LIFE

ფრანგული აქცენტი მსოფლიოში ყველაზე სექსუალურად და მიმზიდველად დაასახელეს

ფრანგული აქცენტი მსოფლიოში ყველაზე სექსუალურად და მიმზიდველად დაასახელეს

ფრანგული აქცენტი მსოფლიოში ყველაზე მეტად მიმზიდველი აღმოჩნდა. „მსოფლიოს ყველაზე სექსუალური აქცენტი“, - სწორედ ასე უწოდებენ მას.

ენების შემსწავლელი ვებ-გვერდი Babbel აქვეყნებს ახალი გამოკითხვის შედეგებს. გამოკითხვის თანახმად, ფრანგული აქცენტი უცხოელებისთვის ყველაზე მეტად მაცდუნებელია სხვა ენების აქცენტთან შედარებით.

გამოკითხვაში ვებ-გვერდის 15 000 მომხმარებელი იყო ჩართული და მათი უმეტესობა ამბობს, რომ ფრანგული აქცენტისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელია. საიტის ავსტრალიელ მომხმარებელთა 63%, ამერიკელთა 43% და იტალიელთა 47% სწორედ ფრანგულ აქცენტს მიიჩნევს ყველაზე მაცდუნებლად.

რაც შეეხებათ ფრანგებს, მათი უმეტესობა, 40 % ამბობს, რომ მათთვის ყველაზე მეტად მომხიბვლელი იტალიური აქცენტია.

ფრანგული აქცენტი მსოფლიოში ყველაზე სექსუალურად და მიმზიდველად დაასახელეს

ფრანგების 23% ამბობს, რომ მათთვის მომხიბვლელი და სექსუალური ბრიტანული აქცენტია, ხოლო ესპანური აქცენტი მხოლოდ 18 %-ს მიაჩნია სექსუალურად.

ფრანგების 4% მიიჩნევს, რომ თურქულია სექსუალური, ხოლო 5%-ის აზრით - გერმანული.

Babbel-ის მომხმარებლებმა ნაკლებად სექსუალური აქცენტის მქონე ენებიც დაასახელეს. მათი აზრით ესენია პოლონური, თურქული, დანიური, ჰოლანდიური და რუსული. 



<a href="https://www.thelocal.fr">https://www.thelocal.fr</a>