ტუჩების გადიდებამ ნამდვილად შეიძლება შეცვალოს თქვენი გარეგნობა უკეთესობისკენ, მთავარია - არ გადააჭარბოთ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ ექიმთან წახვალთ, დარწმუნდით, რომ წარმოდგენილი გაქვთ ამ პროცედურის ნიუანსები.
1. საუკეთესო პრეპარატია - პრეპარატი ჰიალურონის მჟავის ბაზაზე. თუ გთავაზობენ რაიმე სხვას - საეჭვოა. ყოველთვის დაიწყეთ გამწოვი პრეპარატებით.
2. თუ არ მოგეწონებათ შედეგი, შეგიძლიათ მალევე (ერთ-ორ დღეში) მოიცილოთ ახალი ტუჩები, ექიმი გაგიკეთებთ ენზიმ ჰიალურონიდაზას, რომელიც გახსნის ჰიალურონის მჟავას აბსოლუტურად უმტკივნეულოდ და უკვალოდ.
3. ეს არ იქნება იაფი. თუ გთავაზობენ იაფფასიან პროცედურას, ე.ი. აქ რაღაც ისე არ არის.
4. ეფექტი ნარჩუნდება 4-6 თვე, მაგრამ ამის გარანტია არავის არ აქვს: არიან იღბლიანები, ვისაც ეფექტი უნარჩუნდებათ თითქმის 1 წელი, სხვებს კი უკვე 2 თვეში უწევთ ჰიალურონის გაკეთება.
5. ერთ დღე-ღამეში შედეგის შეფასება შეუძლებელია: ტუჩები შეშუპებული იქნება და შეიძლება ჰქონდეთ არასწორი ფორმა. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდად არის.
6. თქვენ არ იგრძნობთ, თითქოს რაიმე უცხო სხეული გაქვთ, ტუჩები იქნება სრულიად ბუნებრივი, ხელის შეხებითაც და კოცნის დროსაც.
7. პროცედურის დროს შესაძლებელია ტუჩების დაბერვის, შეშუპების გაზრდისა და ჩხვლეტების შეგრძნება. ეს ნორმალურია. შემდეგ არ გაგიკვირდეთ, როცა ექიმი ტუჩის მასაჟს გაგიკეთებთ, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ პრეპარატი სწორად განაწილდეს.
8. პროცედურის დროს შემოგთავაზებენ საინიექციო გაყუჩებას ან საანესთეზიო კრემს: გადაწყვეტილება დამოკიდებულია ტკივილის ხარისხზე. ჩვენ გირჩევდით ნემსს.
9. ეს სწრაფია: პროცედურა გრძელდება არა უმეტეს 20 წუთს. არავითარ მომზადებას ის არ მოითხოვს.
10. პროცედურის შემდეგ ერთი დღე-ღამის განმავლობაში მოერიდეთ ფიზიკურ აქტივობას და ნაკლებად დაიხარეთ, რათა შეამციროთ სისხლის ნაკადი ტუჩებთან. კოცნისგანაც თავი შეიკავეთ.
11. შეგიძლიათ გაიკეთოთ პროცედურა რამდენიმე ეტაპად: ჯერ გაიდიდოთ ძალიან ცოტათი, თუ მოგეწონათ - გააგრძელოთ. ნუ ეცდებით მიაღწიოთ შედეგს ექიმთან ერთი ვიზიტით.
12. მხოლოდ ექიმი! ტუჩების გადიდება უნდა მიანდოთ მხოლოდ დიპლომირებულ ადამიანს.
13. პროცედურამდე 10 დღით ადრე უარი თქვით პრეპარატებზე, რომლებიც შეიცავენ ასპირინს და სხვა სისხლის გამათხელებელ წამლებს.
14. ზოგიერთ ადამიანებს ინიექციის ადგილებზე უყალიბდებათ პატარა დალურჯებები: ეს ნორმალურია და გაივლის მკურნალობის გარეშე 5-7 დღეში.
15. იმედი ნუ გაქვთ მიიღოთ ანჯელინა ჯოლის ტუჩები. ექიმი შეავსებს თქვენს ტუჩებს მოცულობით, მაგრამ არ შეცვლის მის ფორმას.
16. თუ პროცედურიდან ერთი დღის შემდეგ თქვენ გრძნობთ კოშტებსა და უთანაბრობას, ესე იგი პრეპარატი შეყვანილია საკმაოდ ზედაპირულად. მიმართეთ ექიმს, თუ გამოსწორება შეიძლება - გაგიკეთებთ კორექციას ან უფასოდ მოაშორებს პრეპარატს ენზიმით და ერთი თვის შემდეგ გაიმეორებს პროცედურას.
17. თუ ტუჩებზე ხშირად გემართებათ ჰერპესი, გაითვალისწინეთ, რომ პროცედურამ შეიძლება მისი პროვოცირება მოახდინოს.
18. თქვენი ტუჩები არ დაწვრილდება და არ ჩამოგეკიდებათ მაშინაც კი, თუ მრავალი წელი იკეთებდით ჰიალურონის მჟავას. ტუჩის კანი არაჩვეულებრივად ელასტიურია!
თემები: სილამაზე ყველა ასაკში, პრობლემები, რჩევები, ტუჩები
<a href="http://clubnk.ru">http://clubnk.ru</a>