„მე გადმოვცურე ენგური“ - დოკუმენტური ფილმი ომის დროს დაკარგული სახლის მაძიებელ ქალზე
- 29.09.2017
2017 წლის 27 სექტემბერს კინოთეატრ „რუსთაველში“ ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმის „მე გადავცურე ენგური“ - პრემიერა გაიიმართა.
ფილმი ახალგაზრდა ქალის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც წლების შემდეგ გადაწყვეტს იპოვოს სახლი, რომელიც ომმა ოთხი წლის ასაკში დააკარგვინა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახვედრად კი ერთადერთი შანსი საზღვრის მალულად გადაკვეთაა.
ბარიერი, რომელიც საკუთარ სახლს აშორებს ბუნებრივი გამყოფი ზოლი, მდინარე ენგური და რუსი სამხედროების მიერ ხელოვნურად შექმნილი მავთულხლართების ხაზია.
სახლის ძიებისას ფილმის მთავარი გმირი იკვლევს მასავით დევნილი პირების ყოფას ომის დასრულებიდან 24 წლის შემდეგ; ყოფას, რომელიც ომს უფრო ჰგავს, ვიდრე მშვიდობას.
რეჟისორი და ფილმის ერთ-ერთი გმირი პოულობს ე.წ. გადამყვანებს, რომლებიც მას ეხმარებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრაში.
„მე გადმოვცურე ენგური“ - ეს არის ამბავი თუ როგორ შეიძლება ოკუპაცია იქცეს დაღად ადამიანებისთვის და სამუდამოდ გააქროს სახლის და სიმშვიდის შეგრძნება.
კინოსეასზე დასასწრები ბილეთების შეძენა კინოთეატრ რუსთაველის ქსელში შეგიძლიათ.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია