12 საუკეთესო სკრაბი სახისთვის, ტანისთვის, ხელებსა და ტუჩებისთვის
- 18.08.2017
ზაფხულში ერთ-ერთ ყველაზე ბიუთი-საშუალება ხდება სკრაბი. ყველაფერი ლოგიკურია: სანამ ზღვაზე წახვალთ ლამაზი რუჯისთვის, საჭიროა მოაშოროთ კანს მკვდარი უჯრედები სპეციალური საშუალებების დახმარებით. არ უნდა დაივიწყოთ ასევე ტუჩები, რომლებიც არ საჭიროებენ რუჯს, მაგრამ წლის ნებისმიერ დროს უნდა იყოს მოვლილი.
1. La Ric ტანის პილინგი Aroma Spa Peeling Green Tea
ტანის, ხელისა და ფეხის პილინგის შემადგენლობაში მწვანე ჩაის სურნელით შედის ზღვის მარილი, რომელიც რბილად აშორებს მკვდარ უჯრედებს, ეთერზეთები და ვიტამინები: ისინი არბილებენ კანს, ხდიან მას ელასტიურს, ასევე ატენიანებენ და იცავენ გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისგან მთელი დღის მანძილზე.
2. uka Salt აღდგენითი გელი-სკრაბი Hand & Body Soap
ამ სკრაბის შემადგენლობაშიც არის ზღვის მარილი, რომელსაც მოიპოვებენ ფრანგულ ქალაქ გერანდაში. ქაფის საშუალებით იძლევა მსუბუქ ეფექტს, ასუფთავებს და აახალგაზრდავებს კანს. აი, დატენიანებაზე კი პასუხს აგებენ სურფექტანტები, რომელსაც იღებენ ქოქოსის ზეთისა და ოლეინის მჟავისგან, და პოლისაქარიდი ქსანტანის ფისისგან.
3. Anne Semonin ტანის სკრაბი Nude Body Scrub
ამ სკრაბს, გარდა თავისი სტანდარტული მოქმედებისა (გაწმინდოს და გააუმჯობესოს სტრუქტურა), ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, არბილებს და ანიჭებს კანს მბზინვარებას. ასეთი ეფექტი მიიღწევა ზღვის მარილის, თეთრი ქვიშის კუნძულ ბორა-ბორადან, ვარდისფერი კვარცის ფხვნილის, ნატურალური ზეთების, ალუბლის ექსტრაქტისა და თეთრი ჰიბისკუსის წყალობით.
4. Origins სახის გამწმენდი სკრაბი Ginzing
როგორც Origins-ის მარკის ყველა საშუალება, ეს სკრაბიც 100 %-ით შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან: ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი, ყავის მარცვლები, ჟოჟობას ზეთი და კარნაუბური ცვილი. Ginzing ასუფთავებს ფორებს და მას საოცარი გრეიფრუტის, ლიმონისა და პიტნის არომატი აქვს.
5. M.A.C Cosmetics ტუჩის სკრაბი Lip Scrubtious
თითქოს, რად გვინდა ტუჩის სკრაბი? რეალურად კი მას სწრაფად შეუძლია გააქროს აქერცვლა და დაატენიანოს მშრალი ტუჩები. ეს ხდება შაქრის დახმარებით, რომელიც წარმოადგენს სკრაბის ფუძეს, მკვებავი კომპონენტებით. სასიამოვნო ბონუსის სახით მას გააჩნია ვანილის, კენკრას, ყავისფერი შაქრისა და ეგზოტიკური ხილის არომატი.
6. Tuva Siberica ტანის განაახლებელი ბიო-სკრაბი
საიანური მთის თაფლი და მარილი რაპა, რომელსაც მოიპოვებენ მარილიანი ტბების ფსკერიდან, - ეს ორი ინგრედიენტი შესანიშნავად ავსებს ერთმანეთს. მარილი აშორებს მკვდარ უჯრედებს, თაფლი კი - ატენიანებს და არბილებს კანს.
7. [comfort zone] გომაჟი Sacred Nature Bio-Certified Gommage
ეს გომაჟი განკუთვნილია ტანისთვის, მაგრამ ის შეიძლება გამოიყენოთ სახისთვისაც. მის შემადგენლობაში შედის გაჯერებული მჟავები, ანტიოქსიდანტები და ზეთები, რომლებიც ეხმარებიან კანის მომზადებას გარუჯვისთვის. გომაჟი ააქტიურებს კანის ბუნებრივ ბარიერს, რომელიც იცავს მას მზისა და ქარის ზემოქმედებისგან.
8. Caudalie ტანის სკრაბი Gommage Crushed Cabernet
ის ერთ-ერთი ბესტსელერია. შესანიშნავი დამხმარეა ცელულიტთან ბრძოლაში, თანაც რეალურად უმკლავდება ამ პრობლემას. სკრაბი მსხვილი გამწმენდი ნაწილაკებით და ექვსი სხვადასხვა ეთერზეთით აშორებს ნებისმიერ დეფექტს კანზე და ანიჭებს მას სირბილესა და ხავერდოვნებას.
9. Garnier ტანის სკრაბი- „სილამაზის ძვირფასი სკრაბი“
ეს პირველი ტანის მკვებავი სკრაბია ოთხი ნატურალური ზეთით (ვარდის, არგანის, ნუშის და მაკადამიის), რომელიც ატენიანებს და ანიჭებს კანს მბზინვარებას. გამწმენდ ფუნქციას კი ასრულებს კუპუასუს ხის თესლი. სკრაბი ტოვებს კანზე სასიამოვნო კრემის არომატს.
10. Yves Rocher ხელის ზეთი-ექსფოლიანტი არნიკით
ამ საშუალების გელისებური ტექსტურა რაფსის ზეთზე მომენტალურად დნება კანზე, ადვილად შორდება წყლით და არ ტოვებს ცხიმოვან შეგრძნებას. არნიკის ექსტრაქტი და მარწყვის თესლი გამოდიან ბუნებრივი ექსფოლიანტის როლში. ერთი სიტყვით, ბუნება იზრუნებს თქვენს ხელებზე და დაუბრუნებს მათ მოვლილ იერს სულ ერთ წუთში.
11. Oriflame ტანის სკრაბი ლავანდით Love Nature
ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ძვირი სკრაბებიდან, რომლებიც საკუთარ სამუშაოს ბრწყინვალედ ასრულებენ, შეიძლება მოძებნოთ Oriflame Love Nature-ის ახალ კოლექციაში. ტანის სკრაბი Lavender ასუფთავებს კანს მკვდარი უჯრედებისგან, ანახლებს და არბილებს მას, ანიჭებს ნაზ ყვავილოვან არომატს.
12. Чистая Линия ტანის სკრაბი Фитобаня
ამ საშუალების შემადგენლობაშია ციმბირული სოჭის ექსტრაქტი და კედარის თხილის ზეთი. ეს მიქსი უზრუნველყოფს ლიმფოდრენაჟულ ეფექტს, ხსნის ფორებს და ასწორებს კანის რელიეფს.
თემები: სილამაზე ყველა ასაკში, რჩევები, სკრაბი
<a href="https://graziamagazine.ru/">https://graziamagazine.ru/</a>