ბლერისა და სერენას 35 ყველაზე დასამახსოვრებელი “ლუქი“ „ჭორიკანადან“
- 15.08.2017
„ჭორიკანა“ (Gossip Girl) უკანასკნელი დეკადის გამორჩეულად წარმატებული სერიალია. სერიალში ბლეიკ ლაივლი და ლეიტონ მისტერი, მეგობრების - სერენა ვან დერ ვუდსენისა და ბლერ უოლდორფის როლებს ასრულებენ.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია ის სამოსი, ჩაცმის სტილი, რომელიც სერენასა და ბლერს ჰქონდათ. გოგონების ჩაცმის სტილი ქალებისთის დღემდე მისაბაძია.
სერიალი 2007-2012 წლებში გამოვიდა და ეს ორი ორი გოგონა „აფერ ისთ საიდიდან“ 5 სეზონის განმავლობაში ხიბლავდნენ მაყურებელს. მათი ცხოვრება გოგონებისთვის საოცნებო და ამავდროულად, შთამაგონებელი გახდა.
სექსუალური და ქერა სერენა ერთამანეთს უხამებდა ლურჯ ჯინსსა და ფერად ზედა სამოსს, ატარებდა მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, მისი საყვარელი სამოსი იყო ასევე ტყავის მოსაცმელი და მინი კაბა.
რაც შეეხება ბლერს, ის მამიკოს მომხიბვლელი გოგონაა, ლამაზი თმითა და ძვირადღირებული სამოსით. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახდა მაყურებელისთვის მისი პალტოების კოლექცია, ქალური ფერადი კაბები და ძალიან ბევრი ხელჩანთა.
სერიალის გულშემატკივრებს გავახარებთ და ვეტყვით, რომ თავის ბოლო ინტერვიუში ბლეიკ ლაივლიმ „ჭორიკანას“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა სერიალის ახალი სეზონი გადაიღონ.
მანამდე კი, გთავაზობთ სერენასა და ბლერის გამორჩეულ და ყველაზე დასამახსოვრებელ „ლუქებს“:
თემები: სტილი, მოდა, ტანსაცმელი, ქალი
<a href="http://www.vogue.it">http://www.vogue.it</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია