1. ფეხსაცმელი, რომლითაც გიჭირთ სიარული
ფეხსაცმელი, რომელიც ცოტა დიდი გაქვთ ან პატარა. საყვარელ ფეხსაცმელში აუცილებლად ყურადღებას მიიქცევთ, თუ თქვენი სიარული მოაგონებთ პატარა ბავშვის სიარულს. ამას კი შეუძლია გაგიფუჭოთ განწყობა, თანაც ვის სჭირდება მოულოდნელი დავარდნის რისკი?
2. ჯინსები, რომელშიც მოხდენილად არ გამოიყურებით
საყვარელი ჯინსები, ბოიფრენდებიც კი მშვენიერი სქესის წარმომადგენლებისთვის მოხდენილი ფეხებისა და თეძოების სასიამოვნო ილუზიას ქმნიან, მაგრამ უნდა შეისწავლოთ საკუთარი სხეულის აღნაგობა, რომ ჯინსები იდეალურად გამოიყურებოდეს თქვენ ტანზე.
3. არც თუ ისე ახალი თეთრი მაისური ან პერანგი
ეს ყველას მოსდის. ქალაქის ჩქარ ტემპში თითოეული ჩვენთაგანი ოფლიანდება, რაც საუკეთესოდ არ აისახება თეთრი ფერის მაისურებსა და პერანგებზე. ზოგიერთ ადგილებში ნივთი შეიძლება გაყვითლდეს და დატოვოს არასასიამოვნო კვალი. ამიტომ, თუ ვერ გაათეთრებთ ასეთ ტანსაცმელს, აუცილებლად უარი უნდა თქვათ მის ტარებაზე.
4. გაცვეთილი შარვლები
სტილისტები მიგვითითებენ არა შარვლებსა და ჯინსებზე, რომლებსაც შეგნებულად გააჩნიათ სიძველის ან გახეხილის ეფექტი, არამედ იმაზე, რომლებიც დიდი ხანია კიდია თქვენს კარადაში და გაცვეთილია თვალშისაცემ ადგილებში. ეს ნებისმიერ ქალს აძლევს მოუვლელ იერს.
5. გაბურძგლული სვიტრები
როგორც არ უნდა მოგწონდეთ თქვენი საყვარელი სვიტრი ოვერსაიზი, მოგიწევთ მასთან დაშორება ბურძგლების გამო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ატრიბუტი დაძველდა და ითხოვს განახლებას. სხვათა შორის, ასეთი ნივთების განახლება შესაძლებელია საპარსის დახმარებით, თუ ოდნავ გადაატარებთ მას სვიტერის ზედაპირზე.
6. ძველი ჩანთა
სტილისტები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ქალის ისეთ აქსესუარებზე, როგორიცაა ჩანთა და ფეხსაცმელი, ჯობია გადადოთ განსაზღვრული თანხა, რათა მათ ხარისხს შეეძლოს გემსახუროთ რამდენიმე წელი. ხელოვნური ტყავის იაფფასიანი ჩანთის გადაგდება მოგიწევთ მისი ტარებიდან ერთ წელიწადში. შედეგად, ისევ დაიხარჯებით და იყიდით ახალს. ამ დროს, რომ გადაგეხადათ ორჯერ ძვირი, მიიღებდით ხარისხიან ვარიანტს.
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, ტანსაცმელი, ელეგანტურობა, რჩევები
<em><a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a></em>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია