ადამიანთა ნაწილს სხვადასხვა დაავადება აწუხებს, სტანჯავს, აშფითებს და იწვევს ნაადრევ სიკვდილიანობას, თუმცა ახალი კვლევის თანახმად, ადამიანისთვის ორი უდიდესი საფრთხე არა რომელიმე კონკრეტული დაავადება, არამედ მარტოობა და სოციალური იზოლაციაა.
კვლევის მიხედვით, მარტოობა და სხვებისგან იზოლაცია 50%-ით ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს.
მარტოობასა და სოციალურ იზოლაციას ხშირად ერთმანეთთან აკავშირებენ და უფრო მეტიც, სინონიმებად იყენებენ, თუმცა ეს ორი სრულიად განსხვავებული ცნებებია.
სოციალური იზოლაცია განისაზღვრება როგორც კონტაქტის, კომუნიკაციის ნაკლებობა სხვა ინდივიდებთან, ხოლო მარტოობა არის გრძნობა, რომელიც ემოციურად გაშორებს სხვებთან.
რეალურად, ადამიანი შეიძლება იყოს ბევრი სხვა ადამიანის გარემოცვაში, მაგრამ თავს მარტოდ გრძნობდეს.
2016 წელს აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 2000 ზრდასრული ადამიანი, რაც გამოკითხულთა დაახლოებით 72% იყო, ამბობდა, რომ სტანჯავდათ მარტოობის განცდა ცხოვრების რაღაც მომენტში.
გამოკითხულთა 31% კი ამბობდა, რომ მარტოობის განცდა სულ ცოტა ერთხელ მაინც ჰქონდათ კვირის განმავლობაში.
მკვლევართა დასკვნით, მარტოობა და სოციალური იზოლაცია წარმოშობს ჯანმრთელობის პრობლემებს. მარტოობის განცდას უკავშირდება ალცჰეიმერის დაავადება, ხოლო სოციალური იზოლაცია იწვევს მკერდის სიმსივნეს.
ასეთ დროს ადამიანს სხვადასხვა ნეგატიური ფიქრები სტანჯავს, ვარდება დეპრესიაში. თავს იჩენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. შედეგად კი, მარტოობა და სოციალური იზოლაცია 50%-ით ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს.
თემები: ურთიერთობა, პრობლემები, მარტოობა, შიში
<a href="http://www.medicalnewstoday.com">http://www.medicalnewstoday.com</a>