ვინ არის „სამეფო კარის თამაშების“ სტილის დედოფალი? – GOT-ის ქალები რეალურ ცხოვრებაში
- 20.08.2017
„სამეფო კარის თამაშები“ ძლიერი ქალის პერსონაჟებით გვანებივრებს. რკინის ტახტისთვის, შვიდი სამეფოს მეფობისთვის მთავარი პრედენტენდები სწორედ ქალები არიან. ჯერჯერობით არ ვიცით ვინ დაიპყრობს რკინის ტახტს, თუმცა შეგვიძლია გავარკვიოთ GOT-ის რომელი პერსონაჟია სტილის დედოფალი.
გთავაზობთ „სამეფო კარის თამაშების“ ქალ მსახიობთა ჩაცმის სტილს, თავად გადაწყვიტეთ, რომელია საუკეთესო. შეფასება შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ - გამოვავლინოთ საუკეთესო:
1. გუენდოლინ კრისტი - მსახიობი სერიალში ტარტელი ბრიენას როლს ასრულებს. ბრიენას შეიძლება ურჩევნია ჯავშანი, ფარი და ხმალი, მაგრამ მსახიობს რეალურ ცხოვრებაში ნამდვილად გამოარჩევთ განსაკუთრებული, ქალური სტილით, რომელიც გამორჩეული და ინდივიდუალურია. კრისტის საყვარელი დიზაინერები ვივიენ ვესტვუდი და ჟან პოლ გოტიეა და სწორედ მათ მიერ შექმნილი კაბებით პოზირებს ხოლმე წითელ ხალიჩაზე კამერების წინ.
2. მეისი უილიამსი - მსახიობი სერიალში გაბედული და მამაცი არია სტარკის როლს ასრულებს და მისი ჩაცმის სტილი რეალურ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავებულია არიას სტილისგან. მეისი არია სტარკისგან განსხვავებით ნაზი გოგონაა, რომელსაც უყვარს ვარდისფერი და ხშირად სტუმრობს მოდის კვირეულებს.
3. ემილია კლარკი - დრაკონების დედა დაენერის ტარგარიანი „სამეფო კარის თამაშებში“ ძლიერი პერსონაჟია, სტილსა და მოდაზე მეტად მას რკინის ტახტი ადარდებს, რეალურ ცხოვრებაში კი ემილია კლარკი ყოველთვის იპყრობს ყურადღებას კოქტეილის მოდური კაბებით. მისი გარდერობი სავსეა „ვერსაჩეს“ ნამდვილად სამეფო კაბებით.
4. სოფია ტარნერი - სანსა სტარკს რეალურ ცხოვრებაში დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და ძლიერი ქალის იმიჯი აქვს. ის ექსკლუზიურად ატარებს წითელ ხალიჩაზე Vuitton-ს.
5. ლენა ჰედი - სერსეი ლანისტერს სერიალში არამიწიერად მდიდრული სამეფო სამოსი აცვია. რეალურ ცხოვრებაში ლენა ჰედი ამჯობინებს, რომ მყარად იდგეს მიწაზე, ის უმეტესად ჯინსებს და კედებს ატარებს, თუმცა წიტთელ ხალიჩაზე, რა თქმა უნდა, ისიც ცნობილი დიზაინერების სამოსზე აჩერებს არჩევანს. ემის დაჯილდოებაზე ლენას ზუჰაირ მურადის კაბა ეცვა.
6. ნატალი ემანუელი - ნატალი რეალურ ცხოვრებაში არღვევს მოდურ სტანდარტებს და ურჩევნია ჰქონდეს გამორჩეული და ინდივიდუალური სტილი.
7. ქარაის ვან ჰუტენი - მას ჯილ სანდერისა და დიორის შთამბეჭდავი კოლექცია აქვს. ის იცავს ეტიკეტის წესებს. მისი მანერები და ჩაცმის სტილი იმდენად დახვეწილია, რომ სამეფო ოჯახის წარმომადგენელს ჰგავს.
თემები: სტილი, მოდა, ქალები, სამეფო კარის თამაშები
<a href="http://www.vogue.com">http://www.vogue.com</a>