5 ეშმაკობა მინიატურული გოგონებისთვის - როგორ გამოჩნდეთ უფრო მაღალი
- 11.08.2017
1. მინი სიგრძე + მაღალი ჩექმა
ეშმაკობა ბლოგერი და სტილისტისგან ლუსი უილიამსისგან: თუ ჩაიცვამთ მოკლე ქვედაბოლოს ან კაბას კოჭებამდე ჩექმასთან ერთად, ფეხები ფოტოზე უფრო მოხდენილი და გრძელი გამოჩნდება.
2. განსაკუთრებული საცურაო კოსტიუმი თქვენთვის
მთლიანი საცურაო კოსტიუმები ან „კორსეტული“ ტრუსები ვიზუალურად აგრძელებენ ფეხებსა და სხეულს - ის, რაც აუცილებელია ტანდაბალი გოგონებისთვის.
3. ხაზი გაუსვით წელს
ფეხმძიმობამდე მიროსლავა დუმა ხსირად აკეთებდა აქცენტს წელზე - განიერი ქვედაბოლოსა და მოცულობითი მკლავებიან კაბაშიც კი ის უფრო მაღალი ჩანდა, ვიდრე სინამდვილეში იყო.
4. აირჩიეთ მოკლე ჯინსები
გადაჭრილი ჯინსები დაუმუშავებელი ბოლოებით ფოტოზე დაუჯერებელ ეფექტს ქმნის - „მე ისეთი გრძელფეხა ვარ, ჯინსებიც კი მოკლე მაქვს“. განსაკუთრებით თუ მჯდომიარე პოზირებთ.
მწვანე შუქი - მაღალწელიან შარვლებს
მაღალწელიანი შარვლები ეს დღემდე მოდაშია. ამ სტილის შარვალი ვიზუალურად აგრძელებს სხეულს, განსაკუთრებით კროპ-ტოპებთან ან გაკვანძულ ბლუზებთან ერთად.
თემები: სტილი, ქალები, რჩევები, ჩაცმულობა
<a href="https://graziamagazine.ru">https://graziamagazine.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია