109 წლის ქალი, ხანგრძლივ ცხოვრებას კაცებისგან თავის შორის დაჭერას უკავშირებს
- 27.10.2016
ფსიქოლოგები, ისტორიკოსები, გენეტიკოსები და სხვებიც დღემდე ცდილობენ ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს ამოხსნას. მართალია, ეს საიდუმლო ჯერ ისევ ამოუხსნელია, მაგრამ კვლევა გრძელდება. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანების გამოცდილებას, რომლებმაც წარმატებით გადააბიჯეს 100 წელს.
მაინც ვინ არიან ისინი, რომლებიც 100 წელიწადზე მეტხანს ცხოვრობენ? რას აკეთებდნენ ან არ აკეთებდნენ იმისთვის, რომ ასეთი ხანგრძლივი სიცოცხლე რგებოდათ? Daily Mail-ის თანახმად 109 წლის შოტლანდიელმა ჯესი გალანმა, თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მიზეზად შვრიის ფაფა და კაცებისგან თავის შორს დაჭერა დაასახელა. ჯესი გალანი, რომელიც არასოდეს ყოფილა დაქორწინებული, ხუთ დასთან და ერთ ძმასთან ერთად იზრდებოდა, ღარიბები იყვნენ და ჩალის ლეიბებზე ეძინათ.
ჯესი გალანის თქმით, ერთი საუკუნე იმიტომ იცხოვრა, რომ თავი შორს ეჭირა კაცებისგან: "ისინი იმაზე მეტად აუტანლები არიან, ვიდრე თავს გვაჩვენებენ!" ის აღნიშნავს, რომ ბევრს ვარჯიშობდა, ჭამდა შვრიის თბილ ფაფას ყოველ დილით და არასოდეს დაქორწინებულა. როცა 108 წლის გახდა, უარი თქვა შვრიის ფაფაზე, მაგრამ არა კაცებისგან თავის შორს დაჭერაზე - მისი ხანგრძლივი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მიზეზზე.
მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი სუზანა მაშათ ჯონსია, რომელსაც ზაფხულში 116 წელი შეუსრულდა.
ის ირწმუნება, რომ ბეკონის ჭამაა ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო.
გასულ წელს, აშშ-ში ჩატარებულმა საუკუნის ადამიანების შესახებ ეროვნულმა გამოკვლევამ ერთი მნიშვნელოვანი და მეტ-ნაკლებად საერთო ფაქტი აღმოაჩინა. გამოკვლევის ავტორთა მტკიცებით, ხანგრძლივი სიცოცხლისთვის აუცილებელია მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დიდი დროის გატარება, ასევე სავალდებულოა ვარჯიში.
თემები: ხანგრძლივი სიცოცხლე, საიდუმლო
წყარო: <a href="http://www.huffingtonpost.com/2015/01/20/secret-to-long-life-avoiding-men_n_6508870.html?slideshow=true">www.huffingtonpost.com</a>