სტილი

10 ნივთი თქვენი კარადიდან, რომლებიც გადავიდა მოდიდან

10 ნივთი თქვენი კარადიდან, რომლებიც გადავიდა მოდიდან

1. სანდლები

ცუდი ამბავი გვაქვს: ყველაზე მოხერხებული და ყველაზე ჩვეული საზაფხულო ფეხსაცმელი ამ სეზონს გაატარებს სათარიგოების თაროზე. სანდლები გადავიდა მოდიდან და მათი ყიდვა ახლა უაზროა. ისინი შეცვალა სპორტული სტილის „შლიოპანცებმა“ და მიულიმ - შეიძლება ცოტახნით, მაგრამ ამ ზაფხულს ნამდვილად.

10 ნივთი თქვენი კარადიდან, რომლებიც გადავიდა მოდიდან

2. ბალეტკები

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ბალეტკებმა ამოწურეს თავისი დრო: ბრტყელი ოვალურცხვირიანის ნაცვლად შემოვიდა მკაცრი ლოფერები და კომფორტული სლიპერები. გამოიყურება უკეთესად, და ამასთანავე ისეთივე მოხერხებულია.

10 ნივთი თქვენი კარადიდან, რომლებიც გადავიდა მოდიდან

3. ჩოკერები

ყელზე შესაბმელი ლენტები, ზონარები ელვისებური სისწრაფით შემოიჭრა, და ისეთივე ელვისებური სისწრაფით დადგა მოდური ტაბუს რეიტინგის სათავეში.

10 ნივთი თქვენი კარადიდან, რომლებიც გადავიდა მოდიდან

4. ხუდი ელვით

მოგეჩვენებათ, რომ ყველგან მყოფი სპორტ-შიკი „ლეგალიზირებას“ უკეთებს ნებისმიერ სპორტულ ტოპებს, მაგრამ ასე არ არის: მოდისა და ფიტნესის დღესასწაულზე აღარ არის მოდური, რომლებსაც წინა მხარეს აქვთ ელვა-შესაკრავი. ხუდს დღემდე ატარებენ მხოლოდ სპორტულ გადარბენებზე.

10 ნივთი თქვენი კარადიდან, რომლებიც გადავიდა მოდიდან

5. გლუვი ტყავის ლეგინსები

ამ სეზონში ლეგინსები უნდა იყოს ვინილის, ან ლაქის - მოკლედ, პრიალა. და თქვენ მასში უნდა გამოიყურებოდეთ, როგორც ტრინიტი „მატრიცა“- დან, და არა როგორც ბაიკერის მეგობარი გოგონა.

10 ნივთი თქვენი კარადიდან, რომლებიც გადავიდა მოდიდან

6. სლეივ-სამაჯურები

გოგონასთვის, რომელიც სერიოზულად არ არის გატაცებული აღმოსავლური ნივთებით, სლეივ-სამაჯურები თითქმის ისეთივე სარისკოა, როგორც მეჰენდი: ნაკლებად ნაცნობ კომპანიაში შეიძლება ჩაგთვალონ „ვედურ ქალღმერთად“, იოგა-გურუდ და ვეგეტარიანელად. დაფიქრდით, თუ არცერთი არ ხართ, გჭირდებათ ასეთი რეპუტაცია.

10 ნივთი თქვენი კარადიდან, რომლებიც გადავიდა მოდიდან

7. ინდური ტრადიციული საყურე კაფი

კაფი არ მოხვდა მოდური ტაბუს სიაში, მაგრამ დაკარგა მოდური ნივთების სტატუსი და ადგილი დაუთმო მასიურ საყურეებს, რომლებიც შეიძლება ატარო წყვილად, მონო ან კომპლექტში ასსიმეტრიულ პატარა საყურესთან.

10 ნივთი თქვენი კარადიდან, რომლებიც გადავიდა მოდიდან

8. A-სილუეტის განიერი ქვედაბოლოები

კრისტიან დიორის კლასიკა აღარ აინტერესებთ სთრითსტაილ-ფოტოგრაფებს, ახლა ისინი მოაჯადოვა გრძელმა ნახევრადგამჭირვალე პლისეებმა და სწორი ქვედაბოლოებმა მუხლამდე. ერთის მხრივ, ძალიან დასანანია, მეორეს მხრივ კი - ვაღიაროთ, A-სილუეტი არც თუ ისე პრაქტიკული იყო.

10 ნივთი თქვენი კარადიდან, რომლებიც გადავიდა მოდიდან

9. საშუალო ზომის ჩანთები

ჩანთები, რომლებიც იტევენ წიგნსა და წყლის ბოთლს, გადავიდნენ საოფისე კატეგორიაში. მოდაში ახლა ან ძალიან პატარა ჩანთებია, რომელშიც მობილურიც კი არ ეტევა, ან უზომოდ დიდი ჩანთები, რომელშიც შეიძლება დაკარგოთ ძაღლი, ნოუთბუქი და ნახევარი ბიბლიოთეკა.

10 ნივთი თქვენი კარადიდან, რომლებიც გადავიდა მოდიდან

10. გამოყვანილი ერთბორტიანი კოსტიუმები

ისინი ლამაზი და ელეგანტურია, მაგრამ უიმედოდ დაძველდა. წელში გამოყვანილი კოსტიუმების ნაცვლად შემოვიდა მამაკაცის სტილის ოვერსაიზ-პიჯაკები. უკეთესია, თუ ორბორტიანი იქნება, და სრულიად შიკი, თუ განიერ ქამრსაც გაიკეთებთ.

10 ნივთი თქვენი კარადიდან, რომლებიც გადავიდა მოდიდან



<a href="https://graziamagazine.ru/">https://graziamagazine.ru/</a>