1. ადრე ადგომა
ყველა წარმატებული ადამიანი - ტოროლაა. დღის ამ ნაწილში, სამყაროს ჯერ კიდევ სძინავს, - ამ დროს გონება ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის მზადაა. ისინი, ვინც გათენებამდე დგება, ამტკიცებენ, რომ მათი ცხოვრება სრულფასოვანი გახდა. სცადეთ ადგეთ ადრე, 1-2 თვეში ღიმილით გაიხსენებთ იმ დროს, როცა განთიადს ლოგინში ხვდებოდით.
2. გატაცებითი კითხვა
თუ დღეში 1 საათს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ჯდომას სასრგებლო და საინტერესო წიგნის კითხვით შეცვლით, თქვენ ყველაზე ჭკვიანი ადამიანი გახდებით თქვენი გარემოცვიდან. უფრო სწრაფად იპოვით პასუხებს კითხვებზე, თქვენთან საინტერესო იქნება ურთიერთობა, ბევრი რამ თავისთავად გამოგივათ.
3. გამარტივების უნარი
გამარტივება - ეს ყველაფერი უსარგებლოს მოშორებაა. აუცილებელია შეძლოთ და გაამარტივოდ ყველაფერი, რისი გამარტივებაც შეიძლება და საჭიროა. თუმცა ეს ხანგრძლივ პრაქტიკას მოითხოვს, საბოლოოდ კი დადებით შედეგს იძლევა. იწმინდება მეხსიერება და გრძნობები, ნაკლებად განიცდით და ნერვიულობთ. რაც უფრო მარტივი იქნება თქვენი ცხოვრება, მით უფრო მეტად ისიამოვნებთ.
4. შენელება
ცხოვრებით სიამოვნება მუდმივ სტრესში და ქაოსში შეუძლებელია. მოძებნეთ საკუთარი თავისთვის მშვიდი დრო, შეჩერდით, ყური დაუგდეთ შინაგან ხმას. მიაქციეთ ყურადღება ყველაფერს, რასაც თქვენთვის მნიშვნელობა აქვს. ჩვევად აქციეთ ადრე ადგომა, როცა გარშემო სიჩუმეა, რათა იფიქროთ, დაკავდეთ მედიტაციით. შეანელეთ ცხოვრების ტემპი, და მაშინ ყველაფერი, საითაც მიიჩქაროდით, თავად დაგეწევათ.
5. ივარჯიშეთ
რეგულარული აქტივობა იცავს ჯანმრთელობას. თუ ახლა არ გაქვთ სავარჯიშო დრო, ადრე თუ გვიან მაინც გააკეთებთ ამას, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა. ვარჯიში შეიძლება არა მხოლოდ სპორტულ დარბაზში, არამედ სახლშიც.
6. ყოველდღიური პრაქტიკა
რაც მეტ პრაქტიკას გაივლის ადამიანი, მით უფრო იღბლიანი ხდება. პრაქტიკის გარეშე ძნელია საკუთარი ნიჭის გამოხატვა. ამიტომ, როცა გადიხართ პრაქტიკას, თქვენ იღებთ შესაძლებლობას აჩვენოთ ის, რაც შეგიძლიათ.
7. გარემოცვა
სწორედ ამ ჩვევას შეუძლია დააჩქაროს თქვენი წარმატება. შექმენით პოზიტიური და ენერგიული ადამიანების გარემოცვა. ისინი - ყველაზე საუკეთესო მხარდაჭერა, მოტივაცია და სასარგებლო რჩევებია.
8. გააკეთეთ მადლობების ჟურნალი
ეს ჩვევა სასწაულებს ახდენს. მადლობა გადაიხადეთ ყველაფრისთვის, რაც გაგაჩნიათ, და მიისწრაფეთ უკეთესობისკენ. მადლიერება ხელს უწყობს სიხარულის ახალი საბაბის გაჩენას. ძილის წინ ჩაიწერეთ ორი რამ, რისი მადლიერიც ხართ. სასწაული არ დააყოვნებს!
9. იყავით შეუპოვარი
ედისონს ჰქონდა 10 000 წარუმატებელი ცდა, სანამ გამოიგონა ელექტრონათურა. უოლტ დისნეის მოუწია სხვადასხვა ბანკებისგან 303 უარის მოსმენა, სანამ მიზანს მიაღწევდა. 134-მა გამომცემელმა უარყო ჯ.კენფილდისა და მარკ ვ. ჰანსენის წიგნი „ქათმის ბულიონი სულისთვის“, სანამ ის მსოფლიო ბესტსელერი გახდებოდა. გრძნობთ კანონზომიერებას? თუ გინდათ მიაღწიოთ სასურველს, იყავით შეუპოვრები და არ დანებდეთ!
თემები: ქალები, რჩევები, მოტივაცია
<a href="http://babnik-24.ru">http://babnik-24.ru</a>