LIFE

როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

როდესაც მდიდარ ქალებზე ფიქრობთ, თვალწინ მხოლოდ ცნობილი მსახიობები, მოდელები და მომღერლები გიდგებათ, რეალურად კი არსებობენ ქალები, რომლებიც არ მღერიან, არ ცეკვავენ და არც მილიონერი მეუღლეების ფულს ხარჯავენ, რადგან ისინი თავად არიან მილიონერები და ხანდახან მილიარდელებიც.

12. შეიხა მოზა - ყატარი

ასაკი: 58 წელი

ფინანსური მდგომარეობა: 10 მილიონი დოლარი

ეს საოცარი სილამაზის ქალი, ყატარის ემირის მეორე ცოლი და შვიდი შვილის დედაა. ის აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებაზე. მას უკვე აქვს საპატიო დოქტორის წოდება. შეიხა მოზა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე პოპულარული პირველი ლედია მსოფლიოში.

როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

11. ივანკა ტრამპი - აშშ

ასაკი: 35 წელი

ფინანსური მდგომარეობა: 740 მილიონი დოლარი

დონალდ ტრამპის უფროსი ქალიშვილი მამის მილიონების გარდა საკუთარი ქონებითაც ამაყობს. ის რამდენიმე კომპანიის მფლობელი და წარმატებული ბიზნესვუმენია. ის ყოველთვის პოულობს დროს საკუთარი ოჯახისთვის.

როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

10. პანსი ჰო, ჩინეთი

ასაკი: 54 წელი

ფინანსური მდგომარეობა: 3.4 მილიარდი დოლარი

პანსი ჰო მაკაოელი „სათამაშო ბიზნესის” მეფის, სტენლი ჰოს 17 შვილიდან ერთ-ერთია. პანსი მილიარდერის ერთადერთი შვილია, რომელიც მილიარდერი გახდა და საკუთარი კაპიტალით მამის კაპიტალს გადაუსწრო. ის ფლობს აქტივებს უძრავ ქონებაში, ტურიზმსა და ტრანსპორტში.

როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

9. მარგარეტ ლუი დრეიფუსი, შვეიცარია

ასაკი: 55 წელი

ფინანსური მდგომარეობა: 5.3 მილიარდი დოლარი

ის ყველაზე მდიდარი რუსი ქალია მსოფლიოში. მარგარეტმა პირველი ქმრისგან მემკვიდრეობით 160 წლის შვეიცარიული აგრარული კომპანია მიიღო. მეორე ქმარი, რომლისგანაც დრეიფუსს ტყუპები შეეძინა შვეიცარიის ცენტრალური ბანკის ყოფილი მმართველი ფილიპ ჰილდებრანდია, რომელიც ამჟამად ამერიკული ფინანსური ჯგუფის ბლეკროკვის ვიცე-პრეზიდენტია.

როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

8. კერი პეროდო, სინგაპური

ასაკი: 66 წელი

ფინანსური მდგომარეობა: 6,3 მილიარდი დოლარი

კერი, მილიარდელი ქმრის სიკვდილის შემდეგ გახდა. ჰუბერტ პეროდო ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიის მფლობელი გახლდათ, რომელსაც ახლა მათი შვილი მართავს. დედა კი ქველმოქმედებით არის დაკავებული.

როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

7. შარლოტა კაზირაგი, მონაკო

ასაკი: 31 წელი

ფინანსური მდგომარეობა: 5.7 მილიარდი დოლარი

მილიარდელების სიაში მოხვდა გრეის კელისა და მონაკოს პრინცის შვილიშვილი - უმშვენიერესი შარლოტა კაზირაგი, რომლის მემკვიდრეობით მიღებული ქონება შეადგენს 5 მილიარდ 7 00 მილიონ ამერიკულ დოლარს. ის მსოფლიოში ყველაზე ლამაზ პრინცესად არის აღიარებული.

როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

6. კრისტი უოლტონი, აშშ

ასაკი: 68 წელი

ფინანსური მდგომარეობა: 41.7 მილიარდი დოლარი

კრისტის ოჯახი გახლავთ ამერიკის ყველაზე დიდი სუპერმარკეტების ქსელის Wal-Mart-ის დამფუძნებელი. კრისტი ასევე ფლობს მზის პანელების დამამზადებელ საწარმოს. უოლტონი ცნობილია ასევე საქველმოქმედო საქმიანობით.

როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

5. აირის ფონტბონა, ჩილე

ასაკი: 75 წელი

ფინანსური მდგომარეობა: 13.7 მილიარდი დოლარი

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აირისმა უზარმაზარი ქონება მემკვიდრეობით მიიღო და საკმაოდ წარმატებით ართმევს თავს ბიზნესს. ის საოჯახო ბიზნესის გარდა, ხორვატიის ორი კურორტისგანაც იღებს შემოსავალს.

როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

4. ლორენ პაუელ ჯობსი, აშშ

ასაკი: 53 წელი


ფინანსური მდგომარეობა: 20 მილიარდი დოლარი

მას პრესაში როგორც ლეგენდარული სტივ ჯობსის ქვრივს იხსენებენ. თუმცა, წარმატებული ქორწინების გარდა ლორენმა სტენფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა და უამრავ სოციალურ და მეცნიერულ პროექტებში მიიღო მონაწილეობა.

როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

3. სიუზან კლატენი, გერმანია

ასაკი: 55 წელი

ფინანსური მდგომარეობა: 20.4 მილიარდი დოლარი


ის ფარმაცევტული კომპანიის Altana-ს და BMW-ს თანამფლობელია. ბიზნესი სიუზანს მამისგან გადაეცა და ორივეს განვითარებას წარმატებით გაართვა თავი. სიუზანი მედიცინაში აქტიურ ინვესტიციებს ეწევა, რათა ინოვაციური პრეპარატები შეიქმნას.

როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

2. ელის უოლტონი, აშშ


ასაკი: 67 წელი

ფინანსური მდგომარეობა: 33.8 მილიარდი დოლარი

მეორე ადგილზე Wal-Mart-ის დამაარსებლის, სემ უოლტონის ქალიშვილი - ელის უოლტონი გავიდა. ის დაინტერესებულია ხელოვნებით და მუზეუმისთვის ხშირად ყიდულობს სხვადასხვა ცნობილი მხატვრების შედევრებს.

როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

1. ლილიან ბეტანკური, საფრანგეთი

ასაკი: 94 წელი


ფინანსური მდგომარეობა: 39.5 მილიარდი $

სიის ლიდერი ცნობილი კომპანიის "ლორეალის" მფლობელი ლილიანი გახდა. წარმატებული პარფიუმერული ბიზნესის გარდა ის წარმატებით ახორცილებს ინვესტიციებს კომპანია "ნესტლეშიც".

როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები



<a href="https://www.adme.ru/">https://www.adme.ru/</a>