სილამაზე

პლასტიკური ქირურგის რჩევები - წითელი ღვინო და მასზე დამზადებული ნიღბების დაუჯერებელი ეფექტის შესახებ

პლასტიკური ქირურგის რჩევები - წითელი ღვინო და მასზე დამზადებული ნიღბების დაუჯერებელი ეფექტის შესახებ

ახალგაზრდა ბლოგერი გოგონა საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს:

თურმე წითელი ღვინო - ელექსირია, რომლის გამოყენებით შეიძლება რამდენიმე წლით გაახალგაზრდავდე. დედაჩემის ბავშვობის მეგობარი პლასტიკური ქირურგია. ცოტა ხნის წინ დედამ მომიყვა, რომ მან ურჩია არაჩვეულებრივი საშუალება: ყოველდღიურად გაიწმინდოს სახე ნატურალური წითელი ღვინით. ეს დაეხმარება შეამციროს არსებული ნაოჭები და დააჩქაროს რეგენერაციის პროცესები კანის საფარში.

პლასტიკური ქირურგის რჩევები - წითელი ღვინო და მასზე დამზადებული ნიღბების დაუჯერებელი ეფექტის შესახებ

სახის კანის ახალგაზრდობა

ნებისმიერი ქალი ოცნებობს იცოდეს, როგორ შეინარჩუნოს ახალგაზრდობა. დედამ საკუთარ გამოცდილებით შეამოწმა, მუშაობს თუ არა მეგობარი ექიმის რეკომენდაცია. 2 კვირის შემდეგ ის მართლა ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. მოგიყვებით, რაშია აქ საიდუმლო...

ღვინო აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კანის ღრმა ფენებსაც კი ასუფთავებს. სასარგებლოა სახის დაბანა წითელი ღვინით 3 დღეში ერთხელ, საღამოობით კანის გაწმენდა ღვინით, ასევე მასტიმულირებელი ღვინის ნიღბების გაკეთება. რა თქმა უნდა, უკეთესია გამოიყენოთ სახლში დამზადებული ნატურალური ღვინო.

ღვინისა და რძის ნიღაბი კანის გაახალგაზრდავებისთვის

ინგრედიენტები:

4 ს.კ. წითელი ღვინო

1 ჩ.კ. რძე

ცოტაოდენი ფქვილი

1. გადაურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში, მიიღებთ ფაფისებურ მასას. დაიტანეთ სუფთა კანზე და გაიჩერეთ 20 წუთი. კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი უმჯობესია გაიკეთოთ საღამოს.

2. ნიღაბის შემადგენლობაში წითელი ღვინო მშვენივრად წმენდს კანს, ეფექტურად აშორებს მკვდარ უჯრედებს, ატონიზირებს მას. ამ სილამაზის უძველესი სასმელის გამოყენების შემდეგ კანი ყვავის!

რძე - სუპერპროდუქტია კანისთვის! რძის ცხიმი ღრმად ატენიანებს კანს, მის შემადგენლობაში ყველა სასარგებლო ნივთიერება კი ამაგრებს კანის საფარს.

3. პროცედურის ჩატარების შემდეგ წაისვით სახეზე დამატენიანებელი კრემი.

პლასტიკური ქირურგის რჩევები - წითელი ღვინო და მასზე დამზადებული ნიღბების დაუჯერებელი ეფექტის შესახებ

რედაქციის რჩევა:

შეიძლება დაამზადოთ გამაახალგაზრდავებელი ღვინის კრემი: ჩვეულებრივი დღის ან ღამის კრემის გამოყენებამდე საკმარისია უბრალოდ დაამატოთ მასში ერთი წვეთი წითელი ღვინო.

პლასტიკური ქირურგის რჩევები - წითელი ღვინო და მასზე დამზადებული ნიღბების დაუჯერებელი ეფექტის შესახებ

პლასტიკურმა ქირურგმა დედას სწორი დაბანის საიდუმლოც გაუმხილა. მნიშვნელოვანია წყლის ტემპერატურა! თურმე რაც უფრო ცივია დასაბანი წყალი, მით უკეთესი. ძალიან სასარგებლოა ასევე კანის გაწმენდა წითელი ღვინისგან მომზადებული ყინულის კუბიკებით. ყველა ანტიოქსიდანტი, რომელიც ღვინოშია, შენარჩუნდება გაყინვისას, ყინული კი ისე მოქმედებს კანზე როგორც აქტიური შრატი და მომენტალურად აცოცხლებს მას.

პლასტიკური ქირურგის რჩევები - წითელი ღვინო და მასზე დამზადებული ნიღბების დაუჯერებელი ეფექტის შესახებ

რა თქმა უნდა, ექიმები გვირჩევენ წითელ ღვინოს არა მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. ძალიან სასარგებლოა ასევე მისი დალევა. მაგრამ ზომიერად! წითელი ღვინო აუმჯობესებს მეხსიერებას, ადუნებს ნერვულ სისტემას, მასში შემავალი ანტიოქსიდანტები აჩერებენ დაბერების პროცესს და ხელს უშლიან ცხიმის დაგროვებას ორგანიზმში.

  



<a href="https://takprosto.cc">https://takprosto.cc</a>