„იღბლიანი ციფრების“ ფსიქოლოგია - ბედნიერების, ხანგრძლივი სიცოცხლისა და პრობლემების მოგვარების გასაღები
- 18.08.2017
ძნელია ერთ დღეში მიზნის მიღწევა, რთული ამოცანების გადაჭრა და ამავდროულად, პირადი სიამოვნების მიღება. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ როდესაც ვხედავთ რომ ცხოვრებაში უამრავი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ - საქმის კეთების დროს დავეყრდნოთ იღბლიან ციფრებს.
ქვემოთ მოყვანილი ციფრები ბედნიერი და იღბლიანი ციფრებია იმიტომ, რომ მათი საშუალებით შეგვიძლია რამდენიმე წუთში გადავჭრათ კონკრეტული ამოცანა, გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე და უბრალოდ, ვიყოთ ბედნიერები.
ეს ციფრები დაფუძნებულია სხვადასხვა კვლევების შედეგებზე და ექსპერტების რჩევებზე.
1. ბედნიერი ციფრი 2 - ფსიქოლოგი და მკვლევარი დევიდ ალენი გვირჩევს, რომ ამოცანა, კონკრეტული საქმე, რომლის შესრულებასაც მხოლოდ 2 წუთი, ან ნაკლები სჭირდება, შევასრულოთ ახლავე. ეს არის „ორი წუთის წესი“, რომლის საშულებითაც დღის განმავლობაში შესასრულებელი საქმეების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. მოიშორეთ ყველა ასეთი საქმე ახლავე.
2. ბედნიერი ციფრი 5 - თუ სახლში ან სამსახურში რაიმე რთული საქმე გაქვთ გასაკეთებელი, გამოიყენეთ „5 წუთის წესი“. ნუ გადადებთ საქმეს. უთხარით საკუთარ თავს - „ვიმუშავებ მხოლოდ 5 წუთი ამ საქმეზე და შემდეგ თუ მომინდება შევწყვეტ“. იმისთვის, რომ იყოთ უფრო გამძლეები, უთხარით საკუთარ თავს კიდევ ერთხელ - „ამ საკითხზე 5 წუთზე ცოტა მეტს ვიმუშავებ და შემდეგ თუ მომინდება თავს დავანებებ“. თქვენ შეიძლება გადაწყვიტოთ საქმის კიდევ გაგრძელება, მაგრამ თუნდაც გააგრძელოთ, 5 წუთის სამუშაო უკვე შესრულებული გექნებათ. ამ იდეის ავტორი ფსიქოლოგი და მწერალი MJ Ryan გახლავთ.
3. ბედნიერი რიცხვი 11 - თუ გეზარებათ ვარჯიში, მაგრამ იცით რომ მისი შესრულება საჭიროა, გამოიყენეთ „11 წუთის წესი“, რომელიც ჰარვარდელი ფსიქოლოგების კვლევას ეფუძნება. ადამიანებს, რომლებიც ვარჯიშობენ ყოველ დღე 11 წუთის განმავლობაში, 1,8 წლის სიცოცხლე ემატებათ.
4. ბედნიერი რიცხვი 15 - გსურთ რომ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელი მიუხედავად იმისა, რომ ფიცი დადეთ? გსურთ რომ თამბაქოს შეეშვათ, მაგრამ ამას ვერ ახერხებთ? თუ არსებობს რაიმე რასაც გსურთ, რომ თავი დაანებოთ, თუ რაიმის მიმართ გაქვთ მგზნებარე სურვილი, ამ სურვილის დასაძლევად არსებობს „15 წუთის წესი“.
კვლევის თანახმად, რაიმის ძლიერი სურვილი გრძელდება დაახლოებით 15 წუთი. მკვლევარი ალან მარლეტი განმარტავს, რომ ეს არის სისუსტის 15 წუთი, რომელიც ნელ-ნელა იმსხვრევა. ადამიანს შეუძლია ისწავლოს, როგორ გადალახოს ეს 15 წუთი და დაძლიოს სისუსტე. თუ გსურთ, რომ დაძლიოთ სისუსტე და მიაღწიოთ დასახულ მიზანს, უნდა გამოიჩინოთ მხოლოდ 15 წუთიანი ნებისყოფა.
5. ბედნიერი რიცხვი 20 - თუ რაიმე პრობლემის მოგვარებას ძალიან ცდილობთ, მაგრამ ვერ ახერხებთ, შეჩერდით, დამშვიდდით და ღრმად ჩაისუნთქეთ. დაისვენეთ 20 წუთი და ამ დროის განმავლობაში გააკეთეთ რაიმე სრულიად განსხვავებული საქმე, გაისეირნეთ, მოქსოვეთ, ან ესაუბრეთ მეგობარს.
როცა დაუბრუნდებით ამოცანას, ნახავთ რომ „სასწაული“ მოხდება - აღმოაჩენთ, რომ კონკრეტული ამოცანის გადაჭრა ძალიან მარტივი ყოფილა. ასეთი მცირე პაუზა აუცილებელია, გონება ისვენებს და სხვა საკითხზე გადაერთვება, ხოლო როცა ამოცანას უბრუნდებით, გონება უფრო ნათლად აღიქვამს მას.
6. ბედნიერი რიცხვი 43 - რამდენი წუთი უნდა ივარჯიშოთ დღეში იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე? - პასუხი არის 43 წუთი. შედეგად თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა 4,2 წლით გაიზრდება, ან შეგიძლიათ აირჩიოთ 22 წუთიანი ვარჯიში დღის განმავლობაში და სიცოცხლის 3, 4 წლით გახანგრძლივება.
თემები: თავის მოვლა, რჩევები, ვარჯიში, სტრესი
<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია