ დროს ქალების თვითრწმენისა და თავდაჯერებულობის ხარისხი ეცემა“, - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ტანია რეინოლდსი. 



<a href="http://www.femalenetwork.com">http://www.femalenetwork.com</a>