„არ ჭამოთ 6 საათის შემდეგ“ და კიდევ 5 „დიეტური“ რჩევა, რომელიც არ მუშაობს
- 14.08.2017
1. კალორიების დეფიციტი
ყველაზე გავრცელებულ შეცდომად მიიჩნევა კალორიების შეზღუდვა ხანგრძლივი დროის მანძილზე. რაც უფრო ხისტია შეზღუდვები - მით უფრო სავალალო შედეგს მიიღებთ. ორგანიზმი იწყებს შეშუპებას და სივდება. შესაძლოა ბულემია დაგემართოთ.
2. რადიკალური დეტოქსი
შემდეგი გავრცელებული შეცდომაა დეტოქს-პროგრამების გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე: არა ორგანიზმის შლაკებისა და ტოქსინებისგან გაწმენდის მიზნით, არამედ წონაში მაქსიმალურად სწრაფად დაკლებისთვის. ეს აუცილებლად გამოიწვევს კვებითი ქცევის მოშლილობას.
3. არასწორი განრიგი
„არ ჭამოთ 6-ის შემდეგ“ - ყველას აქვს გაგონილი, მაგრამ სინამდვილეში ეს დიდი შეცდომაა. მაგალითად, თევზის ისეთი ჯიშები, როგორიცაა ორაგული, კალმახი, ზუთხი, რომლებიც მდიდარია სასარგებლო ცხიმებით და აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. იგივე ეხება მცენარეულ ცხიმებს, ისეთებს, როგორიცაა ნიგოზი და ზეთი. ყველაფერი ეს შეიძლება და საჭიროც არის, მაგრამ დღის პირველ ნახევარში. მეორეში კი უკეთესია დაიტოვოთ ბოსტნეული და დაბალკალორიული ცილოვანი საკვები.
4. ხილის გადაჭარბება
ბევრი თვლის ხილს დაბალკალორიულია საღამოს წახემსება პრობლემას არ შეგიქმნით. ხილი შეიცავს ფრუქტოზას, რომელიც წარმოადგენს სასარგებლო ბუნებრივ შაქარს, ამიტომ რაციონში უნდა ჩართოთ დღის პირველი ნახევარში. არ დაგავიწყდეთ, რომ ავოკადოც ასევე მიეკუთვნება ხილს.
5. ზედმეტად რთული ნახშირწყლები
ბევრმა იცის, რომ მარტივი ნახშირწყლები მავნებელია, რთული კი - კარგი. ნაწილობრივ ეს მართალია, რთული ნახშირწყლები წარმოადგენს ენერგიის წყაროს, რომელიც ადამიანს სჭირდება დღის განმავლობაში. მაგრამ მათი გამოყენება საკვების საღამოს მიღებისას, ძალიან ცუდია, რადგან დაუხარჯავი ენერგია ტრანსფორმირდება და ცხიმის სახით გროვდება.
6. ვეგეტარიანელობა
წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ცხოველურ საკვებზე უარის თქმა ეხმარება გახდომას - მითია. იმისათვის, რომ უზრუნველყოთ ორგანიზმი ყველა საჭირო ნივთიერებით, ცილებით, ცხიმებით და ნახშირწყლებით, ვგეტარიანელს მოუწევს ჭამოს არა ნაკლები, არამედ მეტი!
თემები: დიეტა, საკვები, წონაში დაკლება
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია