LIFE

ვინ იყვნენ და როგორ ცხოვრობდნენ ჰიპები? - 1971 წელს გადაღებული ფოტოები

ჰიპების სუბკულტურა ევროპასა და ამერიკაში მეოცე საუკუნის 60-70-იან წლებში ჩამოყალიბდა. ჰიპები - ეს იყო გაერთიანება იმ ახალგაზრდების, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ საზოგადოებაში არსებულ ნორმებს, არ სურდათ ფუფუნებასა და სიმდიდრეში ცხოვრება და ტოვებდნენ ოჯახებს.

ისინი თავისუფლების საპოვნელად უმეტესწილად აღმოსავლეთის ქვეყნებში მიდიოდნენ. ცხოვრობდნენ კომუნებად და თავს მათხოვრობით ირჩენდნენ, მოკლებულნი იყვნენ ყველანაირ კომფორტს. ეძებდნენ გამოცდილებასა და თავისუფლებას.

ცნობილია, რომ ჰიპების დასახლებაში სექსუალური თავისუფლება მეფობდა, ეწეოდნენ ჰაშიშს და მოიხმარდნენ სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს.

1971 წელს Paris Match-მა გაგზავნა ფოტოგრაფი ჯეკ გაროფალო, რომ ენახა როგორ გამოიყურებოდნენ, რა ეცვათ და როგორ ცხოვრობდნენ ჰიპები და ისინი ფირზე აღებეჭდა.

გთავაზობთ ჯეკ გაროფალოს მიერ სწორედ 1971 წელს გადაღებულ ფოტოებს. მათზე კარგად ჩანს იდეალიზმი და ის თავისუფლება, რომელსაც ჰიპები ეძებდნენ:

1. ჰიპების პორტრეტი ინდოეთიდან.

ვინ იყვნენ და როგორ ცხოვრობდნენ ჰიპები? - 1971 წელს გადაღებული ფოტოები

2. ინდოელი მათხოვრებით გარშემორტყმული ჰიპი ასფალტზე წამოწოლილი კითხულობს და გარემო მას ხელს ვერ უშლის.

ვინ იყვნენ და როგორ ცხოვრობდნენ ჰიპები? - 1971 წელს გადაღებული ფოტოები

3. ბოსტონელი ჰიპები უკრავენ პუნგიზე.

ვინ იყვნენ და როგორ ცხოვრობდნენ ჰიპები? - 1971 წელს გადაღებული ფოტოები

4. კატმანდუში ერთ-ერთ მთაზე, ტიბეტელი ბერისგან ჰიპები ბუდიზმს ეცნობიან.

ვინ იყვნენ და როგორ ცხოვრობდნენ ჰიპები? - 1971 წელს გადაღებული ფოტოები

5. ფრანგი ჰიპები, ავღანეთში, ქაბულში თავიანთ ოთახში ჰაშიშს ეწევიან.

ვინ იყვნენ და როგორ ცხოვრობდნენ ჰიპები? - 1971 წელს გადაღებული ფოტოები

6. გოა, ინდოეთი - ჰიპი ჰეროინის გასაკეთებლად ემზადება.

ვინ იყვნენ და როგორ ცხოვრობდნენ ჰიპები? - 1971 წელს გადაღებული ფოტოები

7. ჰიპის პორტრეტი ნეპალიდან - ის კატმანდუში, მარიხუანას პლანტაციებშია გადაღებული.

ვინ იყვნენ და როგორ ცხოვრობდნენ ჰიპები? - 1971 წელს გადაღებული ფოტოები

8. ინდოეთი, ვარანასი - ახალაზრდა ჰიპი სრულიად შიშველი ბანაობს.

ვინ იყვნენ და როგორ ცხოვრობდნენ ჰიპები? - 1971 წელს გადაღებული ფოტოები

9. ინდოეთი, გოა - ჰიპების ჯგუფი ერთ-ერთ ბარში.

ვინ იყვნენ და როგორ ცხოვრობდნენ ჰიპები? - 1971 წელს გადაღებული ფოტოები

10. ამერიკელი ჰიპები ინდოეთში, ვარანასში რიქშათი გადაადგილდებიან.

ვინ იყვნენ და როგორ ცხოვრობდნენ ჰიპები? - 1971 წელს გადაღებული ფოტოები

11. მოგზაური ჰიპები ავტობუსის სახურავზე - ქაბული, ავღანეთი.

ვინ იყვნენ და როგორ ცხოვრობდნენ ჰიპები? - 1971 წელს გადაღებული ფოტოები

12. ჰიპებს ავღანეთში ადგილობრივების მსგავსად აცვიათ და ქაბულში მუსიკალურ ფესტივალს ესწრებიან.

ვინ იყვნენ და როგორ ცხოვრობდნენ ჰიპები? - 1971 წელს გადაღებული ფოტოები

13. ჰიპი გოგონა კატით ხელში ეწევა ჰაშიშს - ინდოეთი.

ვინ იყვნენ და როგორ ცხოვრობდნენ ჰიპები? - 1971 წელს გადაღებული ფოტოები

14. მოგზაური ჰიპები ერთმანეთს დაბანაში ეხმარებიან - გოა, ინდოეთი.

ვინ იყვნენ და როგორ ცხოვრობდნენ ჰიპები? - 1971 წელს გადაღებული ფოტოები

<a href="https://timeline.com">https://timeline.com</a>