ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება წარმოშვას ტატუმ? - ახალი კვლევის შედეგი

ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება წარმოშვას ტატუმ? - ახალი კვლევის შედეგი

ჩვენს დროში ტატუაჟი, სხეულის მოხატვა ძალიან პოპულარულია. ზოგიერთი იმდენად გატაცებულია ამ ხელოვნებით, რომ სხეულის დიდ ნაწილს იხატავს. სიფრთხილის გამოჩენა და ზომიერების დაცვა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, ვინაიდან ტატუს გამო შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგვექმნას.

ახალი კვლევის თანახმად, ტატუ ამცირებს ოფლის წარმოქმნას. ოფლის წარმოქმნა კი, ადამიანის ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

კვლევა მიჩიგანის კოლეჯში ჩაატარეს და მასში 10 ჯანმრთელი, 21 წლის მამაკაცი იყო ჩართული. ყველა მათგანს ჰქონდა ტატუ მხარზე.

მკვლევარებმა ქიმიური ჩარევით ოფლის გამომყოფი ჯირკვლევის სტიმულირება მოახდინეს. მათ გამოიყენეს პილოკორბინის ნიტრატი, რომელიც იწვევს ოფლიანობას.

20 წუთის შემდეგ მკვლევარებმა აღმოაჩინეს რომ ის ადგილი, რომელიც ტატუირებული იყო არ გაოფლიანდა, ხოლო სხეულის დანარჩენი ნაწილი ოფლით იყო დაფარული.

ეს არის პირველი მცირე კვლევა, რომელიც ოფლიანობასა და ტატუს აკავშირებს ერთმანეთთან, ამბობს კვლევის ხელმძღვანელი მორი ლუტკემეიერი. ამავდროულად დასძენს, რომ დასკვნის გამოტანისას სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, ვინაიდან ოფლიანობის პროცესი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელოვნურად სტიმულირებული იყო, ეს არ იყო ბუნებრივი პროცესი.

ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება წარმოშვას ტატუმ? - ახალი კვლევის შედეგი

ამასთან, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანი, რომელსაც ბევრი ტატუ აქვს, შეიძლება იყოს უფრო მეტი საფრთხის ქვეშ, როცა საქმე ეხება სიცხესთან დაკავშირებული დაზიანებების მიღებას, ვინაიდან მასიურად ტატუირებულ სხეულს არ აქვს უნარი სიცხე სწრაფად განდევნოს ორგანიზმიდან.

განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება იყოს ტატუაჟი მარათონში მონაწილე ადამიანებისთვის, მეხანძრეებისთვის, ან ჯარისკაცებისთვის, რომლებსაც ცხელ კლიმატურ გარემოში უწევთ ყოფნა. ტატუს გამო შეიძლება ხელი შეეშალოს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას, ოფლის გამოყოფას, რამაც არაერთ სხვა დაავადებამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი.

შენიშვნა: მკვლევარები ამბობენ, რომ ეს არ არის მასშტაბური კვლევა და არ შეიძლება ამ კვლევის მიხედვით ეჭვგარეშე დასკვნის გაკეთება, თუმცა შემაშფოთებელი სიგნალები აშკარად იკვეთება.



<a href="http://www.iflscience.com">http://www.iflscience.com</a>