43 წლის რობი უილიამსი საკუთარი ფსიქიკური დაავადების შესახებ ყვება - „ყველაფერი ძალიან უცნაურად ხდება. მძინავს, შემდეგ ვდგები და ვჭამ...“
- 08.08.2017
ის, რომ რობი უილიამსს პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გახდა ცნობილი: 43 წლის მომღერლის მეუღლემ აიდა ფილდმა ტელეშოუში Loose Women მოყვა, რომ მომატებული ღელვის გამო რობის ემართება ხშირი პანიკური შეტევები.
მუსიკოსის თაყვანისმცემლებისთვის ეს ამბავი გახდა ნამდვილი შოკი, მაგრამ ახლა მათ კიდევ ერთი საბაბი გაუჩნდათ ინერვიულონ საყვარელი მომღერლის ჯანმრთელობის გამო.
საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ თავად რობი ყვება: მომღერალმა აღიარა, რომ იტანჯება კიდევ ერთი ფსიქიკური მოშლილობით - ლუნატიზმით. უფრო მეტიც, შეტევის დროს ის იტანჯება გადამეტებული ჭამით: „ყველაფერი ძალიან უცნაურად ხდება. მძინავს, შემდეგ ვდგები და ვჭამ, ვჭამ, ვჭამ... ყველაფერი ხდება შეუცნობლად“, - გააზიარა უილიამსმა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ტკბილეულს ეტანება.
მუსიკოსის თქმით, მისი ღამის ჭამის გამო, მას დღის განმავლობაში უწევს კვების მხრივ საკუთარი თავის შეზღუდვა და მკაცრი დიეტის დაცვა. სასაცილოც არის, და დასანანიც ერთდროულად.
თემები: პრობლემები, დაავადება, ფსიქიკური
<a href="https://graziamagazine.ru">https://graziamagazine.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია