LIFE

რატომ უნდა გეშინოდეთ სუსტი ადამიანების და რა ცუდ გავლენას ახდენენ თქვენს ცხოვრებაზე

რატომ უნდა გეშინოდეთ სუსტი ადამიანების და რა ცუდ გავლენას ახდენენ თქვენს ცხოვრებაზე

ისინი გაიძულებენ ირბინოთ ცხოვრებისეული წრის გარშემო, და როდესაც წრე დაიწყებს შევიწროვებას, უბრალოდ დაიღლებით და კითხავთ საკუთარ თავს: მე ვინ შემიცოდებს?

რატომ იყოფიან ადამიანები სუსტებად და ძლიერებად? არა ფიზიკურად, არამედ აზრებისა და საქციელის დონეზე. რატომ ოხრავენ ყოველთვის ერთნი, მუდმივად ითხოვენ მონაწილეობას და ყველა მხრიდან უსასრულოდ ელიან დახმარებას, სხვები კი ჩუმად ეხმარებიან და ხდებიან მათთვის საყრდენი და დამცველი ძალა?

იყო სუსტი - არ არის პათოლოგია. იყო ძლიერი - არ არის მოცემულობა, თვალის ფერისა და ცხვირის ფორმის მსგავსად. ერთიც და მეორეც - ცხოვრებისეული პოზიციაა. არჩევანი, რომელსაც თითოეული თავად აკეთებს.

რატომ უნდა გეშინოდეთ სუსტი ადამიანების და რა ცუდ გავლენას ახდენენ თქვენს ცხოვრებაზე

სუსტი ადამიანი იმიტომ კი არ არის სუსტი, რომ სუსტია, არამედ იმიტომ, რომ შეუძლია ასეთი ფუფუნების ნება მისცეს საკუთარ თავს. იმიტომ რომ გვერდით ჰყავს ის, ვინც ნებას აძლევს იყოს სწორედ ისეთი, როგორიც არის, ის, ვინც მზად არის აგოს პასუხი არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვაზეც. სუსტი ადამიანები არ არსებობენ. არიან ისეთები, ვისაც აწყობს იყოს სუსტი.

ძლიერები კი ხშირად არიან ძლიერები არა იმიტომ, რომ ასე უნდათ, არამედ იმიტომ, რომ სხვა არაფერი არ დარჩენიათ, იმის გარდა, რომ იყვნენ ასეთები და მორჩა.

და ხშირად სწორედ მათ, ვინც გეჩვენებათ, რომ ძლიერები არიან, ყველაზე ძალიან სჭირდებათ საყრდენი და დაცვა, სიყვარული და სითბო.

იმიტომ რომ უფრო ძლიერად არიან გაცვეთილები. იმიტომ რომ უფრო ღრმად არიან დაჭრილები. და დაღლილობაც მათში კატასტროფულად მეტია. და მარტოობის გრძნობაც.

რატომ უნდა გეშინოდეთ სუსტი ადამიანების და რა ცუდ გავლენას ახდენენ თქვენს ცხოვრებაზე

იმიტომ რომ იყო ძლიერი - ეს ნიშნავს მსჯელობის გარეშე მიიღო დარტყმა საკუთარ თავზე. და საკუთარი, და მხოლოდ საკუთარი თავით გადაფარო ნებისმიერი ბზარი კედელში. ყოველთვის და ყველგან.

გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ძლიერებო. გაუფრთხილდით ერთმანეთს. იმიტომ რომ თქვენ ბევრი არ გყავთ თქვენნაირი. და იმიტომ რომ სწორედ თქვენი ძალა წარმოადგენს ხშირად თქვენს ყველაზე სუსტ და დაუცველ ადგილს.



<a href="https://econet.ru/">https://econet.ru/</a>